სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუამარ კადაფის საყვარელი ვაჟი ლიბიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - გამარჯვების რა შანსი აქვს სეიფ-ალ-ისლამს და რატომ ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში?
მუამარ კადაფის საყვარელი ვაჟი ლიბიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - გამარჯვების რა შანსი აქვს სეიფ-ალ-ისლამს და რატომ ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში?

ლი­ბი­ის დამ­ხო­ბი­ლი ლი­დე­რის, მუ­ა­მარ კა­ფა­ფის მე­ო­რე ვაჟ­მა, სეიფ-ალ-ის­ლამ­მა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­ა­რე­გის­ტრი­რა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დე­კემ­ბრის ბო­ლოს უნდა გა­ი­მარ­თოს.

სეიფ ალ-ის­ლამ კა­და­ფი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 49 წლი­საა, მა­მა­მი­სის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში შე­დი­ო­და და ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და დიპ­ლო­მა­ტი­ით. თა­ვის დრო­ზე მან სა­ჯა­როდ უარი გა­ნა­ცხა­და მა­მის წი­ნა­და­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­კა­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და.

  • ლი­ბი­ის ლი­დე­რის დამ­ხო­ბამ­დე, სეიფ ალ-ის­ლა­მი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოსტზე მა­მა­მი­სის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნე­ო­და. იგი უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2011 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბა­ში. ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს დღემ­დე არ გა­უ­უქ­მე­ბია მისი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი. უმ­ცროს კა­დაფს ბრა­ლად ედე­ბა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი - მკვლე­ლო­ბე­ბი და დევ­ნა.

მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში ლი­ბი­ის პრო­კუ­რორ­მა, მო­ჰა­მედ გა­რუ­დამ, რო­მე­ლიც გა­ე­როს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ლი­ბი­ის (ტრი­პო­ლის) მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, სეიფ ალ-ის­ლა­მის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა რუ­სულ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნერ­თან“ კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით.

BBC-ის მიერ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ლი­ბი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სეიფ ალ-ის­ლა­მი "რუ­სე­თის კან­დი­და­ტია ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოსტზე“. "რუ­სე­თი თუ თა­ვის გეგ­მას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, მა­შინ სეიფ კა­და­ფი გა­მარ­ჯვე­ბის სი­ტყვით გა­მო­ვა ტრი­პოლ­ში, წა­მე­ბუ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე“, - ამ­ბობს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

  • ლი­ბია: არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ათი წელი

2011: მუ­ა­მარ კა­და­ფის 40-წლი­ნი მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რუ­ლი;

2014: ორი ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ტრი­პოლ­ში (ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში) და ტობ­რუკ­ში (აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში);

2019: ტობ­რუ­კის მთავ­რო­ბის გე­ნერ­ლის ჰა­ლიფ ჰაფ­თა­რის შე­ტე­ვა ტრი­პოლ­ზე. გა­ე­როს ემ­ბარ­გოს მი­უ­ხე­და­ვად, ორი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე მხარ­დამ­ჭე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ ია­რა­ღით მა­რაგ­დე­ბო­და;

2020 წლის ოქ­ტომ­ბე­რი: დრო­ე­ბი­თი და­ზა­ვე­ბა;

2021 წლის მარ­ტი: ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის ახა­ლი მტავ­რო­ბის ცა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

2021 წლის დე­კემ­ბე­რი: ლი­ბი­ა­ში სა­ყო­ველ­თაო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს.

  • რა შან­სე­ბი აქვს მუ­ა­მარ კა­და­ფის მემ­კვიდ­რეს?

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­და­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის დროს სეიფ-ალ-ის­ლამ კა­და­ფი ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე ტრა­დი­ცი­ულ ლი­ბი­ურ ტან­საც­მელ­ში წარ­სდგა და ყუ­რა­ნი­დან ერთ-ერთი ტა­ე­პი წარ­მოს­თქვა: "გან­სა­ჯე ჩვენ­სა და ხალ­ხს შო­რის სა­მარ­თლი­ა­ნად, შენ ხომ ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი მო­სა­მარ­თლე ხარ“. ვი­დე­ო­კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და.

მუ­ა­მარ კა­და­ფის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სეიფ-ალ-ის­ლა­მი, რო­გორც წესი, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და­სავ­ლურ ტან­საც­მელ­ში გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, იგი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და - და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სკო­ლა. 2005 წელს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იქნა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფო­რუ­მის წევ­რად, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა დროს არ­ჩე­ულ­ნი იყ­ვნენ "ფე­ის­ბუ­ქის“ შემ­ქმნე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯა­სინდ არ­დე­ნი და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, სეიფ-ალ-ის­ლა­მის იმე­დი ჰქონ­და, რომ იგი ლი­ბი­ის რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და, მაგ­რამ მა­მა­მი­სის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სეიფ-ალ-ის­ლა­მიც და­ი­ჭი­რეს და სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს იმ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მან რე­ჟი­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა გა­მოს­ვლე­ბის ჩახ­შო­ბის დროს ჩა­ი­დი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით შე­უც­ვა­ლეს. სეიფ-ალ-ის­ლამ­მა სა­პყრო­ბი­ლე­ში 6 წელი გა­ა­ტა­რა. ამას­თა­ნა­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლი მას ჯერ კი­დევ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად მი­იჩ­ნევს, მუ­ა­მარ კა­და­ფის ვაჟი თან­და­თან ლი­ბი­ის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და.

ამა­წი­ნათ სეიფ-ალ-ის­ლამ კა­და­ფიმ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა აშშ-ის გა­ზეთ "ნიუ-იორკ თა­იმსს“, რო­მელ­შიც მან ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ილა­პა­რა­კა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დღეს ლი­ბი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მუ­ა­მარ კა­და­ფის ეპო­ქის ნოს­ტალ­გია პიკს აღ­წევს. ისე­ვე რო­გორც ლი­ბი­ის ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე, ისიც "არა­ბულ გა­ზა­ფხულს“ ნე­გა­ტი­უ­რად მი­იჩ­ნევს და მა­მის - მუ­ა­მარ კა­და­ფის პო­ლი­ტი­კას ამარ­თლებს:

"ჩემი სამ­შობ­ლო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლია, ლი­ბია მუხ­ლებ­ზეა და­ჩო­ქი­ლი. ირ­გვლივ სი­ღა­ტა­კეა, არა­ვინ და­ცუ­ლი არ არის, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. გა­ი­ა­რეთ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე - დი­ზე­ლის საწ­ვავს ვერ იპო­ვით და ეს იმ დროს, როცა ჩვენ ნავ­თო­ბით და გა­ზით უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნა ვართ. ჩვე­ნი ნავ­თო­ბი და გაზი იტა­ლი­ა­ში გა­დის, რი­თაც ქვეყ­ნის ნა­ხე­ვა­რი შუქ­დე­ბა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო კი სრუ­ლი­ად ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია. ეს და­მარ­ცხე­ბა კი არ არის, არა­მედ სრუ­ლი ფი­ას­კო“, - ამ­ბობს პოლ­კოვ­ნიკ მუ­ა­მარ კა­და­ფის ვაჟი 2011 წლის "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლად“ წო­დე­ბულ "ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შე­დე­გებ­ზე.

რო­გორც ბი-ბი-სი-ს ანა­ლი­ტი­კო­სი ამა­რი ფა­ტა­ლა ამ­ბობს, სეიფ-ალ-ის­ლამ კა­და­ფის დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში და­პი­რის­პი­რე­ბულ თვალ­საზ­რი­სებს იწ­ვევს, თუმ­ცა, კაც­მა რომ თქვას, მისი ნა­ბი­ჯი გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, რად­გან სეიფ-ალ-ის­ლა­მი ად­რეც ცდი­ლობ­და ლი­ბი­ის პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას.

თა­ვის მხრივ, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ამ­ბე­ბის მი­მომ­ხილ­ვე­ლი სე­ბას­ტი­ან აშე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ლი­ბი­ის მო­სახ­ლე­ო­ბას ჯერ კი­დევ ახ­სოვს სეიფ-ალ-ის­ლამ კა­და­ფის როლი 2011 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბის ჩახ­შო­ბა­ში და ამი­ტომ მან შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გოს. უფრო მე­ტიც, მისი კან­დი­და­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა ისე­დაც რთულ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­ბი­ის სამ­ხედ­რო პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, მის­მა უწყე­ბამ უკვე სთხო­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას შე­ა­ჩე­როს სეიფ-ალ-ის­ლა­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ, რო­მელ­საც ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლე­ბის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ, დღეს ლი­ბი­ას დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა მარ­თავს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად არას­ტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა, კვლავ გრძელ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა და ინ­ცი­დენ­ტე­ბი, ვერ თან­ხმდე­ბი­ან არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა­სა და ზუსტ თა­რიღ­ზე. არ არის იმის გა­რან­ტი­აც, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა სა­ერ­თოდ.

  • ლი­ბია - ნავ­თო­ბით უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნა

ლი­ბია ნავ­თო­ბის მა­რა­გით აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. შე­სა­ბა­მი­სად, მას­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჰიბ­რი­დულ და­პი­რის­პი­რე­ბად გა­და­იქ­ცა. ლი­ბი­ა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორი პა­რა­ლე­ლუ­რი ცენ­ტრი - ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მთავ­რო­ბა ტრი­პოლ­ში, ფაიზ სა­რა­ჯის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით (მას ეხ­მა­რე­ბა თურ­ქე­თი და ყა­ტა­რი) და დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში (ბენ­გაზ­ში), რომ­ლის ლი­დე­რია "ლი­ბი­ის ეროვ­ნუ­ლი არ­მი­ის“ გე­ნე­რა­ლი ხა­ლიფ ხაფ­თა­რი (მას მხარს უჭე­რენ არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, ეგ­ვიპ­ტე, რუ­სუ­ლი "ვაგ­ნე­რის“ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი "ბო­ე­ვი­კე­ბი“, სა­უ­დის არა­ბე­თი, იორ­და­ნია და საფ­რან­გე­თი).

სეიფ-ალ-ის­ლამ კა­და­ფის გარ­და, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გე­ნე­რა­ლი ხა­ლიფ ხაფ­თა­რი, ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აბ­დელ ჰა­მიდ დბე­ი­ბა და პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი ისა აგი­ლა სა­ლე­ჰი.

  • უფ­ლე­ბადმცველ­თა ეჭ­ვე­ბი

ბევ­რმა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ეჭ­ვობს, ლი­ბი­ა­ში და­გეგ­მი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა.

"ლი­ბი­ას არ­ჩევ­ნე­ბი იმის­თვის ჭირ­დე­ბა, რომ დღე­ვან­დე­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვი­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ტა­რის ტე­ლე­არხ "ალ ჯა­ზი­რა­სათ­ვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში უფ­ლე­ბადმცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights Watch-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხა­ნან სალეხ­მა. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ "მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რენ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ ლი­ბი­ე­ლი ხალ­ხის ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ხატ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ თა­ვი­სუ­ფა­ლი და ღირ­სე­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად“.

კარ­გი მო­წო­დე­ბაა, მაგ­რამ ბევ­რი ექ­სპერ­ტის აზ­რით, ლი­ბი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ დრო­ის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხოდ და თა­ვი­სუფ­ლად, და­ში­ნე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბის თავი ნამ­დვი­ლად არ აქვს.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
1

ჩემი სამშობლოც...

Jekaterinburg
3

კიდევ ერთი შეშლილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მუამარ კადაფის საყვარელი ვაჟი ლიბიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - გამარჯვების რა შანსი აქვს სეიფ-ალ-ისლამს და რატომ ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში?

მუამარ კადაფის საყვარელი ვაჟი ლიბიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - გამარჯვების რა შანსი აქვს სეიფ-ალ-ისლამს და რატომ ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში?

ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კაფაფის მეორე ვაჟმა, სეიფ-ალ-ისლამმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაარეგისტრირა, რომელიც ქვეყანაში დეკემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს.

სეიფ ალ-ისლამ კადაფი, რომელიც ამჟამად 49 წლისაა, მამამისის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა და ძირითადად დაკავებული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობებით და დიპლომატიით. თავის დროზე მან საჯაროდ უარი განაცხადა მამის წინადადებაზე ოფიციალური თანამდებობა დაეკავებინა, თუმცა ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა.

  • ლიბიის ლიდერის დამხობამდე, სეიფ ალ-ისლამი ქვეყნის მეთაურის პოსტზე მამამისის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. იგი უშუალოდ მონაწილეობდა 2011 წლის ანტისამთავრობო აჯანყების ჩახშობაში. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს დღემდე არ გაუუქმებია მისი დაკავების ორდერი. უმცროს კადაფს ბრალად ედება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - მკვლელობები და დევნა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ლიბიის პროკურორმა, მოჰამედ გარუდამ, რომელიც გაეროს მიერ მხარდაჭერილი ლიბიის (ტრიპოლის) მთავრობის წარმომადგენელია, სეიფ ალ-ისლამის დაპატიმრების ორდერი გასცა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერთან“ კავშირის ბრალდებით.

BBC-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ლიბიის სპეცსამსახურების თანამშრომლები ამბობენ, რომ სეიფ ალ-ისლამი "რუსეთის კანდიდატია ქვეყნის მეთაურის პოსტზე“. "რუსეთი თუ თავის გეგმას განახორციელებს, მაშინ სეიფ კადაფი გამარჯვების სიტყვით გამოვა ტრიპოლში, წამებულების მოედანზე“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

  • ლიბია: არასტაბილურობის ათი წელი

2011: მუამარ კადაფის 40-წლინი მმართველობის დასასრული;

2014: ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავრობის ჩამოყალიბება ტრიპოლში (ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტობრუკში (აღმოსავლეთ ნაწილში);

2019: ტობრუკის მთავრობის გენერლის ჰალიფ ჰაფთარის შეტევა ტრიპოლზე. გაეროს ემბარგოს მიუხედავად, ორივე დაპირისპირებული მხარე მხარდამჭერი სახელმწიფოების მიერ იარაღით მარაგდებოდა;

2020 წლის ოქტომბერი: დროებითი დაზავება;

2021 წლის მარტი: ეროვნული თანხმობის ახალი მტავრობის ცამოყალიბება;

2021 წლის დეკემბერი: ლიბიაში საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

  • რა შანსები აქვს მუამარ კადაფის მემკვიდრეს?

პრეზიდენტობის კანდადატად რეგისტრაციის დროს სეიფ-ალ-ისლამ კადაფი ტელეკამერების წინაშე ტრადიციულ ლიბიურ ტანსაცმელში წარსდგა და ყურანიდან ერთ-ერთი ტაეპი წარმოსთქვა: "განსაჯე ჩვენსა და ხალხს შორის სამართლიანად, შენ ხომ ყველაზე უკეთესი მოსამართლე ხარ“. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

მუამარ კადაფის მმართველობის დროს სეიფ-ალ-ისლამი, როგორც წესი, ჟურნალისტებთან დასავლურ ტანსაცმელში გამოდიოდა ხოლმე. სხვათა შორის, იგი დიდ ბრიტანეთში სწავლობდა - დაამთავრა ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა. 2005 წელს დასახელებული იქნა მსოფლიო ლიდერების გლობალური ფორუმის წევრად, რომელშიც სხვადასხვა დროს არჩეულნი იყვნენ "ფეისბუქის“ შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდ არდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ზოგიერთი ექსპერტის თქმით, სეიფ-ალ-ისლამის იმედი ჰქონდა, რომ იგი ლიბიის რეჟიმის ლიბერალიზებას განახორციელებდა, მაგრამ მამამისის მკვლელობის შემდეგ სეიფ-ალ-ისლამიც დაიჭირეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გამოსვლების ჩახშობის დროს ჩაიდინა. მოგვიანებით სასჯელის უმაღლესი ზომა თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს. სეიფ-ალ-ისლამმა საპყრობილეში 6 წელი გაატარა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალი მას ჯერ კიდევ ეჭვმიტანილად მიიჩნევს, მუამარ კადაფის ვაჟი თანდათან ლიბიის პოლიტიკაში დაბრუნდა.

ამაწინათ სეიფ-ალ-ისლამ კადაფიმ ინტერვიუ მისცა აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსს“, რომელშიც მან ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივაზე ილაპარაკა. საინტერესოა, რომ დღეს ლიბიის მოსახლეობაში მუამარ კადაფის ეპოქის ნოსტალგია პიკს აღწევს. ისევე როგორც ლიბიის ბევრი მოქალაქე, ისიც "არაბულ გაზაფხულს“ ნეგატიურად მიიჩნევს და მამის - მუამარ კადაფის პოლიტიკას ამართლებს:

"ჩემი სამშობლო გაუპატიურებულია, ლიბია მუხლებზეა დაჩოქილი. ირგვლივ სიღატაკეა, არავინ დაცული არ არის, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეშია. გაიარეთ ავტოგასამართ სადგურზე - დიზელის საწვავს ვერ იპოვით და ეს იმ დროს, როცა ჩვენ ნავთობით და გაზით უმდიდრესი ქვეყანა ვართ. ჩვენი ნავთობი და გაზი იტალიაში გადის, რითაც ქვეყნის ნახევარი შუქდება, ჩვენი სამშობლო კი სრულიად ჩაბნელებულია. ეს დამარცხება კი არ არის, არამედ სრული ფიასკო“, - ამბობს პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ვაჟი 2011 წლის "არაბული გაზაფხულად“ წოდებულ "ფერადი რევოლუციის“ შედეგებზე.

როგორც ბი-ბი-სი-ს ანალიტიკოსი ამარი ფატალა ამბობს, სეიფ-ალ-ისლამ კადაფის დაბრუნება პოლიტიკაში დაპირისპირებულ თვალსაზრისებს იწვევს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მისი ნაბიჯი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან სეიფ-ალ-ისლამი ადრეც ცდილობდა ლიბიის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას.

თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ამბების მიმომხილველი სებასტიან აშერი მიიჩნევს, რომ ლიბიის მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს სეიფ-ალ-ისლამ კადაფის როლი 2011 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობაში და ამიტომ მან შეიძლება არჩევნები წააგოს. უფრო მეტიც, მისი კანდიდატურის არსებობა ისედაც რთულ საარჩევნო პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.

აღსანიშნავია, რომ ლიბიის სამხედრო პროკურორის განცხადებით, მისმა უწყებამ უკვე სთხოვა ოფიციალურად ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეაჩეროს სეიფ-ალ-ისლამის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში.

მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელსაც ქვეყნის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილების სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებები აწარმოებდნენ, დღეს ლიბიას დროებითი მთავრობა მართავს. ამის მიუხედავად, პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად არასტაბილური რჩება, კვლავ გრძელდება სერიოზული უთანხმოება და ინციდენტები, ვერ თანხმდებიან არჩევნების ჩატარების პროცედურასა და ზუსტ თარიღზე. არ არის იმის გარანტიაც, რომ არჩევნები გაიმართება თუ არა საერთოდ.

  • ლიბია - ნავთობით უმდიდრესი ქვეყანა

ლიბია ნავთობის მარაგით აფრიკის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. შესაბამისად, მასში მიმდინარე კონფლიქტი დიდი ხანია დაინტერესებული ქვეყნების ჰიბრიდულ დაპირისპირებად გადაიქცა. ლიბიაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ხელისუფლების ორი პარალელური ცენტრი - ეროვნული თანხმობის მთავრობა ტრიპოლში, ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით (მას ეხმარება თურქეთი და ყატარი) და დროებითი მთავრობა ქვეყნის აღმოსავლეთში (ბენგაზში), რომლის ლიდერია "ლიბიის ეროვნული არმიის“ გენერალი ხალიფ ხაფთარი (მას მხარს უჭერენ არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, რუსული "ვაგნერის“ დაქირავებული "ბოევიკები“, საუდის არაბეთი, იორდანია და საფრანგეთი).

სეიფ-ალ-ისლამ კადაფის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ გენერალი ხალიფ ხაფთარი, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი აბდელ ჰამიდ დბეიბა და პარლამენტის სპიკერი ისა აგილა სალეჰი.

  • უფლებადმცველთა ეჭვები

ბევრმა უფლებადამცველი ორგანიზაცია ეჭვობს, ლიბიაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული რამდენად იქნება.

"ლიბიას არჩევნები იმისთვის ჭირდება, რომ დღევანდელი რთული სიტუაციიდან გამოვიდეს“, - განაცხადა ყატარის ტელეარხ "ალ ჯაზირასათვის“ მიცემულ ინტერვიუში უფლებადმცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ხანან სალეხმა. მან ხაზი გაუსვა, რომ "მსოფლიოს ლიდერენმა უნდა უზრუნველყონ ლიბიელი ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა და ყველაფერი უნდა გააკეთონ თავისუფალი და ღირსეული არჩევნების ჩასატარებლად“.

კარგი მოწოდებაა, მაგრამ ბევრი ექსპერტის აზრით, ლიბიის ხელისუფლებას ამ დროისთვის არჩევნების უსაფრთხოდ და თავისუფლად, დაშინების გარეშე ჩატარების თავი ნამდვილად არ აქვს.

მოამზადა სიმონ კილაძემ