მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შთამბეჭდავი ისტორია 3 წლის ბიჭზე, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა
შთამბეჭდავი ისტორია 3 წლის ბიჭზე, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა

3 წლის ცოტ­ნეს გა­დარ­ჩე­ნის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია საკ­მა­ოდ მძი­მე ინ­ცი­დენ­ტით იწყე­ბა - პა­ტა­რა ბიჭი მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან გა­და­ვარ­და და უმ­ძი­მე­სი მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. დე­დას ამის შე­სა­ხებ ძი­ძის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან, უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა. არც კი სჯე­რო­და, რომ მისი შვი­ლი გა­დარ­ჩე­ბო­და.

"მე­გო­ნა, მა­ტყუ­ებ­დნენ. მის სი­ცო­ცხლეს ვერ ვი­ჯე­რებ­დი. ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ გა­დარ­ჩე­ნის 1%-საც ვერ ვუშ­ვებ­დი გო­ნე­ბა­ში,“- იხ­სე­ნებს დედა, რომ­ლის შვი­ლიც უკი­დუ­რე­სად მძი­მე ტრავ­მუ­ლი შო­კით, სის­ხლდე­ნი­თა და მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. 3 წლის ცოტ­ნეს თა­ვის, სა­ხი­სა და კი­დუ­რე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პა­ცი­ენტს მრა­ვალ­მხრი­ვი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩა­ვუ­ტა­რეთ. თან­მიმ­დევ­რო­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ოპე­რა­ცი­ე­ბი თა­ვის ტვი­ნის, სა­ხე­სა და კი­დუ­რე­ბის არე­ში. მას ქალა ფუ­ძის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ორი­ვე მხრის ძვლის, წინა მხრის ძვლე­ბის და მენ­ჯის ძვლის მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი დიდ მოთ­მი­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და,“- იხ­სე­ნებს ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის ტრავ­მა­ტო­ლო­გია-ორ­თო­პე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მაზ გა­ბუ­ნია. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის, თან­მიმ­დევ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი გუნ­დის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბით იქნა მიღ­წე­უ­ლი.

დღეს ცოტ­ნე ცხოვ­რე­ბას ჩვე­უ­ლი რიტ­მით გა­ნაგ­რძობს და, პე­რი­ო­დუ­ლად, სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას გა­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ე.წ."დისლაიქები"ვინც დასვით,გამომეხმაურეთ,ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარი არ გინდათ?

გურული
0

ღმერთო!!! გაიხარე პატარავ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შთამბეჭდავი ისტორია 3 წლის ბიჭზე, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა

შთამბეჭდავი ისტორია 3 წლის ბიჭზე, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა

3 წლის ცოტნეს გადარჩენის საოცარი ისტორია საკმაოდ მძიმე ინციდენტით იწყება - პატარა ბიჭი მეექვსე სართულის აივნიდან გადავარდა და უმძიმესი მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დედას ამის შესახებ ძიძის ტელეფონის ნომრიდან, უცნობმა ადამიანმა შეატყობინა. არც კი სჯეროდა, რომ მისი შვილი გადარჩებოდა.

"მეგონა, მატყუებდნენ. მის სიცოცხლეს ვერ ვიჯერებდი. ცოტნეს მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გადარჩენის 1%-საც ვერ ვუშვებდი გონებაში,“- იხსენებს დედა, რომლის შვილიც უკიდურესად მძიმე ტრავმული შოკით, სისხლდენითა და მრავლობითი ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 3 წლის ცოტნეს თავის, სახისა და კიდურების მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

"მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, პაციენტს მრავალმხრივი ქირურგიული ჩარევა ჩავუტარეთ. თანმიმდევრობით, საჭიროებისამებრ განვახორციელეთ ოპერაციები თავის ტვინის, სახესა და კიდურების არეში. მას ქალა ფუძის მრავლობითი მოტეხილობა, ორივე მხრის ძვლის, წინა მხრის ძვლების და მენჯის ძვლის მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. მკურნალობის პროცესი დიდ მოთმინებას საჭიროებდა,“- იხსენებს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, თამაზ გაბუნია. მისივე შეფასებით, წარმატებული შედეგი მკურნალობის სწორი ტაქტიკის, თანმიმდევრული მოქმედებებისა და მრავალპროფილური გუნდის მაქსიმალური მობილიზებით იქნა მიღწეული.

დღეს ცოტნე ცხოვრებას ჩვეული რიტმით განაგრძობს და, პერიოდულად, სამედიცინო შემოწმებას გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.