მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება" - ნიკა გვარამია
"სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება" - ნიკა გვარამია

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე რომ იყო, მა­შინ „იმე­დის“ ეთერ­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ გავ­რი­ლო­ვის გამო არ გა­დად­გე­ბო­და, მაგ­რამ გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ, გლ­და­ნის ცი­ხეს­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზულ რის­კებს ხე­დავს და ამას ვერ და­უშ­ვებს.

გვა­რა­მია ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დღე­ვან­დელ ბრი­ფინგს და აღ­ნიშ­ნა, რომ ის არა­ფერს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გარ­და იმი­სა, რომ „სი­სუ­ლე­ლე ეთ­ქვათ და ვალი მო­ე­ხა­დათ“, მაგ­რამ, მი­სი­ვე თქმით, ამის არა­ვის სჯე­რა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­ა­კე­თა.

"სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერთი გა­რე­მო­ე­ბა - რო­დე­საც თქვეს, რომ გვაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მარ­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით შიმ­ში­ლო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი­სო. თუ მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, თქვეს, რომ 2019-დან გვაქვს ეს გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს აბ­სურ­დია და გე­ტყვით რა­ტომ თქვეს - 2018 წელს ამ ადა­მი­ა­ნებს 40 დღის შიმ­ში­ლო­ბის თავ­ზე ამ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა პა­ტი­მა­რი, რად­გან მისი შიმ­ში­ლო­ბა ვერ მარ­თეს. ახალ­გაზ­რდა კაცი შიმ­ში­ლო­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა პოს­ტშიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდს, ამ სა­ა­ვად­მყო­ფოს კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ერთ სა­ა­ვად­მყო­ფოს აქვს და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა კონ­სი­ლი­უ­მის მსგავ­სი მი­ხედ­ვა ამ ყვე­ლა­ფერს, რად­გან ერთი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­სურ­სი ამას შე­იძ­ლე­ბა ვერ ეყოს. დღე­სა­ვით ნა­თე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა მო­უ­წევთ. ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას მიერ შექ­მნილ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთა ჯგუ­ფის შე­სა­ხებ.

"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დას­კვნა ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა და ისი­ნი იტყვი­ან, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო შე­უ­სა­ბა­მოა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ამი­ტომ უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი - ამის იმე­დი მაქვს. თუ ეს დას­კვნა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, გა­სა­გე­ბია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ადა­მი­ანს კლავს, ვინც რაც არ უნდა თქვას. ამის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლონ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებს სე­და­ტი­ურ პრე­პა­რა­ტებს, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დამ­შვი­დე­ბას. ამა­ზე არა­ვის უთ­ქვამს, რომ არ იღებს. ის მხო­ლოდ გლუ­კო­ზას და წყალს იღებს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
HIHI
0

1 DEKEMBRIDAN AM MAFIOZUR KVEKANASHI MWVANE POASPORTIS GARESHE PURSAC VEGAR IKIDIS ADAMIANI DA RAC UVARGISI SASISKI TU KALBASI IKO IMASAC VEGAR GAASAGEBEB RA GESHVELEWBA SACODAVO SAKARTVELO AM GAREWREBIS XELSHI KOVIDVAMPIRTEBIS KOVIDREJINMIS XELSHI VAI TKVEN PATRONS VINC ES KANONI SHEMOIGO UDZAGLO KVEKANAsahi katebs a akefebdnen ra geshvelewbat

guram archvadze
2

gvaramias mixedos vinmem seriozulad. 

ავტორი:

"სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება" - ნიკა გვარამია

"სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება" - ნიკა გვარამია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინ „იმედის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ გავრილოვის გამო არ გადადგებოდა, მაგრამ გაიხსენეთ, რა მოხდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, გლდანის ციხესთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს და ამას ვერ დაუშვებს.

გვარამია ასევე გამოეხმაურა პენიტენციური დაწესებულების დღევანდელ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ ის არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ „სისულელე ეთქვათ და ვალი მოეხადათ“, მაგრამ, მისივე თქმით, ამის არავის სჯერა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის გააკეთა.

"საინტერესო იყო ერთი გარემოება - როდესაც თქვეს, რომ გვაქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის და განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომი პერიოდისო. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვეს, რომ 2019-დან გვაქვს ეს გამოცდილება. ეს აბსურდია და გეტყვით რატომ თქვეს - 2018 წელს ამ ადამიანებს 40 დღის შიმშილობის თავზე ამ ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი, რადგან მისი შიმშილობა ვერ მართეს. ახალგაზრდა კაცი შიმშილობის გამო გარდაიცვალა.

რაც შეეხება პოსტშიმშილობის პერიოდს, ამ საავადმყოფოს კი არა, საქართველოში, სავარაუდოდ, არც ერთ საავადმყოფოს აქვს და საჭირო იქნება კონსილიუმის მსგავსი მიხედვა ამ ყველაფერს, რადგან ერთი საავადმყოფოს რესურსი ამას შეიძლება ვერ ეყოს. დღესავით ნათელი სიტუაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოუწევთ. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შესახებ.

"ვიმედოვნებ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დასკვნა ადეკვატური იქნება და ისინი იტყვიან, რომ საავადმყოფო შეუსაბამოა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი - ამის იმედი მაქვს. თუ ეს დასკვნა სახელმწიფოს მხრიდან გაზიარებული არ იქნება, გასაგებია, რომ სახელმწიფო ადამიანს კლავს, ვინც რაც არ უნდა თქვას. ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ. მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, რომლებიც უკავშირდება ნერვული სისტემის დამშვიდებას. ამაზე არავის უთქვამს, რომ არ იღებს. ის მხოლოდ გლუკოზას და წყალს იღებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.