პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება - რომელ ნომერ სამარშუტო ტაქსებს ეხება ცვლილება
20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება - რომელ ნომერ სამარშუტო ტაქსებს ეხება ცვლილება

20 ნო­ემ­ბრი­დან მგზავ­რებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ახა­ლი მარ­შრუ­ტე­ბი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

"ახა­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ემა­ტე­ბა იმ უბ­ნებს, იმ ქუ­ჩებს, იმ რა­ი­ო­ნებს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. ეს არის N421, N441, N443, N446 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი. ესე­ნია- მეტ­რო­სად­გურ "გუ­რა­მიშ­ვი­ლი­დან“ ზღვი­სუ­ბან­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი, სო­ფე­ლი დიღ­მის შიდა ქუ­ჩე­ბის, ასე­ვე, სო­ფელ თე­ლო­ვან­თან და დიდ­გორ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მარ­შრუ­ტე­ბი.

ასე­ვე, რო­გორც გუ­შინ ვთქვი, ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ინ­გუ­შე­თი­სა და მა­ი­სუ­რა­ძის ქუ­ჩებ­ზე ინიშ­ნე­ბა მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც ამ ქუ­ჩებს მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატრთან“ და­ა­კავ­ში­რებს. გარ­და ამი­სა, მარ­შრუ­ტე­ბი N454 და N494 ჩა­ა­ნაც­ვლებს აქამ­დე არ­სე­ბულს N54 და N104 მარ­შრუ­ტებს. ყვე­ლა მარ­შრუტ­ზე იმოძ­რა­ვებს ახა­ლი, ლურ­ჯი ფე­რის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი. წლის ბო­ლომ­დე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა მოხ­სნი­ლი. არ­ცერ­თი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი არ იმოძ­რა­ვებს ქა­ლაქ­ში. გარ­და ამი­სა, ჩვენ შე­მოგ­ვაქვს სა­ა­ბო­ნე­მენ­ტო სის­ტე­მა, ასე­ვე, ამოქ­მედ­დე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

N421 მარ­შრუ­ტი მეტ­რო­სად­გურ "გუ­რა­მიშ­ვი­ლი­დან“ ურე­კის ქუ­ჩის გავ­ლით, ზღვი­სუბ­ნის XI-III-IV მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

N441 მარ­შრუ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა სო­ფე­ლი დიღ­მის ცენ­ტრი­დან ამა­ვე სო­ფელ­ში, რუს­თა­ვე­ლის, ყაზ­ბე­გი­სა და ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

N443 მარ­შრუ­ტი სო­ფე­ლი დიღ­მის ცენ­ტრი­დან მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სო­ფელ დიდ­გორ­სა და სო­ფელ თე­ლო­ვანს.

N446 მარ­შრუ­ტი მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი­დან“ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას ქუ­ჩე­ბის გავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა მა­ი­სუ­რა­ძი­სა და ინ­გუ­შე­თის ქუ­ჩე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

N454 მარ­შრუ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ვარ­კე­თი­ლის III ა მიკ­რო­რა­ი­ონს მეტ­რო­სად­გურ "ვარ­კე­თი­ლამ­დე“ და ჩა­ა­ნაც­ვლებს მარ­შრუტს - N54.

N494 მარ­შრუ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ში ვარ­დი­სუბ­ნის ქუ­ჩას მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რამ­დე“, ამავდრო­უ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლებს მარ­შრუტს - N104.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციური
0

რა აზრი აქვს ფერს, 104

ჩაანავლა 494 მა. არ ადის ბოლომდე და ნახევარი გზუს გავლა ფეხით გვიწევს. უფრთხილდებიან მერიის საკუთრებას. ჩვენ რა ვქნათ ხალხმა. 

მარიამი
0

იქნებ მოსკოვის გამზირიც გაითვალისწინოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება - რომელ ნომერ სამარშუტო ტაქსებს ეხება ცვლილება

20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება - რომელ ნომერ სამარშუტო ტაქსებს ეხება ცვლილება

20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

"ახალი მარშრუტები ემატება იმ უბნებს, იმ ქუჩებს, იმ რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს არის N421, N441, N443, N446 მიკროავტობუსების მარშრუტები. ესენია- მეტროსადგურ "გურამიშვილიდან“ ზღვისუბანთან დამაკავშირებელი, სოფელი დიღმის შიდა ქუჩების, ასევე, სოფელ თელოვანთან და დიდგორთან დამაკავშირებელი მარშრუტები.

ასევე, როგორც გუშინ ვთქვი, ახლად რეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩებზე ინიშნება მარშრუტი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, მარშრუტები N454 და N494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულს N54 და N104 მარშრუტებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი, ლურჯი ფერის მიკროავტობუსები. წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პრობლემა იქნება მოხსნილი. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს ქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, ასევე, ამოქმედდება ინტეგრირებული ტარიფი, რომელიც მიკროავტობუსებზეც გავრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

N421 მარშრუტი მეტროსადგურ "გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებს მოემსახურება.

N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.

N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.

N446 მარშრუტი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.

N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ "ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს - N54.

N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს - N104.