ეჭვქვეშ იმას კი არ ვაყენებდით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმებულიყო, ეჭვქვეშ ვაყენებდით იმას, რომ სამოქალაქო კლინიკას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის მართვის, ვიდრე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებას - შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პენიტენციურ სისტემას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება აქვს და იქ სააკაშვილს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.
“ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა”,- განაცხადა დავითულიანმა.
რაც შეეხება იმას, ხედავს თუ არა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობას იმაში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დავითულიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე ერთი მხრივ პენიტენციური სისტემის, ხოლო მეორე მხრივ თავად პატიმრის პასუხისმგებლობა.
“პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით - ერთი ეს არის პენიტენციური სისტემა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, მეორე არის თავად პატიმარი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და თავის თავს რისკის ქვეშ აყენებს. რა თქმა უნდა, პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს”,- განაცხადა დავითულიანმა.
რაც შეეხება კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში ამ დრომდე არ გადაიყვანა, დავითულიანის თქმით, პენიტენციურმა დაწესებულებამ განაცხადა, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაზე უკეთ უმკურნალებდა და ამას აკეთებს.
“სამოქალაქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, ეს შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა, ასეთი იყო თავიდან მისი პოზიცია. პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვა - შიმშილობის 2 ათასი ფაქტი მაქვს ნამკურნალევი და ნამართი, მაქვს გამოცდილება და პატიმარ და პაციენტ სააკაშვილს უკეთ ვუმკურნალებ ვიდრე სამოქალაქო კლინიკა. პენიტენციური კლინიკა პროტოკოლით უნდა აკეთებდეს ამას და დარწმუნებული ვარ, აკეთებს. პროცესები რომ არ დაიძაბოს, ყველამ კეთილგონიერებას უნდა მივმართოთ. პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპიტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
"პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას ვინც ამ პროცესს უწყობს ხელს. პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც ქმნის აურზაურს და რომელმაც მთელი ქვეყანა დაძაბა. იქ არის ექიმთა ჯგუფი, იქ არის ყველა რესურსი, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ" - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიახ, მიზანი სიმბიოზის ტრიმბიოზით ჩანაცვლებაა, ერთი რეჟიმი ორი მსახიობის მაგივრად სამით ჩანაცვლდება და რეჟისორი, გამშუქებლები და მაყურებლები ისევ იგივე იქნებიან - მართალია ამომრჩევლის ნახევარი ბროდვეიზეა სხვა თეატრის სპექტაკლს უყურებს, იმედია აქ დარჩენილებს განსხვავებას მოგვიყვებიან ! აბა ერთი სისტემის შეცვლას თუ აპირებს რომელიმე ? არა! ვივესკაც კი იგივე რჩებათ -ფსევდოდემოკრატია ტაშფანდურით და სახელმწიფო ბიუროკრატიული მონოპოლიზმი საბაზრო ელემენტებით გაბატონებული კასტის საკუთარ სახლებში , ბიძინა იქნება, თუ მიშა , ან ორივე ერთად , არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ,ძალადობრივი ანტისახალხო და ანტისახელმწიფოებრივი, ფსევდოდემოკრატიული სამოხელეო ოლიგარქიულ პლუტოკრატიული რეჟიმი სახეზეა მომძლავრებული ბანკოკრატიით , ეს ბოლო ადრე დამალული ქონდათ , ახლა შევარდნაძის კომკავშირელი ბანკირების პირდაპირი პრეტენზია ხელისუფლებაზე გამოიკვეთა, ადრე ეგენი სპექტაკლის ბილეთებს ყიდულობდნენ, ახლა თავად უნდათ იმპრესარიოობა !
ამ ხელისუფლებას აწყობს ეს სანახაობა ქონდეს ხალხს და არც ცვლის სიტუაციას. რა ხდება ქვეყანაში ხალხი მშიერია და ამაზე გადააქვს ხელისუფლებას ხალხის ყურადღება.
თუ დამნაშავეა დასაჯონ მაგრამ არა მოკლან. და ჩაატარონ სამართლიანი სასამართლო და მიუსაჯონ იმდენი რამდენსაც იმსახურებს და არა ის რომ სავადმყოფოში არ გადაიყვანონ მომაკვდავი პატიმარი.
ესენი ვინ არიან საერთოდ.