ავტორი:

"როდემდე უნდა იყოს ეს კადრები მთავარი არგუმენტი “ქართული ოცნებისთვის”, როდესაც რაღაცაზე პასუხია გასაცემი?"- ლევან იოსელიანი

"როდემდე უნდა იყოს ეს კადრები მთავარი არგუმენტი “ქართული ოცნებისთვის”, როდესაც რაღაცაზე პასუხია გასაცემი?"- ლევან იოსელიანი

"როდემდე უნდა იყოს ეს კადრები მთავარი არგუმენტი “ქართული ოცნებისთვის”, როდესაც რაღაცაზე პასუხია გასაცემი?" - მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, ამ კადრების გავრცელებით ვერ გადაიფარება, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ფიგურირებენ.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პრობლემაა, რომ დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა და ამას “ქართულმა ოცნებამ” წერტილი უნდა დაუსვას.

"ამ კადრებიდან ახალი არაფერი გაგვიგია. სწორედ ასეთი სისტემურ დანაშაულს რომ ჩადიოდა წინა ხელისუფლება, ამიტომ გამოუტანა მას ქართველმა ხალხმა განაჩენი და არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. მეორე ამბავია, როდემდე უნდა იყოს ეს კადრები მთავარი არგუმენტი “ქართული ოცნებისთვის”, როდესაც რაღაცაზე პასუხია გასაცემი. პასუხი ამ შემთხვევაში გასაცემია იმაზე, რატომ არ არის შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ეს კადრები პასუხი არაა. საზოგადოებაში ბევრად მეტი მოლოდინი იყო და არის, რომ ამ ადამიანებს მიესჯებოდათ. სასჯელი, რაც მისჯილი იყო, ბევრისთვის ალბათ საკმარისი არ იყო.

მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია ამ კადრების გავრცელებით ვერ გადაიფარება, ასევე ვერ გადაიფარება პრობლემა, რომ მარტო სააკაშვილის გადაყვანაზეა საუბარი და სხვა ვერცერთი საკითხი ვერ შემოდის დღის წესრიგში. ამას “ქართულმა ოცნებამ” წერტილი უნდა დაუსვას. ეს წერტილი იქნებოდა ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ, გამოეკვლიათ და ამით პარლამენტში 10 ადამიანი შეწყვეტდა შიმშილობას და შევძლებდით ნორმალურ დღის წესრიგს დაბრუნებოდით”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.