Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ" - თეონა აქუბარდია სახელმწიფო მინისტრს
"არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ" - თეონა აქუბარდია სახელმწიფო მინისტრს

არ ვიცი, რამ­დე­ნად აკ­ვირ­დე­ბო­დით, მაგ­რამ დარ­ბაზ­ში თით­ქმის არა­ვინ გის­მენ­დათ. ისე­თი მოხ­სე­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც არ ჰგავს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მოხ­სე­ნე­ბას იმი­ტომ, რომ არ და­ი­წყეთ სა­უ­ბა­რი იმ მწვა­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სით და ოკუ­პა­ცი­ით, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას აქვს, - ასე მი­მარ­თა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რმა თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ პარ­ლა­მენ­ტში, „მი­ნის­ტრის ფორ­მა­ტის“ სა­ათ­ში მი­სულ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს, თეა ახვლე­დი­ანს.

რო­გორც აქუ­ბარ­დი­ამ აღ­ნიშ­ნა, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და იქ მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა წარ­თმე­უ­ლი აქვთ.

„გულ­წრფე­ლად გი­ფიქ­სი­რებთ ჩემს სიმ­პა­თი­ებს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში, როცა ერთი მხრივ, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და წარ­თმე­უ­ლი აქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, მათ შო­რის, მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, ასე­ვე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე მცხოვ­რე­ბი 46 ათა­სი ადა­მი­ა­ნია, ვფიქ­რობ, უფრო მეტი აქ­ცენ­ტია აუ­ცი­ლე­ბე­ლი. დიდი ხა­ნია ვცდი­ლობ გა­ვარ­კვიო ზარ­დი­ა­ანთკა­რე­ლე­ბის ბე­დის ამ­ბა­ვი. ნამ­დვი­ლად არ მინ­და პო­პუ­ლიზ­მში ჩა­მეთ­ვა­ლოს, მაგ­რამ თქვენ იცით მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე ვიცი, რომ ეს არ არის მხო­ლოდ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტი სა­კი­თხი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­დე­საც ივ­ლის­ში გორ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იყო და­პი­რე­ბა, რომ ზარ­დი­ა­ანთკა­რე­ლე­ბის სახ­ლებს მო­ევ­ლე­ბო­და და არ იქ­ნე­ბო­და ის პრობ­ლე­მა, რომ აწ­ვიმ­დეთ და ბი­ნებ­ში ქარი შეს­დი­ო­დეთ. გო­რის მე­რი­ი­დან გა­მო­ვი­თხო­ვე ინ­ფორ­მა­ცია და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჯერ ფი­ნან­სე­ბი უნდა მო­ი­ძი­ონ და და­ით­ვა­ლონ ზა­რა­ლი. სა­უ­ბა­რია ჯერ­ჯე­რო­ბით 4 მო­სახ­ლე­ზე, რო­მელ­თაც სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბათ სახ­ლე­ბის გა­და­ხურ­ვა. სულ 28 სახლზეა სა­უ­ბა­რი და რა გახ­და, ჩვენ თუ სა­ხელ­მწი­ფო ვართ? 9 წლის მან­ძილ­ზე ვერ შევ­ძე­ლით, რომ ფული გვე­შო­ვა და სახ­ლე­ბი გა­დაგ­ვე­ხუ­რა ამ ხალ­ხის­თვის? ამას­თან მა­ინ­ტე­რე­სებს, ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა­ზე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რა გა­ა­კე­თეთ? რო­დე­საც სა­უბ­რობთ დო­ნო­რებ­თან ფონ­დზე, ამ კუ­თხით რა პროგ­რე­სია, რად­გან სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას ნდო­ბის აღ­დგე­ნის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

mia
4

მამას გავს ეს ცუღლუტი ესა, გამოხუხებული აქუა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ" - თეონა აქუბარდია სახელმწიფო მინისტრს

"არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ" - თეონა აქუბარდია სახელმწიფო მინისტრს

არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ. ისეთი მოხსენება იყო, რომელიც არ ჰგავს ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას იმიტომ, რომ არ დაიწყეთ საუბარი იმ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისით და ოკუპაციით, რომელიც ქვეყანას აქვს, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, „მინისტრის ფორმატის“ საათში მისულ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი მდგომარეობაა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, მისივე შეფასებით, ყველანაირი უფლება წართმეული აქვთ.

„გულწრფელად გიფიქსირებთ ჩემს სიმპათიებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი გაჭირვების მქონე ქვეყანაში, როცა ერთი მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და წართმეული აქვთ ყველანაირი უფლება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები 46 ათასი ადამიანია, ვფიქრობ, უფრო მეტი აქცენტია აუცილებელი. დიდი ხანია ვცდილობ გავარკვიო ზარდიაანთკარელების ბედის ამბავი. ნამდვილად არ მინდა პოპულიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ თქვენ იცით მათი მდგომარეობა. მე ვიცი, რომ ეს არ არის მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი საკითხი. პრემიერ-მინისტრი, როდესაც ივლისში გორში იმყოფებოდა, იყო დაპირება, რომ ზარდიაანთკარელების სახლებს მოევლებოდა და არ იქნებოდა ის პრობლემა, რომ აწვიმდეთ და ბინებში ქარი შესდიოდეთ. გორის მერიიდან გამოვითხოვე ინფორმაცია და მეუბნებიან, რომ ჯერ ფინანსები უნდა მოიძიონ და დაითვალონ ზარალი. საუბარია ჯერჯერობით 4 მოსახლეზე, რომელთაც სასწრაფოდ სჭირდებათ სახლების გადახურვა. სულ 28 სახლზეა საუბარი და რა გახდა, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ? 9 წლის მანძილზე ვერ შევძელით, რომ ფული გვეშოვა და სახლები გადაგვეხურა ამ ხალხისთვის? ამასთან მაინტერესებს, ინტერნეტის პრობლემაზე საოკუპაციო ხაზთან. პანდემიის პირობებში რა გააკეთეთ? როდესაც საუბრობთ დონორებთან ფონდზე, ამ კუთხით რა პროგრესია, რადგან სახალხო დიპლომატიას ნდობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, - განაცხადა აქუბარდიამ.