პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე.... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღმებთ ჩემს წარმატებაზე" - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს
"2  წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი,  როგორიც თუნდაც შენ მნახე.... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღმებთ ჩემს წარმატებაზე" - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს

9 ნო­ემ­ბერს 82 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გელა ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა პა­ტივს სცემ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დიდ დროს ატა­რებ­და ირაკ­ლის ქა­ლიშ­ვილ­თან - ნანა ჩარ­კვი­ან­თან. წლე­ბის წინ, რო­დე­საც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად წა­ვი­და, თან წა­იყ­ვა­ნა პა­ტა­რა ნანა, გო­გო­ნა, რო­მელ­თა­ნაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

გელა ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნანა ჩარ­კვი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი სა­ი­ტის მი­სა­მარ­თიგა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბა­ბუ­ას ვრცელ წე­რილს სწერს და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე გვიყ­ვე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­ი­ა­რეს...

"გა­გი­მარ­ჯოს გელა,

ბევ­რი წე­რის გამო, შუა თი­თის შიგ­ნი­თა ნა­წი­ლი გე­ბურ­ცე­ბო­და ხოლ­მე. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა, მი­თხა­რი, ეს მშრო­მე­ლი კა­ცის ხე­ლი­აო. მახ­სოვს, რო­გორ მო­მი­ტა­ნე კონ­კი­ას ვარ­დის­ფე­რი ნა­თუ­რე­ბი­ა­ნი ჩე­მო­და­ნი და რო­გორ მეხ­მა­რე­ბო­დი ამ ჩე­მოდ­ნის ჯერ აე­რო­პორ­ტში და მერე "ბე­ი­ქერ სთრით­ზე“ ტა­რე­ბა­ში.

ადაპ­ტი­რე­ბულ ბიბ­ლი­ას წამ­ზო­მით რომ მა­ბეჭ­დი­ნებ­დი? - რამ­დენს ვწუ­წუ­ნებ­დი, მაგ­რამ სულ და­უ­ზა­რებ­ლად მიხ­სნი­დი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ დრო­ში გა­მო­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა სწრა­ფი ბეჭ­ვდის ტექ­ნი­კა. გა­მოც­დებს რომ მი­ტა­რებ­დი, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ბა­რე­ბი­სას ყო­ველ­თვის მა­ჯილ­დო­ვებ­დი.

დი­ლით კი­დევ 40 წელი ერთი და იგი­ვეს ჭამ­დი. რამ­დენ­ჯე­რაც ვე­ცა­დე, რომ რამე ახა­ლი შე­მო­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ან მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა რამ­დე­ნად უფრო მარ­ტი­ვია ფა­ფის მიკ­რო­ტალ­ღურ­ში მომ­ზა­დე­ბა, მა­ინც ფა­ფის ქვაბ­ში მო­ხარ­შვას ამ­ჯო­ბი­ნებ­დი, უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­უზ­მის­თვის შრო­მაო. ამით ჯან­სა­ღი რუ­ტი­ნის ფასი მას­წავ­ლე.

ნა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე მისი და­ბა­დე­ბის დღე დიდ ზე­ი­მად აქ­ციე. ყვე­ლას ჩვენ-ჩვენ საქ­მეს გვა­ვა­ლებ­დი, რომ ნა­ნას­თვის იდე­ა­ლუ­რი დღე მოგ­ვე­წყო.

სა­დილს ერთ ჭიქა თეთ­რს და ერთ ჭიქა წი­თელს ატან­დი. ღამე თუ გა­გეღ­ვი­ძე­ბო­და და ნა­ხავ­დი, რომ მეც მეღ­ვი­ძა შე­მო­მივ­ლი­დი და მე­ტყო­დი "Early bird catches the worm“ და გაბ­რუნ­დე­ბო­დი სა­ძი­ნე­ბელ­ში.

ეს ის მხა­რე­ე­ე­ბია, რო­მე­ლიც ბევ­რმა არ იცის შენ­ზე, ის მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც იმ ჰი­პე­რინ­ტე­ლექ­ტუ­ალ, და­უ­ღა­ლავ, მი­ზან­მი­მარ­თულ და ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს - გელა ჩარ­კვი­ანს ჩემ ბა­ბუ­ად ხდის. ჩემ ბე­დი­ა­ნო­ბა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, მაგ­რამ მე და შენ ბედ­ზე ბევ­რად მეტი გვა­კავ­ში­რებ­და. ისე მოხ­და, რომ ჩემი და შენი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰგავ­და არ­ცერთ სხვას.

მე და შენ თით­ქმის ყო­ველ­დღე ვმე­სი­ჯობ­დით. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და ბევ­რი დრო და­ვუთ­მეთ შენ­თვის მე­სი­ჯო­ბის სწავ­ლას. მე­უბ­ნე­ბო­დი, "ამა­ში ნამ­დვი­ლად მჯობ­ნი, თაგ­ვო“, მაგ დროს ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის ეს. შენი ყო­ვე­ლი "whats up my little mouse?“ მა­ხა­რებ­და. ყო­ვე­ლი მო­ნა­წე­რი კი, უფრო და უფრო გვა­ახ­ლო­ვებ­და.

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გიხ­სნებს, რო­გორც მათ გან­მა­ნათ­ლე­ბელს. რა მა­გა­რია, რომ რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი დარ­ჩი ამ­დენ ადა­მი­ანს. მაგ­რამ რა ვქნა და არ შე­მიძ­ლია, რომ გულ­ში არ ჩა­ვი­ცი­ნო. ჩემ­თვის ხომ სულ სხვა დო­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყა­ვი?! ყვე­ლა­ზე მეტი მე და­მი­ტო­ვე. ამ­დე­ნი ბლოკ­ნო­ტი სავ­სე ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ცოდ­ნით, რო­მე­ლიც ჰქმნის ჩემი ცნო­ბი­ე­რის და ქვეც­ნო­ბი­ე­რის ძი­რი­თად ნა­წილს და ამ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა შენი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან, რო­მე­ლიც ბევ­რად მე­ტის მომ­ცვე­ლია ვიდ­რე უმე­ტე­სი წიგ­ნი.

მახ­სოვს, რო­გორ გა­გი­ხარ­და, რომ ფი­ლო­სო­ფი­ით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და რო­გორ გა­გიკ­ვირ­და, შენი ცნო­ბი­ლი სა­ლა­თის გა­კე­თე­ბი­სას, რო­გორ მო­გი­ყე­ვი ვიდ­გენშტე­ი­ნის თე­ზი­სებ­ზე. სა­დილ­ზე თუ უბ­რა­ლოდ დიდ ოთახ­ში ჯდო­მი­სას ბევ­რჯერ გვი­ლა­პა­რა­კია ქა­ლის როლ­ზე ოჯახ­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სფე­რო­ში და ზო­გა­დად კა­ცობ­რი­ო­ბა­ში. ძა­ლი­ან სუფთდ მაქვს ჩა­ბეჭ­დი­ლი, თუ რო­გო­რი ქალი და ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნი გინ­დო­და გავმხდა­რი­ყა­ვი. მად­ლო­ბა.

შენ ჩემი მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი ხარ. სტო­ი­ციზ­მის, შრო­მის და სიღ­რმის უმაღ­ლე­სი მა­გა­ლი­თი. მარ­კუს ავ­რე­ლი­უს ჰყავ­და შვი­ლი, კო­მო­დუ­სი, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბის მხო­ლოდ მარ­კუსს სჯე­რო­და და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ თა­ვი­სი დი­ა­დი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მის­თვის გა­და­ე­ცა. რო­გორც ვი­ცით, კო­მო­დუს­მა ვერ გა­ა­მარ­თლა იმ­პე­რა­ტო­რი მა­მის გეგ­მე­ბი და რო­მის ოქ­როს ხა­ნას ბოლო მო­უ­ღო. უნდა მო­ა­ხერ­ხო, რომ მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ამ­ხე­ლა სტან­დარ­ტი, და­უ­ზა­რე­ბე­ლი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა წყალ­ში ჩა­ყა­რო. შენ კი ხარ ჩემი მარ­კუ­სი, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ კო­მო­დუსო­ბას. გპირ­დე­ბი, რომ არ ჩა­ვახ­შობ ჩვენ ოქ­როს ხა­ნას და ყვე­ლა­ფე­რი, რაც თა­ო­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე გად­მო­მე­ცით, გა­დავ­ცემ ჩემ შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს.

ჩემი წინ სვლა ახლა იწყე­ბა და ვწუხ­ვარ, რომ აქ არ იქ­ნე­ბი, რომ მო­გი­მე­სი­ჯო ჩემი ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა. მე კი პირ­ვე­ლად არ მაქვს ეს გრძნო­ბა, რომ გა­მო­მაკ­ლდა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­დე­ბო­და ჩემი წინ სვლა.

ორი წლი­დან გან­ვიც­დი, რომ ვერ მნა­ხა ირაკ­ლიმ, ისე­თი რო­გო­რიც თუნ­დაც შენ მნა­ხე. მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ რომ ის სულ ჩემ­თან იყო და დღემ­დე მა­დევ­ნებს თვალს. ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერ­თად გა­იღ­მებთ ჩემ წარ­მა­ტე­ბა­ზე.

სე­ნე­კას თა­ნახ­მად, რო­გორც ცე­ცხლი ცდის ოქ­როს, უბე­დუ­რე­ბა ცდის ძლი­ერ ადა­მი­ანს. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული შენი წას­ვლით, მაგ­რამ სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად უნდა გა­დავ­დო სენ­ტი­მენ­ტე­ბი გვერ­დზე, რად­გან ვიცი, რომ შენ და ირაკ­ლის ასე გენ­დო­მე­ბო­დათ. უკვე საქ­მე მე­ძა­ხის და გპირ­დე­ბით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ია­მა­ყებთ... სხვა რა დამ­რჩე­ნია.

თქვენ იცით, აბა, ბევ­რი ღვი­ნო არ მო­გი­ვი­დეთ. მიყ­ვარ­ხართ თქვე­ნი პა­ტა­რა ნანა..."“

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

შენ ისეთი ბაბუა გყავდა ,რომ აუცილებლად წარმატებული იქნები❤️❤️❤️

მაია
0

😞❤️❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"2 წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე.... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღმებთ ჩემს წარმატებაზე" - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს

"2  წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი,  როგორიც თუნდაც შენ მნახე.... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღმებთ ჩემს წარმატებაზე" - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს

9 ნოემბერს 82 წლის ასაკში ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ადამიანი, რომელსაც მთელი ქვეყანა პატივს სცემდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ დიდ დროს ატარებდა ირაკლის ქალიშვილთან - ნანა ჩარკვიანთან. წლების წინ, როდესაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად წავიდა, თან წაიყვანა პატარა ნანა, გოგონა, რომელთანაც გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა.

გელა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ნანა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში თავისი საიტის მისამართი გამოაქვეყნა, სადაც ბაბუას ვრცელ წერილს სწერს და იმ ყველაფერზე გვიყვება, რაც წლების განმავლობაში ერთად გაიარეს...

"გაგიმარჯოს გელა,

ბევრი წერის გამო, შუა თითის შიგნითა ნაწილი გებურცებოდა ხოლმე. მახსოვს, პირველად რომ გავამახვილე ყურადღება, მითხარი, ეს მშრომელი კაცის ხელიაო. მახსოვს, როგორ მომიტანე კონკიას ვარდისფერი ნათურებიანი ჩემოდანი და როგორ მეხმარებოდი ამ ჩემოდნის ჯერ აეროპორტში და მერე "ბეიქერ სთრითზე“ ტარებაში.

ადაპტირებულ ბიბლიას წამზომით რომ მაბეჭდინებდი? - რამდენს ვწუწუნებდი, მაგრამ სულ დაუზარებლად მიხსნიდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დროში გამომემუშავებინა სწრაფი ბეჭვდის ტექნიკა. გამოცდებს რომ მიტარებდი, წარმატებულად ჩაბარებისას ყოველთვის მაჯილდოვებდი.

დილით კიდევ 40 წელი ერთი და იგივეს ჭამდი. რამდენჯერაც ვეცადე, რომ რამე ახალი შემომეთავაზებინა ან მეჩვენებინა რამდენად უფრო მარტივია ფაფის მიკროტალღურში მომზადება, მაინც ფაფის ქვაბში მოხარშვას ამჯობინებდი, უფრო სასიამოვნოა საუზმისთვის შრომაო. ამით ჯანსაღი რუტინის ფასი მასწავლე.

ნანას გარდაცვალების მერე მისი დაბადების დღე დიდ ზეიმად აქციე. ყველას ჩვენ-ჩვენ საქმეს გვავალებდი, რომ ნანასთვის იდეალური დღე მოგვეწყო.

სადილს ერთ ჭიქა თეთრს და ერთ ჭიქა წითელს ატანდი. ღამე თუ გაგეღვიძებოდა და ნახავდი, რომ მეც მეღვიძა შემომივლიდი და მეტყოდი "Early bird catches the worm“ და გაბრუნდებოდი საძინებელში.

ეს ის მხარეეებია, რომელიც ბევრმა არ იცის შენზე, ის მხარეები, რომელიც იმ ჰიპერინტელექტუალ, დაუღალავ, მიზანმიმართულ და ხელოვან ადამიანს - გელა ჩარკვიანს ჩემ ბაბუად ხდის. ჩემ ბედიანობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. ისე მოხდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა არ ჰგავდა არცერთ სხვას.

მე და შენ თითქმის ყოველდღე ვმესიჯობდით. არ მოვიტყუები და ბევრი დრო დავუთმეთ შენთვის მესიჯობის სწავლას. მეუბნებოდი, "ამაში ნამდვილად მჯობნი, თაგვო“, მაგ დროს ვერ ვიფიქრებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ეს. შენი ყოველი "whats up my little mouse?“ მახარებდა. ყოველი მონაწერი კი, უფრო და უფრო გვაახლოვებდა.

რამდენი ადამიანი გიხსნებს, როგორც მათ განმანათლებელს. რა მაგარია, რომ როგორც მასწავლებელი დარჩი ამდენ ადამიანს. მაგრამ რა ვქნა და არ შემიძლია, რომ გულში არ ჩავიცინო. ჩემთვის ხომ სულ სხვა დონის მასწავლებელი იყავი?! ყველაზე მეტი მე დამიტოვე. ამდენი ბლოკნოტი სავსე ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ჰქმნის ჩემი ცნობიერის და ქვეცნობიერის ძირითად ნაწილს და ამდენი მოგონება შენი ყოველდღიურობიდან, რომელიც ბევრად მეტის მომცველია ვიდრე უმეტესი წიგნი.

მახსოვს, როგორ გაგიხარდა, რომ ფილოსოფიით ვიყავი გატაცებული და როგორ გაგიკვირდა, შენი ცნობილი სალათის გაკეთებისას, როგორ მოგიყევი ვიდგენშტეინის თეზისებზე. სადილზე თუ უბრალოდ დიდ ოთახში ჯდომისას ბევრჯერ გვილაპარაკია ქალის როლზე ოჯახში, ინტელექტუალურ სფეროში და ზოგადად კაცობრიობაში. ძალიან სუფთდ მაქვს ჩაბეჭდილი, თუ როგორი ქალი და ზოგადად ადამიანი გინდოდა გავმხდარიყავი. მადლობა.

შენ ჩემი მარკუს ავრელიუსი ხარ. სტოიციზმის, შრომის და სიღრმის უმაღლესი მაგალითი. მარკუს ავრელიუს ჰყავდა შვილი, კომოდუსი, რომლის წარმატების მხოლოდ მარკუსს სჯეროდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი დიადი ცოდნა და გამოცდილება მისთვის გადაეცა. როგორც ვიცით, კომოდუსმა ვერ გაამართლა იმპერატორი მამის გეგმები და რომის ოქროს ხანას ბოლო მოუღო. უნდა მოახერხო, რომ მარკუს ავრელიუსის ამხელა სტანდარტი, დაუზარებელი შრომა და მონდომება წყალში ჩაყარო. შენ კი ხარ ჩემი მარკუსი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ კომოდუსობას. გპირდები, რომ არ ჩავახშობ ჩვენ ოქროს ხანას და ყველაფერი, რაც თაობების განმავლობაში მე გადმომეცით, გადავცემ ჩემ შვილებსა და შვილიშვილებს.

ჩემი წინ სვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები, რომ მოგიმესიჯო ჩემი ყოველი წარმატება. მე კი პირველად არ მაქვს ეს გრძნობა, რომ გამომაკლდა ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩემი წინ სვლა.

ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ, ისეთი როგორიც თუნდაც შენ მნახე. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დარწმუნებული ვიყავი და ვარ რომ ის სულ ჩემთან იყო და დღემდე მადევნებს თვალს. ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღმებთ ჩემ წარმატებაზე.

სენეკას თანახმად, როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით, მაგრამ სირთულის მიუხედავად უნდა გადავდო სენტიმენტები გვერდზე, რადგან ვიცი, რომ შენ და ირაკლის ასე გენდომებოდათ. უკვე საქმე მეძახის და გპირდებით, რომ აუცილებლად იამაყებთ... სხვა რა დამრჩენია.

თქვენ იცით, აბა, ბევრი ღვინო არ მოგივიდეთ. მიყვარხართ თქვენი პატარა ნანა..."“