პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეგვიპტის დაკარგული საგანძური“ - არქეოლოგებმა 4 500 წლის მზის ტაძარი აღმოაჩინეს
“ეგვიპტის დაკარგული საგანძური“ - არქეოლოგებმა 4 500 წლის მზის ტაძარი  აღმოაჩინეს

კა­ი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, აბუ გო­რაბ­ში, კი­დევ ერთი მზის ტა­ძა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

1898 წელს, არ­ქე­ო­ლო­გე­მა ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნი­უ­სე­რას (ძვ.წ 2400-2370) ტა­ძა­რი გა­თხა­რეს, რო­მე­ლიც მე­ხუ­თე დი­ნას­ტი­ის მე­ექ­ვსე მე­ფის­თვის ყო­ფი­ლა აგე­ბუ­ლი.

მათ აღარ და­ას­რუ­ლეს გა­თხრე­ბი და ჩათ­ვა­ლეს, რომ ნა­პოვ­ნი მა­სა­ლა მთლი­ა­ნად ნი­უ­სე­რას ტა­ძარს ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ ახალ­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ეგ­ვიპ­ტის მმარ­თვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ნა­გე­ბო­ბა, სხვა სა­ლო­ცავ­ზე ზე­მო­დან ყო­ფი­ლა და­შე­ნე­ბუ­ლი.

  • "ჩვე­ნი ბოლო აღ­მო­ჩე­ნა უჩ­ვე­ნებს, რომ ეს ორ სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა ნა­გე­ბო­ბას წარ­მო­ად­გენ­და“, - ამ­ბობს მა­სი­მი­ა­ლი­ა­ნო ნუ­ზო­ლო, ვარ­შა­ვის ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი­ის ასის­ტენ­ტი - პრო­ფე­სო­რი.

გა­თხრე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ასე­ვე ბეჭ­დე­ბი, რომ­ლებ­ზეც ნი­უ­სე­რას წინა მმარ­თვე­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბია ამოტვიფ­რუ­ლი. ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი ამ­ბობს, რომ ტაძ­რის თავ­და­პირ­ვე­ლი კონ­სტრუქ­ცია ტა­ლა­ხის აგუ­რე­ბი­სა­გან იყო აშე­ნე­ბუ­ლი და ქვის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავ­და.

მა­სი­მი­ლი­ა­ნო ნუ­ზო­ლოს ჯგუფ­მა, ნან­გრე­ვებ­ში ათა­სო­ბით ლუ­დის შე­სა­ნა­ხი ჭურ­ჭე­ლიც იპო­ვა, რომ­ლე­ბიც სავ­სე იყო სა­რი­ტუ­ა­ლო ტა­ლა­ხით. ჭურ­ჭე­ლი ძვ.წ. 25 სა­უ­კუ­ნეს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ნი­უ­სე­რის წინა 2 თა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა შექ­მნი­ლი­ყო.

ტა­ლა­ხის აგუ­რე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ტა­ძა­რი ნამ­დვი­ლად კო­ლო­სა­ლუ­რი ზო­მის უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ნი­უ­სე­რამ გა­და­წყვი­ტა, გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა ის, რათა თა­ვი­სი ტა­ძა­რი და­ე­შე­ნე­ბი­ნა ზე­მო­დან.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეგ­ვიპ­ტე­ში ამ­გვა­რი ტაძ­რე­ბი მზის ღმერთ რას ეძღვნე­ბო­და, მეფე თა­ვი­სი ძა­ლის ლე­გი­ტი­მი­ზა­ცი­ას, რო­გორც მზის ღმერ­თის ერ­თა­დერთ ძეს დე­და­მი­წა­ზე, ახა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის აშე­ნე­ბით ახ­დენ­და.

  • ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ბის მი­ხედ­ვით, ეგ­ვიპ­ტე­ში სულ 6 მზის ტა­ძა­რი იყო აგე­ბუ­ლი, მაგ­რამ მათ­გან მხო­ლოდ ორია გა­თხრი­ლი.

"როცა მეფე ჩქა­რობს რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო, ის მო­ნუ­მენტს ტა­ლა­ხის აგუ­რით აშე­ნებს, მთა­ვარ ნა­წი­ლებს კი - ქვით“, - ასე სჯე­რა ნა­ზო­ლოს, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ სხვა მზის ტაძ­რე­ბიც ასე­ვე ტა­ლა­ხის აგუ­რე­ბი­თაა ნა­გე­ბი და სწო­რედ ამას უნდა გა­მო­ეწ­ვია ამ შე­ნო­ბე­ბის "გაქ­რო­ბა“ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ეს ტაძ­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსგავ­სი მალ­ფუ­ჭე­ბა­დი მა­სა­ლი­თაა აგე­ბუ­ლი. თა­ნაც, ტა­ლა­ხის აგუ­რე­ბი ად­ვი­ლი და­სან­გრე­ვია და ზე­მო­დან ახა­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის და­შე­ნე­ბაც მარ­ტი­ვია - სწო­რედ ამ­გვარ შემ­თხვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი აქაც“, - ამ­ბობს მა­სი­მი­ლი­ა­ნო ნუ­ზო­ლო.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი თი­ხის ჭურ­ჭლის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ ეს შანსს მის­ცემთ მეტი გა­ი­გონ იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და ხალ­ხი ამ პე­რი­ოდ­ში, რითი იკ­ვე­ბე­ბო­და და რისი სწამ­და.

ნუ­ზო­ლოს და მისი გუნ­დის აღ­მო­ჩე­ნე­ბი National Geographic-ზე კვი­რას იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი გა­და­ცე­მა­ში - “ეგ­ვიპ­ტის და­კარ­გუ­ლი სა­გან­ძუ­რი“.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმმმმმმმმ
0

 

.....მათ აღარ და­ას­რუ­ლეს გა­თხრე­ბი და ჩათ­ვა­ლეს"-დაწერეთ ქართულად, დაუსრულებიათ

ჰაჰაჰაჰაჰა...
6

მიშამ ნაღდად ნიუსერასაც ჩამოართვა ხელი ისევე როგორც რამზესს და ლუდიც დალიეს ერთად:)))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

“ეგვიპტის დაკარგული საგანძური“ - არქეოლოგებმა 4 500 წლის მზის ტაძარი აღმოაჩინეს

“ეგვიპტის დაკარგული საგანძური“ - არქეოლოგებმა 4 500 წლის მზის ტაძარი  აღმოაჩინეს

კაიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, აბუ გორაბში, კიდევ ერთი მზის ტაძარი აღმოაჩინეს.

1898 წელს, არქეოლოგემა ამავე ტერიტორიაზე ნიუსერას (ძვ.წ 2400-2370) ტაძარი გათხარეს, რომელიც მეხუთე დინასტიის მეექვსე მეფისთვის ყოფილა აგებული.

მათ აღარ დაასრულეს გათხრები და ჩათვალეს, რომ ნაპოვნი მასალა მთლიანად ნიუსერას ტაძარს ეკუთვნოდა, მაგრამ ახალმა აღმოჩენებმა გვიჩვენა, რომ ეგვიპტის მმართველისთვის განკუთვნილი ნაგებობა, სხვა სალოცავზე ზემოდან ყოფილა დაშენებული.

  • "ჩვენი ბოლო აღმოჩენა უჩვენებს, რომ ეს ორ სრულიად სხვადასხვა ნაგებობას წარმოადგენდა“, - ამბობს მასიმიალიანო ნუზოლო, ვარშავის ეგვიპტოლოგიის ასისტენტი - პროფესორი.

გათხრების ტერიტორიაზე აღმოჩენილია ასევე ბეჭდები, რომლებზეც ნიუსერას წინა მმართველების სახელებია ამოტვიფრული. ადგილზე მომუშავე არქეოლოგების ჯგუფი ამბობს, რომ ტაძრის თავდაპირველი კონსტრუქცია ტალახის აგურებისაგან იყო აშენებული და ქვის ელემენტებს შეიცავდა.

მასიმილიანო ნუზოლოს ჯგუფმა, ნანგრევებში ათასობით ლუდის შესანახი ჭურჭელიც იპოვა, რომლებიც სავსე იყო სარიტუალო ტალახით. ჭურჭელი ძვ.წ. 25 საუკუნეს მიეკუთვნება და ნიუსერის წინა 2 თაობის პერიოდში უნდა შექმნილიყო.

ტალახის აგურებით აშენებული ტაძარი ნამდვილად კოლოსალური ზომის უნდა ყოფილიყო, თუმცა ნიუსერამ გადაწყვიტა, გაენადგურებინა ის, რათა თავისი ტაძარი დაეშენებინა ზემოდან.

იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტეში ამგვარი ტაძრები მზის ღმერთ რას ეძღვნებოდა, მეფე თავისი ძალის ლეგიტიმიზაციას, როგორც მზის ღმერთის ერთადერთ ძეს დედამიწაზე, ახალი ნაგებობების აშენებით ახდენდა.

  • ისტორიული წყარობის მიხედვით, ეგვიპტეში სულ 6 მზის ტაძარი იყო აგებული, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია გათხრილი.

"როცა მეფე ჩქარობს რაიმე მიზეზის გამო, ის მონუმენტს ტალახის აგურით აშენებს, მთავარ ნაწილებს კი - ქვით“, - ასე სჯერა ნაზოლოს, რომელიც ფიქრობს, რომ სხვა მზის ტაძრებიც ასევე ტალახის აგურებითაა ნაგები და სწორედ ამას უნდა გამოეწვია ამ შენობების "გაქრობა“ საუკუნეების განმავლობაში.

"ეს ტაძრები, სავარაუდოდ, მსგავსი მალფუჭებადი მასალითაა აგებული. თანაც, ტალახის აგურები ადვილი დასანგრევია და ზემოდან ახალი კონსტრუქციების დაშენებაც მარტივია - სწორედ ამგვარ შემთხვევას ჰქონდა ადგილი აქაც“, - ამბობს მასიმილიანო ნუზოლო.

არქეოლოგები თიხის ჭურჭლის შესწავლის საფუძველზე ფიქრობენ, რომ ეს შანსს მისცემთ მეტი გაიგონ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ამ პერიოდში, რითი იკვებებოდა და რისი სწამდა.

ნუზოლოს და მისი გუნდის აღმოჩენები National Geographic-ზე კვირას იყო ნაჩვენები გადაცემაში - “ეგვიპტის დაკარგული საგანძური“.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა