მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა" - რას წერს BBC
"პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა" - რას წერს BBC

"მიგ­რან­ტე­ბი ბე­ლა­რუ­სი­დან პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რას შე­ე­ცად­ნენ და პო­ლო­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს" - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მიგ­რან­ტე­ბის ნა­წილ­მა პო­ლო­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს, რა­ზე­დაც პო­ლო­ნურ­მა ძა­ლებ­მა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

"მიგ­რან­ტე­ბი ჩვენს ჯა­რის­კა­ცებ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვე­ბით თავს და­ესხნენ. ისი­ნი სა­სა­ზღვრო ბა­რი­ე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ. ჩვენ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს მიგ­რან­ტე­ბის აგ­რე­სი­ის ჩა­სახ­შო­ბად", - აცხა­დე­ბენ პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

პო­ლო­ნეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან ათა­სო­ბით მიგ­რან­ტია თავ­მოყ­რი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შეს­ვლას ცდი­ლობს. ევ­რო­კავ­ში­რი ბე­ლა­რუსს არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რი­თაც ბლო­კის მტკი­ცე­ბით, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მი ცდი­ლობს ევ­რო­კავ­შირს სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დოს იმ სან­ქცი­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მინ­სკს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კის­რეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა რააა
3

აქეთ წამოვიდნენ საქართველო მიიღებს რა პრობლემაააა

ქართველი კაცის შეკითხვა
0

რატომ არ მიდიან განვითარებულ ქვეყნებში: საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, იემენში და ა. შ., ზღვის გადალახვის რისკი არ უწევთ, კლიმატი მათნაირი თბილია, რელიგია იგივე აქვთ, ტერიტორიულად ახლოს არის მათთან. რა ხდება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა" - რას წერს BBC

"პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა" - რას წერს BBC

"მიგრანტები ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ და პოლონელმა სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს" - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაწილმა პოლონელ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რაზედაც პოლონურმა ძალებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინეს.

"მიგრანტები ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვებით თავს დაესხნენ. ისინი სასაზღვრო ბარიერის განადგურებასა და პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. ჩვენმა სამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მიგრანტების აგრესიის ჩასახშობად", - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.