მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა ომბუდსმენის აპარატითა და მისი ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიცურობით" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა ომბუდსმენის აპარატითა და მისი ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიცურობით" - ადვოკატი

"მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი არის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ეგი­დით შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფის კვა­ლი­ფი­ცუ­რო­ბით და თა­ვად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა გლ­და­ნის მეთ­ვრა­მე­ტე სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის სუს­ტად, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა და რო­დის დად­გე­ბა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვეს, უც­ნო­ბია.

"მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მო­ვის­მი­ნეთ კვა­ლი­ფი­უ­რი შე­ფა­სე­ბა ექ­სპერტ ექიმ­თა ჯგუ­ფის მხრი­დან. ახლა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დეს კრი­ტი­კუ­ლად და სა­ჭი­რო გახ­დეს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, რისი რე­სურ­სიც მეთ­ვრა­მე­ტე სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს”, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით ის, რაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ეგი­დით შექ­მნილ­ნა კონ­სი­ლი­უმ­მა გა­ა­კე­თა „ფე­ი­კია“ და თუ ამ დას­კვნას გარ­კვე­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ომ­ბუდსმე­ნი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მე­ბის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს. ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა ვინც კო­ბა­ხი­ძის­თვის მი­უ­ღე­ბელ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს არის "ნაცი”, შე­სა­ბა­მი­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„ჩვენ არ ვართ მიჩ­ვე­უ­ლი ადეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბებს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მხრი­დან. ყვე­ლა ვინც მის­თვის მი­უ­ღე­ბელ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს არის „ნაცი“, მგო­ნი მარ­ტო მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე არ ჰგო­ნია „ნა­ცი­ო­ნა­ლი“. შე­სა­ბა­მი­სად, რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა მის გან­ცხა­დე­ბებს ჩემ­თვის უც­ნო­ბია და ვერ გა­ვა­კე­თებ პროგ­ნოზს იმ­დე­ნად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხოს
0

ჩვენც ვართ შთაბეჭდილების ქვეშ მიხოს უტიფრობის გამო.

ლევანი
0

ეს ის არაა ჯერ ცუდათ არის და მერე რომ ამბობს კიბეებზე სირბილით ჩამოდისო ? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა ომბუდსმენის აპარატითა და მისი ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიცურობით" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა ომბუდსმენის აპარატითა და მისი ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიცურობით" - ადვოკატი

"მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიცურობით და თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და როდის დადგება კრიზისული პერიოდი, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს, უცნობია.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ კვალიფიური შეფასება ექსპერტ ექიმთა ჯგუფის მხრიდან. ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რისი რესურსიც მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით ის, რაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილნა კონსილიუმმა გააკეთა „ფეიკია“ და თუ ამ დასკვნას გარკვეული გაგრძელება მოჰყვება, შეიძლება ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ადვოკატის შეფასებით, ყველა ვინც კობახიძისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის "ნაცი”, შესაბამისად ხელისუფლების არაადეკვატურ განცხადებებზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატურ განცხადებებს ირაკლი კობახიძის მხრიდან. ყველა ვინც მისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის „ნაცი“, მგონი მარტო მამუკა მდინარაძე არ ჰგონია „ნაციონალი“. შესაბამისად, რა შედეგი მოჰყვება მის განცხადებებს ჩემთვის უცნობია და ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმდენად არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.