უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა.
"უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას.
ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი "ფეისბუქში.“
ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ის მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა.
ჩანს უკრაინაში პრობლემები მოგვარებული აქვს და გადაწყვიტა ქართველებს დაეხმაროს. )))
უკრაინის სახალხო დამცველის ვოიაჟიც იყო პოლიტიკური მდგენელით განპირობებული. მან უნდა იცოდეს, რომ ყველა ქვეყანა მათ შორის უკრაინაც საზღვარგარეთ თავის მოქალაქეთა მათ შორის დაპატიმრებულთა უფლებრივ მდგომარეობას აკვირდებიან დიპლომატიური კორპუსის , კონსულთა მეშვეობით. ასე რომ ქალბატონი ლუდმილა საკუთარ საელჩოში უნდა მიბრძანებულიყო და იქ მიეღო მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი და უსაფუძვლო,მის ვარაუდზე დაფუძნებული პოლიტიკური გზავნილები მისი ფავორიტი სააკაშვილის უფლებათა შესაძლო დარღვევათა თაობაზე არ ეფრიალებინა. თან ვურჩევ წაიკითხოს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები და ეცადოს არ გასცდეს საკუთარივე ქვეყნის კანონმდებლობას.