საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნობელის პრემიის ლაურეატ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა წერია წიგნში, რომლის გამოც მას "თურქების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს
ნობელის პრემიის ლაურეატ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა წერია წიგნში, რომლის გამოც მას "თურქების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს

ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თურ­ქი მწერ­ლის, ორ­ჰან ფა­მუ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. იძი­ე­ბენ მის ახალ რო­მან­ში, სა­ხე­ლად - Nights of Plague, თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის და­მა­არ­სებ­ლის, მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და თურ­ქე­თის დრო­შის და­ცინ­ვის ფაქ­ტებს.

წიგ­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი სა­ჩი­ვა­რი კი უკვე აპ­რილ­ში და­ი­წე­რა და ის შე­ე­ხე­ბო­და რო­მან­ში მო­თხრო­ბილ გა­მო­გო­ნილ ამ­ბავს, რო­მე­ლიც ოტო­მან­თა გა­მო­გო­ნილ კუნ­ძულ­ზე 1900-იანი წლებ­ში ვი­თარ­დე­ბა და შავი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

სა­ჩივ­რის ავ­ტო­რი ად­ვო­კა­ტი ტარ­კან ულუ­ქი იყო, რო­მელ­მაც მწე­რა­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა "სი­ძულ­ვი­ლი­სა და მტრო­ბის“ გაღ­ვი­ვე­ბა­ში. ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბით, ფა­მუ­ქი "მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფი­თა" და ნა­წარ­მო­ებ­ში "თურ­ქე­თის დრო­შის და­ცინ­ვით" სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს. იმ­ჟა­მად სტამ­ბო­ლის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, საქ­მე და­ე­ხუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, მაგ­რამ ტარ­კან ულუკ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყო.

კა­ნო­ნი 5816, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიზ­ნად ისა­ხავს და­იც­ვას "ათა­თურ­ქის ხსოვ­ნა“ თურ­ქე­თის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან. თუკი სა­სა­მარ­თლო მწე­რალს ბრალს და­უმ­ტკი­ცებს, მას სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ორ­ჰან ფა­მუ­ქი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს. "წიგნ­ზე ხუთი წელი ვმუ­შა­ობ­დი და იქ არ არის არა­ვი­თა­რი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გმი­რი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ან თვით ათა­თურ­ქის მი­მართ. რო­მა­ნი და­წე­რი­ლია აღ­ტა­ცე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით ამ ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლი და გმი­რი ლი­დე­რე­ბი­სად­მი“, - აცხა­დებს მწე­რა­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფა­მუ­ქი მა­ნამ­დე სამ­შობ­ლო­დან დევ­ნი­ლი იყო "თურ­ქო­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის“ გამო. ყო­ვე­ლი­ვე კი უკავ­შირ­დე­ბო­და იმას, რომ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში 1915 წლის მოვ­ლე­ნებ­ზე და ქურ­თე­ბი­სა და სომ­ხე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ბრალ­დე­ბა მწე­რალს 2006 წელს მო­ეხ­სნა და ამა­ვე წელს მან მი­ი­ღო ნო­ბე­ლის პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიად მართალი
1

ჩვენთან კიდევ თამარ მეფის სურათს პრეზერვატივზე ახატებენ. რა მორალურ ფსკერზე ვიმყოფებით.

$$
1

თურქებმა მარტო ათათურქის შეურაცხყოფა დაინახეს?და თურქი ქალბატონების არა?დახურული კარიდან მამაკაცის საღილეზე ყურების ცინიკურად აღწერილი სცენა პატივსა სდებს თურქ ქალბატონებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ნობელის პრემიის ლაურეატ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა წერია წიგნში, რომლის გამოც მას "თურქების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს

ნობელის პრემიის ლაურეატ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა წერია წიგნში, რომლის გამოც მას "თურქების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს

ნობელის პრემიის ლაურეატი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. იძიებენ მის ახალ რომანში, სახელად - Nights of Plague, თანამედროვე თურქეთის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის შეურაცხყოფისა და თურქეთის დროშის დაცინვის ფაქტებს.

წიგნი მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა. პირველი საჩივარი კი უკვე აპრილში დაიწერა და ის შეეხებოდა რომანში მოთხრობილ გამოგონილ ამბავს, რომელიც ოტომანთა გამოგონილ კუნძულზე 1900-იანი წლებში ვითარდება და შავი ჭირის გავრცელების შესახებ გვიამბობს.

საჩივრის ავტორი ადვოკატი ტარკან ულუქი იყო, რომელმაც მწერალი დაადანაშაულა "სიძულვილისა და მტრობის“ გაღვივებაში. ბრალდების მხარის მტკიცებით, ფამუქი "მუსტაფა ქემალ ათათურქის შეურაცხყოფითა" და ნაწარმოებში "თურქეთის დროშის დაცინვით" სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს. იმჟამად სტამბოლის სასამართლომ გადაწყვიტა, საქმე დაეხურა მტკიცებულებების არარსებობის გამო, მაგრამ ტარკან ულუკმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა გამოძიება თავიდან დაიწყო.

კანონი 5816, რომლის მიხედვითაც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, მიზნად ისახავს დაიცვას "ათათურქის ხსოვნა“ თურქეთის ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფისგან. თუკი სასამართლო მწერალს ბრალს დაუმტკიცებს, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ორჰან ფამუქი ბრალდებებს უარყოფს. "წიგნზე ხუთი წელი ვმუშაობდი და იქ არ არის არავითარი უპატივცემულობა სახელმწიფოს გმირი დამფუძნებლების ან თვით ათათურქის მიმართ. რომანი დაწერილია აღტაცებითა და პატივისცემით ამ ლიბერტარიანელი და გმირი ლიდერებისადმი“, - აცხადებს მწერალი.

აღსანიშნავია, რომ ფამუქი მანამდე სამშობლოდან დევნილი იყო "თურქობის შეურაცხყოფის“ გამო. ყოველივე კი უკავშირდებოდა იმას, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში 1915 წლის მოვლენებზე და ქურთებისა და სომხების მკვლელობების შესახებ ისაუბრა. ბრალდება მწერალს 2006 წელს მოეხსნა და ამავე წელს მან მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.

წყარო