სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს" - ირაკლი კობახიძე
"სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს" - ირაკლი კობახიძე

"მო­ვუ­წო­დებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, შე­წყვი­ტოს დესტრუქ­ცია, შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა და და­ას­ვე­ნოს ეს ქვე­ყა­ნა. თვი­თო­ნაც და­ის­ვე­ნებს, მგო­ნი, მი­ნი­მუმ 6 წელი, სა­დაც იჯ­დე­ბა" - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მის გამო მო­შიმ­ში­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში აგ­დებს.

"სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა-ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სხვა რა უნდა გა­ვა­კე­თოთ? რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი დავ­ნიშ­ნოთ? სა­სა­ცი­ლოა არა?! 47% ავი­ღეთ, შან­ტაჟ­ზე წა­მო­ვიდ­ნენ. 46% ავი­ღეთ, კი­დევ შან­ტაჟ­ზე მო­დი­ან. რამ­დენ­ჯერ უნდა გა­ვიმ­ყა­როთ ჩვე­ნი ლე­გი­ტი­მა­ცია, რომ შან­ტა­ჟი შე­წყვი­ტონ. მარ­ტი­ვად არის საქ­მე. ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში აყე­ნებს იგი­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში აყე­ნებ­და თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში იყო. ეს არის ერ­თა­დერ­თი კაცი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რაც არა მხო­ლოდ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, არა­მედ დღე­საც, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც შიმ­ში­ლო­ბენ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში აგ­დებს. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ა­ნი, მან უნდა შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, უნდა შე­ას­რუ­ლოს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­წო­დე­ბა. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მის მი­მართ გავ­ხდეთ შე­და­რე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი, ოღონდ ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა არა­ფე­რი, რა­ზეც ის ოც­ნე­ბობს“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბას შე­წყვეტს, სა­ერ­თოდ არ დას­ჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა, გარ­და იმი­სა, რომ მან დო­ზი­რე­ბუ­ლად უნდა მი­ი­ღოს საკ­ვე­ბი.

"ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, არა­ვი­თა­რი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვა არა­ვის სჭირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ერ­თა­დერ­თი კლი­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც აქვს მო­შიმ­ში­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, სწო­რედ გლ­და­ნის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა ხე­დავს, რომ ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბე­ბი ფარ­სია.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, მარ­ტი­ვად მო­გა­ტყუ­ოს და გე­უბ­ნე­ბა, იმის გამო არ წყვეტს შიმ­ში­ლო­ბას, რომ შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბაო, ეს ისე­თი აბ­სურ­დის თე­ატ­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებს და ხვდე­ბა. ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ისი­ნი იმ მხარ­დამ­ჭე­რებ­საც კარ­გა­ვენ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მა­ნამ­დე ჰყავ­დათ“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა არ აქვს და ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბით მუხტსაც ვერ შექ­მნის.

"პო­ლი­ტი­კა­ში წარ­მა­ტე­ბას - სა­არ­ჩევ­ნო წარ­მა­ტე­ბა­საც და ქუ­ჩა­ში წარ­მა­ტე­ბა­საც, სჭირ­დე­ბა ერთი და იგი­ვე რამ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დით, რომ მათ არ აქვთ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და ამას თვი­თო­ნაც ხე­და­ვენ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არ არის მუხ­ტი ქუ­ჩა­ში. რო­გორც არ ჰქონ­დათ მუხ­ტი არ­ჩევ­ნებ­ზე, ასე­ვე არ აქვთ მუხ­ტი ქუ­ჩა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­დი­ან ისი­ნი რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებ­ზე. მათ და პირ­ველ რიგ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ვუ­წო­დებ, რო­მე­ლიც კვი­რა­ზე მე­ტია არ ას­რუ­ლებს სტრას­ბურ­გის მო­წო­დე­ბას, - შე­წყვი­ტოს დესტრუქ­ცია, შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა და და­ას­ვე­ნოს ეს ქვე­ყა­ნა. თვი­თო­ნაც და­ის­ვე­ნებს მგო­ნი მი­ნი­მუმ 6 წელი, სა­დაც იჯ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებს, რომ ქვეყ­ნის კურ­სი იც­ვლე­ბა, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ეს სპე­კუ­ლა­ცი­აა.

"ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ლი­დე­რე­ბიც არა მარ­ტო ლან­ძღავ­დნენ კონ­კრე­ტულ დიპ­ლო­მა­ტებს და პო­ლი­ტი­კო­სებს, ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, არა­მედ, ინ­სტი­ტუ­ტებ­საც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით. თქვენ გახ­სოვთ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­ლი­ას, გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი და ა.შ. რო­დე­საც ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ გა­მო­გო­ნი­ლი კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე, ეს არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია და მო­ვუ­წო­დებ მათ, რომ ასე­თი სპე­კუ­ლა­ცია შე­წყვი­ტონ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზულ რის­კებს ხე­დავს.

"კი­დევ ერთხელ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვხე­დავთ უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზულ რის­კებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯე­რა, რომ უწყე­ბე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ასე­თი ტი­პის გეგ­მე­ბი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბა, რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლი დი­ლე­მაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, ჩვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ ვი­ღებთ. თან, არ არ­სე­ბობს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­უ­ბა­რია რის­კებ­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბას. დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ რა რის­კე­ბია, მო­ი­ტა­ცე­ბენ თუ არ მო­ი­ტა­ცე­ბენ, მე მგო­ნია ვერ მო­ი­ტა­ცე­ბენ, მაგ­რამ მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­ექ­მნას. მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ახი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნაა, ამას ვერ და­ვუშ­ვებთ. ყვე­ლა­ფე­რი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­ში. მას შე­უძ­ლია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­წო­დე­ბა შე­ას­რუ­ლოს, შე­წყვეტს ის შიმ­ში­ლო­ბას და შე­წყვეტს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­აც. მაგ­რამ არ აკე­თებს ამას იმის გამო, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თან არის ღი­რე­ბუ­ლე­ბით კონ­ფლიქ­ტში და ზო­გა­დად ყვე­ლა­ფერ­თან, რაც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნილ ექ­სპერტთა ჯგუფს.

"თქვენ იცით ზო­გა­დად რო­გო­რია ჩვე­ნი ნდო­ბის ხა­რის­ხი ლომ­ჯა­რი­ას მი­მართ და ნდო­ბას რომ არ იმ­სა­ხუ­რებს ეს გა­მომ­ჟღავ­ნდა იმ შე­მად­გენ­ლო­ბი­თაც, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა. ყვე­ლა ხე­დავთ, რომ ამ ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი არის პო­ლი­ტი­კუ­რად უკი­დუ­რე­სად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, რაც დას­ტურ­დე­ბა მათი არა­ერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი ამ ნა­ბი­ჯის უკან ძა­ლი­ან ნათ­ლად იკი­თხე­ბა, ეს არის კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც ნინო ლომ­ჯა­რია დგამს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
4

სიმართლე მდგომარეობს შემდეგში: სააკაშვილი (სააკიანი) დღეს რომ ცოცხალია - ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა!

ამას ნაცები ვერ და არ გაიგებენ ერთი მარტივი მიზეზით - არ აწყობთ იმის აღიარება, რომ პატიმარი ციხეში შესახლებიდან (როგორც მე-12, ისევე მე-18 დაწესებულებაში) მკაცრ სამედიცინო კონტროლზეა აყვანილი და სამედიცინო პერსონალი არაფერს არ აკლებს!

წინა ხელისუფლების დროს ანალოგიურ სიტუაციაში პატიმარი „თვითმკვლელობით“ დაასრულებდა საკუთარ სიცოცხლეს!

ბედნიერი ერი
10

გაცელდი ბიწო ელთი, იკაკუნა დღეს რძე დალიე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს" - ირაკლი კობახიძე

"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მის გამო მოშიმშილე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

"სათანადო მოპყრობა და მკურნალობა-ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სხვა რა უნდა გავაკეთოთ? რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ? სასაცილოა არა?! 47% ავიღეთ, შანტაჟზე წამოვიდნენ. 46% ავიღეთ, კიდევ შანტაჟზე მოდიან. რამდენჯერ უნდა გავიმყაროთ ჩვენი ლეგიტიმაცია, რომ შანტაჟი შეწყვიტონ. მარტივად არის საქმე. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს იგივე ადამიანი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეში აყენებდა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო. ეს არის ერთადერთი კაცი - მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც არა მხოლოდ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხდებოდა, არამედ დღესაც, როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შიმშილობენ. მიხეილ სააკაშვილი თითოეული მათგანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ეს არის სამარცხვინო ადამიანი, მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ლოიალურობაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, საერთოდ არ დასჭირდება არანაირი მკურნალობა, გარდა იმისა, რომ მან დოზირებულად უნდა მიიღოს საკვები.

"ყველამ კარგად იცის, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, არავითარი მაღალტექნოლოგიური ჩარევა არავის სჭირდება. გარდა ამისა, ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელსაც აქვს მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ყველა ხედავს, რომ ოპოზიციის განცხადებები ფარსია.

"როდესაც ადამიანი ცდილობს, მარტივად მოგატყუოს და გეუბნება, იმის გამო არ წყვეტს შიმშილობას, რომ შიმშილობის შემდეგ მკურნალობა სჭირდებაო, ეს ისეთი აბსურდის თეატრია, საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და ხვდება. ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი იმ მხარდამჭერებსაც კარგავენ, რომელიც შეიძლება მანამდე ჰყავდათ“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ქუჩაში აქციებით მუხტსაც ვერ შექმნის.

"პოლიტიკაში წარმატებას - საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, - შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ქვეყნის კურსი იცვლება, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა.

"ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერებიც არა მარტო ლანძღავდნენ კონკრეტულ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ, ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის, მელიას, გვარამიას განცხადებები და ა.შ. როდესაც ისინი საუბრობენ გამოგონილი კურსის ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ ასეთი სპეკულაცია შეწყვიტონ“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს.

"კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ დავუშვებთ. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შეასრულოს, შეწყვეტს ის შიმშილობას და შეწყვეტს ელენე ხოშტარიაც. მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან არის ღირებულებით კონფლიქტში და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს.

"თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრი არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი არაერთი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, - განაცხადა კობახიძემ.