მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ყველაზე მეტად გვტკივა, პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციებია... ასე გაგრძელება შეუძლებელია" - თენგიზ ცერცვაძე
"რაც ყველაზე მეტად გვტკივა, პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციებია... ასე გაგრძელება შეუძლებელია" - თენგიზ ცერცვაძე

ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ აქ­ცი­ებს ჰქონ­დეს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი,- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია და ახლო მო­მა­ვალ­ში მისი სა­სი­კე­თოდ გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბი არ ჩანს, რად­გან ყვე­ლა ის ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხე­ზეა.

"პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოც­ვა. სრუ­ლი­ად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ მე­ო­თხე­დი, და­ახ­ლე­ბით 25%, რაც არის 1 მი­ლი­ონ ადა­მი­ა­ნი. მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ორ მე­სა­მედ­ზე მეტი სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია და ეს არის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ის, რომ პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცენ­ტი ისევ და­ბა­ლი რჩე­ბა - 40-45%. ამ დროს ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი ნიღ­ბის ტა­რე­ბა 90%-ს აღ­წევს.

მე­სა­მე არის ის, რაც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად გვტკი­ვა, ეს არის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი. ჩვენ ისე­დაც ვწუხ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა - ვგუ­ლის­ხმობ ქორ­წი­ლებს, ქელე­ხებს და სხვა. ამას ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და­ე­მა­ტა. გა­სა­გე­ბია, იყო არ­ჩევ­ნე­ბი, არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც ვერ შე­ვა­ჩე­რებთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქ­ცია, მაგ­რამ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ამ აქ­ცი­ებს ჰქონ­დეს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ისე­თი რამ, რაც არ არის ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ვერ­ცერთ ქვე­ყა­ნას და­ა­სა­ხე­ლებთ, სა­დაც სა­მი­ვე ეს ფაქ­ტო­რი ერ­თობ­ლი­ვად გვხვდე­ბო­დეს - პირ­ბა­დე­ე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოც­ვა და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა მი­დის შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე პერ­მა­ნენ­ტუ­ლი იყოს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რი­ცხვი. თით­ქოს ყვე­ლა ამა­ზე წუხს, იწე­რე­ბა გულ­ში ჩამ­წვდო­მი პოს­ტე­ბი „ფე­ის­ბუქ­ზე“, ის­მის გა­მოს­ვლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რომ გვყავს 70-80 გარ­დაც­ვლი­ლი და ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი და ამ დროს არა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვა­ლოს.

ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა­ღაც უნდა ვი­ღო­ნოთ, ან უნდა შე­ვე­გუ­ოთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­საც და დავ­რჩე­ბით მარ­ტო კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის იმე­დად. ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წადი
0

მოაცილეთ ეს კაცი კლინიკური ნაწილის ხელმძღვანელობას, , ვინმე სხვა მოიწვიეთ , გადახედეტ პროტოკოლს, უცხოელებისგან მიიღეთ კონსულტაცია, არსად არ კვდება ამდენი ხალხი, სასინელებაა 

ნინო
1

რაფინირებული აფერისტი)@@

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"რაც ყველაზე მეტად გვტკივა, პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციებია... ასე გაგრძელება შეუძლებელია" - თენგიზ ცერცვაძე

"რაც ყველაზე მეტად გვტკივა, პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციებია... ასე გაგრძელება შეუძლებელია" - თენგიზ ცერცვაძე

ყოვლად დაუშვებელია, რომ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია და ახლო მომავალში მისი სასიკეთოდ გამოსწორების გზები არ ჩანს, რადგან ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემთხვევების ზრდას, საქართველოში სახეზეა.

"პირველი ფაქტორი არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულიად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, დაახლებით 25%, რაც არის 1 მილიონ ადამიანი. მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი.

მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ პირბადის გამოყენების პროცენტი ისევ დაბალი რჩება - 40-45%. ამ დროს ევროპისა და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი ნიღბის ტარება 90%-ს აღწევს.

მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა, ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძნელი იყო ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება - ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა. ამას ახლა პოლიტიკურად მოტივირებული პერმანენტული აქციები დაემატა. გასაგებია, იყო არჩევნები, არის საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი.

საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ არის ევროპისა და მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში. ვერცერთ ქვეყანას დაასახელებთ, სადაც სამივე ეს ფაქტორი ერთობლივად გვხვდებოდეს - პირბადეების ძალიან დაბალი გამოყენება, ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვა და პერმანენტული ხალხმრავალი შეკრებები. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ შეუგნებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტული იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი და გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი. თითქოს ყველა ამაზე წუხს, იწერება გულში ჩამწვდომი პოსტები „ფეისბუქზე“, ისმის გამოსვლები ტელევიზიაში, რომ გვყავს 70-80 გარდაცვლილი და ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და ამ დროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს.

ასე გაგრძელება შეუძლებელია, რაღაც უნდა ვიღონოთ, ან უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში ახალი შემთხვევების მატება გაგრძელდება, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევებისაც და დავრჩებით მარტო კლინიკური სექტორის იმედად. ახლა, ფაქტობრივად, ახალი შემთხვევების შესამცირებლად შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.