მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა" - საბა ბუაძე
"მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა" - საბა ბუაძე

"ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია, აწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იმი­ტომ, რომ გა­და­ი­ფა­როს ბევ­რი სხვა ის კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც მათი ხე­ლით არის შექ­მნი­ლი" - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ წევ­რმა საბა ბუ­ა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ბუ­ა­ძეს თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნოს.

"მე მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ დარ­ჩა არც ერთი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­დი­კო­სი, რო­მელ­მაც არ თქვა, რომ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა უნდა მოხ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. გუ­შინ ვნა­ხეთ, რო­გორ იწ­ვა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა, მაგ­რამ მა­ინც ირი­ბად მი­ა­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კო­ბა­ხი­ძის და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან ვიწ­რო ჯგუ­ფის გარ­და, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ამ სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, აღარ დარ­ჩა არა­ვინ, რომ ამ­ბობ­დეს სა­პი­რის­პი­როს. აქ სა­უ­ბა­რი არის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბა­ზე, კო­ბა­ხი­ძის­თვის მთა­ვა­რი ექი­მიც, მისი მთა­ვა­რი მო­ძღვა­რიც, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტიც, ხელ­მძღვა­ნე­ლიც და მე­გო­ბა­რიც არის ივა­ნიშ­ვი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ის ელო­დე­ბა არა რა­ი­მე სა­მე­დი­ცი­ნო კვა­ლი­ფი­ცი­ურ დას­კვნას, არა­მედ ის ელო­დე­ბა პირ­და­პირ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბას, რო­მე­ლიც ამ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ არის ჩარ­თუ­ლი და ჩემი ვა­რა­უ­დით ძა­ლი­ან ზედ­მი­წევ­ნით აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას.

ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია, აწყობს ხელ­სუფ­ლე­ბას და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იმი­ტომ, რომ გა­და­ი­ფა­როს ბევ­რი სხვა ის კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც მათი ხე­ლით არის შექ­მნი­ლი. პირ­ველ რიგ­ში გა­და­ი­ფა­როს ის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უსინ­დი­სო­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში 80 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ამა­ყად და­ა­ბი­ჯე­ბენ და გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან იმა­ზე, რომ თურ­მე პან­დე­მია კარ­გად არის მარ­თუ­ლი“ , - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ძემ.

საბა ბუ­ა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ მისი თქმით, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"მეც ვარ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხზე ვერ ვთან­ხმდე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­თან, პირ­ველ რიგ­ში წარ­სულ­ზე, მაგ­რამ ის, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე უნდა იყოს და­ცუ­ლი, ამით სა­ა­კაშ­ვილს კი არ ვეხ­მა­რე­ბით, ამით სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბით, რომ ჩვენ ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა და­ვა­ყე­ნოთ ყვე­ლა­ზე მაღ­ლა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ფაქ­ტობ­რი­ვად დაგ­ვი­ა­ნონ­სა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და­სავ­ლუ­რი კურ­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია თუ და­სავ­ლე­თი გა­აგ­რძე­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და ღირ­სე­ბის დაც­ვას. და­სავ­ლე­თი და­სავ­ლე­თი არ იქ­ნე­ბა თუ ის არ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა ასეთ მწვა­ვე შემ­თხვე­ვებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას. როცა მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხზე, როცა ფული და მი­ლი­არ­დო­ბით ლარი სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ მათი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე გა­მო­ას­წო­რონ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ფუ­ლით, მა­შინ კარ­გია და­სავ­ლე­თი? მა­შინ ხომ კარ­გია და­სავ­ლე­თი, როცა ვი­ზი­ტებ­ში და ვო­ი­ა­ჟებ­ში და­დი­ან, სა­კუ­თარ შვი­ლებს სას­წავ­ლებ­ლად რომ უშ­ვე­ბენ მა­შინ ხომ უნ­დათ და­სავ­ლე­თი, თმის შე­საჭ­რე­ლად რომ უნ­დათ მი­ლან­ში წას­ვლა, მა­შინ ხომ კარ­გია და­სავ­ლე­თი. და­სავ­ლე­თი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა ცუდი, რო­დე­საც ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგე­ბა“ , - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
: )))) ვაი ამათ პატრონს და მოიმედეს
13

ეს ბუაძე, ჩიხლაძე, ჩალაძე, მუმლაძე ქართული პოლიტიკის დიდი მონაპოვარი და ხვალინდელი დღეა

.......
0

შემოულაწუნე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა" - საბა ბუაძე

"მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა" - საბა ბუაძე

"ეს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც შექმნილია, აწყობს ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გადაიფაროს ბევრი სხვა ის კრიზისი, რომელიც მათი ხელით არის შექმნილი" - ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ბუაძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანოს.

"მე მგონი საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მედიკოსი, რომელმაც არ თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში. გუშინ ვნახეთ, როგორ იწვალა პრეზიდენტმა, მაგრამ მაინც ირიბად მიანიშნა, რომ აუცილებელია საუკეთესო სამედიცინო პირობების შექმნა. აქედან გამომდინარე კობახიძის და ამ ადამიანების ძალიან ვიწრო ჯგუფის გარდა, რომლებიც არ არიან ამ სფეროს პროფესიონალები, აღარ დარჩა არავინ, რომ ამბობდეს საპირისპიროს. აქ საუბარი არის პოლიტიკურ ნებაზე, კობახიძისთვის მთავარი ექიმიც, მისი მთავარი მოძღვარიც, ფსიქოთერაპევტიც, ხელმძღვანელიც და მეგობარიც არის ივანიშვილი, შესაბამისად ის ელოდება არა რაიმე სამედიცინო კვალიფიციურ დასკვნას, არამედ ის ელოდება პირდაპირ ივანიშვილის მითითებას, რომელიც ამ პროცესში უშუალოდ არის ჩართული და ჩემი ვარაუდით ძალიან ზედმიწევნით აკონტროლებს სიტუაციას.

ეს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც შექმნილია, აწყობს ხელსუფლებას და "ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გადაიფაროს ბევრი სხვა ის კრიზისი, რომელიც მათი ხელით არის შექმნილი. პირველ რიგში გადაიფაროს ის, რომ "ქართული ოცნების“ უსინდისობით, ამ ქვეყანაში 80 ადამიანი იღუპება, ამაყად დააბიჯებენ და გველაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე პანდემია კარგად არის მართული“ , - განაცხადა ბუაძემ.

საბა ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, სააკაშვილი არ მოგწონდეს, მაგრამ მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია.

"მეც ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომელიც ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდები სააკაშვილთან, პირველ რიგში წარსულზე, მაგრამ ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, ამით სააკაშვილს კი არ ვეხმარებით, ამით საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავაყენოთ ყველაზე მაღლა. ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად დაგვიანონსა, რომ ამ ქვეყანაში დასავლური კურსი დასრულებულია თუ დასავლეთი გააგრძელებს ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვას. დასავლეთი დასავლეთი არ იქნება თუ ის არ გამოეხმაურება ასეთ მწვავე შემთხვევებს, ადამიანის უფლებების დარღვევას. როცა მხარდაჭერა სჭირდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ოკუპაციის საკითხზე, როცა ფული და მილიარდობით ლარი სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ ამ ადამიანების ფულით, მაშინ კარგია დასავლეთი? მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვიზიტებში და ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად რომ უშვებენ მაშინ ხომ უნდათ დასავლეთი, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა, მაშინ ხომ კარგია დასავლეთი. დასავლეთი ავტომატურად ხდება ცუდი, როდესაც ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგება“ , - განაცხადა ბუაძემ.