ავტორი:

რატომ არიან ბათუმში, ერთ-ერთ ავტოსალონში, სამართალდამცავები მობილიზებული?

რატომ არიან ბათუმში, ერთ-ერთ ავტოსალონში, სამართალდამცავები მობილიზებული?

ბათუმში ერთ-ერთ ავტოსალონში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, კონკრეტული კომპანია უცხო ქვეყნიდან ავტომობილების საქართველოში არალეგალური გზით რეალიზებას ახდენდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 186-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანების შეძენა -გასაღებას გულისხმობს.