პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“- რას ამბობს მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი
"ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“- რას ამბობს მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი

მომ­ღე­რა­ლი ბრიტ­ნი სპირ­სი მხარ­დამ­ჭე­რებს მად­ლო­ბას უხ­დის და ამ­ბობს, რომ მისი სი­ცო­ცხლე გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს. სა­მად­ლო­ბე­ლი ვი­დეო ბრიტ­ნიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მომ­ღე­რა­ლი სა­უბ­რობს, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა 13-წლი­ა­ნი მე­ურ­ვე­ო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ. 39 წლის პოპ­შემ­სრუ­ლე­ბელ­მა წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა.

"ყო­ველ­დღე მე­უფ­ლე­ბა მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა, რომ უკვე შე­მიძ­ლია მქონ­დეს სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი და ვიყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ვფლობ­დე სა­ბან­კო ბა­რათს, პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დე ნაღდ ფულს და სან­თლე­ბის ყიდ­ვა შე­მეძ­ლოს. ქა­ლე­ბის­თვის წვრილ­მა­ნებს მო­აქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა", - ამ­ბობს ბრიტ­ნი სპირ­სი.

მომ­ღე­რალ­მა ვი­დე­ო­ში ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც ისა­უბ­რა და ისი­ნი მრა­ვალ­წლი­ან მო­რა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა: "არც კი მინ­და ჩა­მოვ­თვა­ლო რამ­დე­ნი ცუდი რამ გა­უ­კე­თე­ბი­ათ მათ ჩემ­თვის, ისი­ნი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ცი­ხე­ში უნდა ის­ხდნენ: მათ შო­რის დე­და­ჩე­მიც!“

მან ახ­ლა­ხანს გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ სწო­რედ დე­და­მი­სის იდეა იყო მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბის ბრიტ­ნის მა­მა­ზე, ჯე­ი­მი სპირსზე გა­ფორ­მე­ბა.

  • მრა­ვალ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის დარ­ღვე­ვის შემ­დეგ, ბრიტ­ნი სპირ­სი ამ­ბობს, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს, რაც მისი მშობ­ლე­ბის გამო შე­ემ­თხვა: "ოჯახს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი და ამი­ტომ არ ვამ­ხელ­დი სი­მარ­თლეს, მაგ­რამ არა­ფე­რი დამ­ვი­წყე­ბია.“

ბრიტ­ნი სპირ­სმა თა­ვი­სუფ­ლე­ბა შამ­პა­ნუ­რით აღ­ნიშ­ნა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც გა­ან­დო მომ­დევ­ნო პოს­ტში თა­ვის ფა­ნებს: "კი­დევ ერთი შვი­ლის გა­ჩე­ნას ვგეგ­მავ", - ამ­ბობს ის.

  • მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე გეგ­მავს, რომ გვერ­დით და­უდ­გეს ისეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ და რა­ი­მე სა­ხის და­ა­ვა­დე­ბე­ბით იტან­ჯე­ბი­ან: "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ში­ნებ­დნენ და მა­ჩუ­მებ­დნენ, მაგ­რამ მე ძლი­ე­რი ქალი ვარ. წარ­მო­მიდ­გე­ნია, ამ ადა­მი­ა­ნებს რო­გორ სას­ტი­კად ექ­ცე­ვა სის­ტე­მა“.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
5

ეს ბრიტნი სასაცილო გოგოა, ნებისმიერ მშობელს ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი და რაღა ამას გამოაჩნდა დესპოტი მშობლები. 

akaki
10

ბრიტნი სპირსი ერთხელ ტელევიზორში ვნახე ძალიან ნასვამი. ძალიან ნიჭიერია. მე არ მინდა ბრიტნის ესეთმა ბედნიერმა თავისუფლებამ უარესი უბედურება არ მოუტანოს. ბრიტნი არის ლოთი!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“- რას ამბობს მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი

"ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“- რას ამბობს მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი

მომღერალი ბრიტნი სპირსი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მისი სიცოცხლე გულშემატკივრებმა გადაარჩინეს. სამადლობელი ვიდეო ბრიტნიმ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

მომღერალი საუბრობს, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება 13-წლიანი მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ. 39 წლის პოპშემსრულებელმა წლების შემდეგ პირველად მოიპოვა 60 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების განკარგვის უფლება.

"ყოველდღე მეუფლება მადლიერების გრძნობა, რომ უკვე შემიძლია მქონდეს საკუთარი მანქანის გასაღები და ვიყო დამოუკიდებელი. ვფლობდე საბანკო ბარათს, პირველად ვხედავდე ნაღდ ფულს და სანთლების ყიდვა შემეძლოს. ქალებისთვის წვრილმანებს მოაქვს ბედნიერება", - ამბობს ბრიტნი სპირსი.

მომღერალმა ვიდეოში ოჯახის წევრებზეც ისაუბრა და ისინი მრავალწლიან მორალურ ძალადობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა: "არც კი მინდა ჩამოვთვალო რამდენი ცუდი რამ გაუკეთებიათ მათ ჩემთვის, ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“

მან ახლახანს გაამჟღავნა, რომ სწორედ დედამისის იდეა იყო მეურვეობის უფლების ბრიტნის მამაზე, ჯეიმი სპირსზე გაფორმება.

  • მრავალწლიანი დუმილის დარღვევის შემდეგ, ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ მას ყველაფერი ახსოვს, რაც მისი მშობლების გამო შეემთხვა: "ოჯახს ვუფრთხილდებოდი და ამიტომ არ ვამხელდი სიმართლეს, მაგრამ არაფერი დამვიწყებია.“

ბრიტნი სპირსმა თავისუფლება შამპანურით აღნიშნა და სამომავლო გეგმებიც გაანდო მომდევნო პოსტში თავის ფანებს: "კიდევ ერთი შვილის გაჩენას ვგეგმავ", - ამბობს ის.

  • მომღერალი ასევე გეგმავს, რომ გვერდით დაუდგეს ისეთ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და რაიმე სახის დაავადებებით იტანჯებიან: "მთელი ცხოვრება მაშინებდნენ და მაჩუმებდნენ, მაგრამ მე ძლიერი ქალი ვარ. წარმომიდგენია, ამ ადამიანებს როგორ სასტიკად ექცევა სისტემა“.