სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბებიის საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე - ნანიკო ქავთარაძის წარმატების გზა
ბებიის საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე - ნანიკო ქავთარაძის წარმატების გზა

ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარს ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ უნდა გი­ამ­ბოთ. დღეს სწო­რედ ეს შემ­თხვე­ვაა.

ნა­ნი­კო ქავ­თა­რა­ძის ამ­ბა­ვი ბრძო­ლი­სა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის ის­ტო­რი­აა კე­თი­ლი და­სას­რუ­ლით. თუ რო­გორ გა­ი­ა­რა პა­ტა­რა გო­გო­ნამ ძა­ლი­ან რთუ­ლი და გრძე­ლი გზა, ბე­ბი­ის და­ნა­ტო­ვა­რი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნი­დან სა­კუ­თარ სა­წარ­მომ­დე.

კომ­პა­ნია „ნა­ნი­კო ქავ­თა­რა“, რო­მე­ლიც 2008 წელს შე­იქ­მნა, დღეს პუ­ფებს და რბილ ავეჯს ამ­ზა­დებს, უტა­რებს მათ რეს­ტავ­რა­ცი­ას, ასე­ვე ამ­ზა­დებს გარე ავეჯს, ჰა­მა­კებს, სა­რეკ­ლა­მო ჩან­თებს და ა.შ.

ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო. თა­ვი­დან დი­ზა­ი­ნე­რი იყო და მის მიერ შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბის ჩვე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი სახ­ლის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე აწყობ­და. უფრო ადრე თო­ჯი­ნე­ბის­თვის კე­რავ­და ტან­საც­მელს.

მოკ­ლედ, ბევ­რი რამ მო­სინ­ჯა და სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­და იქ, რა­ზეც დღეს თა­ვად უნდა მო­გიყ­ვეთ.

ნა­ნი­კო ქავ­თა­რა­ძე: ბავ­შვო­ბი­დან­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც კერ­ვას ეხე­ბო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი მკე­რა­ვი იყო და სახ­ლში ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­ჭე­რი გვქონ­და. თა­ვი­დან სა­თა­მა­შო­ე­ბის­თვის და­ვი­წყე ტან­საც­მლის შე­კერ­ვა, შემ­დეგ კი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­ვაგ­რძე­ლე. ფა­სა­ნა­ურ­ში დიდი სახ­ლი გვაქვს, რო­მე­ლის მე­ო­თხე სარ­თულ­ზეც ჩემ მიერ შე­კე­რი­ლი ტან­საც­მლის ჩვე­ნე­ბებს ვა­წყობ­დი.

ამ საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შეს­წავ­ლა მა­შინ და­ვი­წყე, როცა 17 წლის ვი­ყა­ვი. თბი­ლის­ში დი­ზა­ი­ნერ მაია ბაქ­რა­ძეს­თან მე­ზობ­ლად მოვ­ხვდი. რად­გა­ნაც კერ­ვა ჩემი სფე­რო იყო, და­ვინ­ტე­რეს­დი და მის დამ­ხმა­რედ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ეს საქ­მეც სწო­რედ მა­ი­ამ შე­მას­წავ­ლა. ქარ­გვა და თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბაც მან მას­წავ­ლა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ­ზე ვმუ­შა­ობ­დი.

შემ­დეგ აღ­მოვ­ჩნდი ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი დივ­ნებ­სა და სა­ვარ­ძლებს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ საქ­მე­მაც და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­დავ­წყვი­ტე, პუ­ფე­ბის დამ­ზა­დე­ბა და­მე­წყო. რად­გან სახ­სრე­ბი არ მქონ­და, რომ ბევ­რი მე­წარ­მო­ე­ბი­ნა, არც ხე­ლო­სა­ნი მყავ­და და არც მკე­რა­ვი, შე­სა­ბა­მი­სი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნაც კი არ მქონ­და, გა­დავ­წყვი­ტე, პუ­ფე­ბის­თვის დერ­მა­ტი­ნი ბე­ბი­ის ძვე­ლი ხე­ლის სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნით შე­მე­კე­რა. იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და, რომ მან­ქა­ნის­თვის ელექტროძ­რა­ვი შე­მე­ძი­ნა, რო­მე­ლიც 35 ლარი ღირ­და. ამი­ტომ, მე თა­ვად ვყი­დუ­ლობ­დი მა­სა­ლას და ხე­ლის სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნით ვკე­რავ­დი.

ჩემ მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი პუ­ფე­ბის ჩა­ბა­რე­ბა „სა­ბა­ში“ და­ვი­წყე. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ამ საქ­მე­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­მო­მე­ტა­ნა, მაგ­რამ რად­გან, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სახ­სრე­ბი არ გა­მაჩ­ნდა, თი­თო­ე­ულ მა­სა­ლა­სა და თი­თო­ე­ულ დე­ტალს ვი­ყე­ნებ­დი. მო­ვი­გო­ნე ჭრე­ლი დი­ზა­ი­ნი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა და გა­ყიდ­ვე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლაფ­რის მარ­ტო კე­თე­ბა მიხ­დე­ბო­და, რაც ძა­ლი­ან დიდ დროს მო­ი­თხოვ­და. არც იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, რომ დას­რუ­ლე­ბუ­ლი პუფი მა­ღა­ზი­ა­ში ტაქ­სით წა­მე­ღო, ამი­ტომ ავ­ტო­ბუსს ვე­ლო­დე­ბო­დი და ხე­ლით დამ­ქონ­და.

-რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ასეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა?

-ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი, 9 თვის მან­ძილ­ზე გა­უ­ჩე­რებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი, რად­გან ვი­ცო­დი, ვე­რა­ვინ შე­მი­ნა­ხავ­და და ბავ­შვის­თვის ბევ­რი რამ მჭირ­დე­ბო­და. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ 1 დღე და­ვის­ვე­ნე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ისიც მა­შინ, როცა უკვე ბავ­შვი უნდა გა­მე­ჩი­ნა.

შემ­დეგ ჩემ­მა დამ კარ­გი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქა/ ცალი ფეხი სა­კე­რავ მან­ქა­ნა­ზე მქონ­და, ცა­ლით - ბავ­შვს ვარ­წევ­დი. კლი­ენ­ტე­ბი სახ­ლში მო­დი­ოდ­ნენ და სხვა­დას­ხვა შეკ­ვე­თა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. რად­გან დი­ლე­ტან­ტი და გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი, არც ფა­სე­ბი ვი­ცო­დი, თუ რა უნდა შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა კლე­ი­ენ­ტე­ბის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან და­ბალ ფასს ვე­უბ­ნე­ბო­დი. ვინც ხე­დავ­და, თუ რო­გორ ვწვა­ლობ­დი, ძა­ლი­ან ხში­რად იმა­ზე მეტ თან­ხას იხ­დიდ­ნენ, ვიდ­რე მე ვე­უბ­ნე­ბო­დი.

-რო­გორ გგო­ნია, რისი წყა­ლო­ბით მო­ა­ხერ­ხა პა­ტა­რა, გა­მო­უც­დელ­მა ნა­ნი­კომ აქამ­დე მოს­ვლა და იმ კონ­კუ­რენ­ცი­ის დაძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობ­და?

-დღეს ყველ­გან ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემს სფე­რო­ში. ვინც დივ­ნებ­სა და სა­ვარ­ძლებს ამ­ზა­დებს, იმის­თვის პუფი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. საკ­მა­ოდ ხში­რი იყო ჩემ­თვის მო­ბაძ­ვის ან ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად დაგ­დე­ბის შემ­თხვე­ვა, თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ გა­ვუმკლავ­დი, რომ რთულ შეკ­ვე­თებს ვი­ღებ­დი. ისე­თებს, რომ­ლებ­ზეც სხვე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ და თავს არ იწუ­ხებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცას სურ­და, არა მრგვა­ლი ან ოთხკუ­თხე­დი, არა­მედ სხვა ფორ­მი­სა და დი­ზა­ი­ნის პუფი. ასე­ვე, ვამ­ზა­დებ­დი სხვა­დას­ხვა ტი­პის რბილ ავეჯს. არას­დროს ვუ­შინ­დე­ბო­დი იმ სირ­თუ­ლე­ებს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ვდგე­ბო­დი.

https://www.facebook.com/nanikokavtara/

-მე­ო­რე მხრივ, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა ადა­მი­ანს უფრო მეტ ძა­ლა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევს. თქვენ რა მოგ­ცათ ამ ყვე­ლა­ფერ­მა?

-მე სწო­რედ ამან გა­და­მარ­ჩი­ნა. არა თუ კონ­კუ­რენ­ტებ­მა ჩამ­ძი­რეს, არა­მედ უფრო მე­ტად გავძლი­ერ­დი. ახლა ისეთ შეკ­ვე­თებს ვას­რუ­ლებ და იმ­დე­ნი კლი­ენ­ტი მყავს, რომ რო­გორც არ უნდა შე­მი­შა­ლონ ხელი, მე მა­ინც თა­მაშ­ში ვიქ­ნე­ბი. დღეს ძა­ლი­ან მყა­რად ვდგა­ვარ. იმ­დე­ნად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­საც კი ვა­მა­რა­გებთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით.

-მას შემ­დეგ 10 წელ­ზე მეტი გა­ვი­და. დღეს უკვე სა­კუ­თა­რი სა­წარ­მო გაქვთ, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის მარ­თვის გარ­და, არც იმ ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ზე ამ­ბობთ უარს, რი­თიც ერთ დროს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო. რო­გორც ვი­ცით, ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ ხართ ჩარ­თუ­ლი...

-რა თქმა უნდა, მე ყო­ველ­თვის ვმუ­შა­ობ იმ შეკ­ვე­თა­ზე, რომ­ლის მო­სას­წრე­ბა­დაც ჩემს გუნდს და­მა­ტე­ბი­თი ძალა სჭირ­დე­ბა. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მიყ­ვარს, ამი­ტომ თუ ადა­მი­ანს შევ­პირ­დე­ბი, რომ მისი შეკ­ვე­თა მზად იქ­ნე­ბა, ღა­მის გა­თე­ნე­ბაც რომ მო­მი­წი­ოს, ჩემი ხე­ლით მი­ვიყ­ვან საქ­მეს ბო­ლომ­დე. ამის გამო, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მით მე­პყრო­ბი­ან. ალ­ბათ, ამ ხა­სი­ათ­მაც შე­მი­ნარ­ჩუ­ნა ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ენ­ტი.

-დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ კომ­პა­ნი­ა­ში და სად მდე­ბა­რე­ობს თქვე­ნი სა­წარ­მო?

-ახლა 13 ადა­მი­ა­ნი ვართ. სა­წარ­მო ფე­იქ­რებ­ზე მაქვს, რო­მე­ლიც სეს­ხით ვი­ყი­დე. დიდი ხა­ნია, მი­შე­ნე­ბა მინ­და, რათა გავ­ფარ­თოვ­დე და დივ­ნე­ბი­სა და სა­ვარ­ძლე­ბის წარ­მო­ე­ბაც და­ვი­წყო, თუმ­ცა ნე­ბარ­თვას არ მაძ­ლე­ვენ. ირ­გვლივ ყვე­ლას აქვს მი­შე­ნე­ბა. 60 კვ.მ. მიწა მაქვს და მინ­და, ეს ად­გი­ლი გა­მო­ვი­ყე­ნო. გარ­და იმი­სა, რომ ეს ტე­რი­ტო­რია უფრო მოვ­ლი­ლი და ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა, გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ხომ და­ვა­საქ­მებ... 3 წე­ლია, ვი­თხოვ ამის უფ­ლე­ბას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის­გან.

სა­წარ­მოს გარ­და, სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია მაქვს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „სა­ბა­ში“, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­ვი­დეს და რო­გორც სა­ცა­ლოდ, ასე­ვე, სა­ბი­თუ­მოდ იყი­დოს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია.

-ვინც ად­გილ­ზე მის­ვლას ვერ ახერ­ხებს, გაქვთ თუ არა მათ­თვის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი ან სხვა და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა?

-დიახ, მი­ტა­ნის სერ­ვი­სი გვაქვს, მაგ­რამ, ამას­თან ერ­თად, მომ­ხმა­რე­ბელს უკვე ერთ გან­სხვა­ვე­ბულ და სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც ვთა­ვა­ზობთ. ახ­ლა­ხან ავიყ­ვა­ნეთ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, ზუს­ტად აირ­ჩი­ონ ისე­თი ავე­ჯი, რო­მე­ლიც მათ სახ­ლს მო­უხ­დე­ბა. ხში­რად მათ არ იცი­ან, თუ რა ფე­რის, სტი­ლი­სა და ზო­მის ავე­ჯი იქ­ნე­ბა მათ შემ­თხვე­ვა­ში უკე­თე­სი და ჩვენ გვთხო­ვენ დახ­მა­რე­ბას.

-რა მა­სა­ლებს იყე­ნებთ მუ­შა­ო­ბი­სას?

-ვცდი­ლობთ, ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და შე­სა­ბა­მი­სად, შე­და­რე­ბით მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი მა­სა­ლა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მაგ­რამ მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ბალ­ფა­სი­ა­ნი არ­ჩე­ვა­ნიც გვაქვს. ნე­ბის­მი­ე­რი კლი­ენ­ტის მო­თხოვ­ნას ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ.

-რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა ის საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებთ?

-სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს საქ­მე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მუდ­მე­ბით სი­ახ­ლეს ითხო­ვენ და თა­ვი­დან გვი­წევს იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი. ჯერ კონ­სტრუქ­ცია უნდა მო­ი­ფიქ­რო, შემ­დეგ დარ­ბი­ლე­ბა­ზე იმუ­შაო და ტყა­ვი ისე გა­და­ჭი­მო, რომ ზუს­ტად კლი­ენ­ტის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ი­ღო.

-დივ­ნე­ბი­სა და სა­ვარ­ძლე­ბის დამ­ზა­დე­ბის კუ­თხით, სა­წარ­მოს გა­ფარ­თო­ე­ბის გარ­და, რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გაქვთ?

-ახალ­ხან და­ვი­წყე ნა­ტუ­რა­ლურ ტყავ­ზე მუ­შა­ო­ბა და ვცდი­ლობ, ეს საქ­მე კარ­გად შე­ვის­წავ­ლო. ვა­პი­რებ, ტყა­ვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის აქ­ტი­უ­რი წარ­მო­ე­ბაც და­ვი­წყო და ჩემი კომ­პა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ვა­ფარ­თოო.

NS

tsiko
0

წარმატებები კარგ და მშრომელ ქალბატონს

ავტორი:

ბებიის საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე - ნანიკო ქავთარაძის წარმატების გზა

ბებიის საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე - ნანიკო ქავთარაძის წარმატების გზა

ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ის შემთხვევები, როდესაც რაღაც განსაკუთრებულის შესახებ უნდა გიამბოთ. დღეს სწორედ ეს შემთხვევაა.

ნანიკო ქავთარაძის ამბავი ბრძოლისა და თავდაუზოგავი შრომის ისტორიაა კეთილი დასასრულით. თუ როგორ გაიარა პატარა გოგონამ ძალიან რთული და გრძელი გზა, ბებიის დანატოვარი საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე.

კომპანია „ნანიკო ქავთარა“, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, დღეს პუფებს და რბილ ავეჯს ამზადებს, უტარებს მათ რესტავრაციას, ასევე ამზადებს გარე ავეჯს, ჰამაკებს, სარეკლამო ჩანთებს და ა.შ.

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. თავიდან დიზაინერი იყო და მის მიერ შეკერილი კაბების ჩვენებას საკუთარი სახლის მეოთხე სართულზე აწყობდა. უფრო ადრე თოჯინებისთვის კერავდა ტანსაცმელს.

მოკლედ, ბევრი რამ მოსინჯა და საბოლოოდ მივიდა იქ, რაზეც დღეს თავად უნდა მოგიყვეთ.

ნანიკო ქავთარაძე: ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ყველაფერი, რაც კერვას ეხებოდა. ბებიაჩემი მკერავი იყო და სახლში ძალიან ბევრი ნაჭერი გვქონდა. თავიდან სათამაშოებისთვის დავიწყე ტანსაცმლის შეკერვა, შემდეგ კი, ადამიანებისთვის გავაგრძელე. ფასანაურში დიდი სახლი გვაქვს, რომელის მეოთხე სართულზეც ჩემ მიერ შეკერილი ტანსაცმლის ჩვენებებს ვაწყობდი.

ამ საქმეს პროფესიონალური შესწავლა მაშინ დავიწყე, როცა 17 წლის ვიყავი. თბილისში დიზაინერ მაია ბაქრაძესთან მეზობლად მოვხვდი. რადგანაც კერვა ჩემი სფერო იყო, დავინტერესდი და მის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ეს საქმეც სწორედ მაიამ შემასწავლა. ქარგვა და თექაზე მუშაობაც მან მასწავლა. მოკლედ, ყველაფერზე ვმუშაობდი.

შემდეგ აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, სადაც ჩემი ახლობლები დივნებსა და სავარძლებს ამზადებდნენ. ამ საქმემაც დამაინტერესა და გადავწყვიტე, პუფების დამზადება დამეწყო. რადგან სახსრები არ მქონდა, რომ ბევრი მეწარმოებინა, არც ხელოსანი მყავდა და არც მკერავი, შესაბამისი საკერავი მანქანაც კი არ მქონდა, გადავწყვიტე, პუფებისთვის დერმატინი ბებიის ძველი ხელის საკერავი მანქანით შემეკერა. იმის საშუალებაც არ მქონდა, რომ მანქანისთვის ელექტროძრავი შემეძინა, რომელიც 35 ლარი ღირდა. ამიტომ, მე თავად ვყიდულობდი მასალას და ხელის საკერავი მანქანით ვკერავდი.

ჩემ მიერ დამზადებული პუფების ჩაბარება „საბაში“ დავიწყე. ძალიან მინდოდა, ამ საქმეში მრავალფეროვნება შემომეტანა, მაგრამ რადგან, როგორც უკვე გითხარით, სახსრები არ გამაჩნდა, თითოეულ მასალასა და თითოეულ დეტალს ვიყენებდი. მოვიგონე ჭრელი დიზაინი, რამაც ძალიან გაამართლა და გაყიდვები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. უბრალოდ, ყველაფრის მარტო კეთება მიხდებოდა, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვდა. არც იმის საშუალება მქონდა, რომ დასრულებული პუფი მაღაზიაში ტაქსით წამეღო, ამიტომ ავტობუსს ველოდებოდი და ხელით დამქონდა.

-რამდენად რთული იყო ასეთ პირობებში მუშაობა?

-ძალიან რთული იყო. ორსულად რომ ვიყავი, 9 თვის მანძილზე გაუჩერებლად ვმუშაობდი, რადგან ვიცოდი, ვერავინ შემინახავდა და ბავშვისთვის ბევრი რამ მჭირდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 1 დღე დავისვენე საავადმყოფოში. ისიც მაშინ, როცა უკვე ბავშვი უნდა გამეჩინა.

შემდეგ ჩემმა დამ კარგი საკერავი მანქანა მაჩუქა/ ცალი ფეხი საკერავ მანქანაზე მქონდა, ცალით - ბავშვს ვარწევდი. კლიენტები სახლში მოდიოდნენ და სხვადასხვა შეკვეთაზე ვმუშაობდი. რადგან დილეტანტი და გამოუცდელი ვიყავი, არც ფასები ვიცოდი, თუ რა უნდა შემეთავაზებინა კლეიენტებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან დაბალ ფასს ვეუბნებოდი. ვინც ხედავდა, თუ როგორ ვწვალობდი, ძალიან ხშირად იმაზე მეტ თანხას იხდიდნენ, ვიდრე მე ვეუბნებოდი.

-როგორ გგონია, რისი წყალობით მოახერხა პატარა, გამოუცდელმა ნანიკომ აქამდე მოსვლა და იმ კონკურენციის დაძლევა, რომელიც ბაზარზე არსებობდა?

-დღეს ყველგან ძალიან დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით, ჩემს სფეროში. ვინც დივნებსა და სავარძლებს ამზადებს, იმისთვის პუფი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. საკმაოდ ხშირი იყო ჩემთვის მობაძვის ან ფასების ხელოვნურად დაგდების შემთხვევა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერს იმიტომ გავუმკლავდი, რომ რთულ შეკვეთებს ვიღებდი. ისეთებს, რომლებზეც სხვები უარს ამბობდნენ და თავს არ იწუხებდნენ. მაგალითად, ვიღაცას სურდა, არა მრგვალი ან ოთხკუთხედი, არამედ სხვა ფორმისა და დიზაინის პუფი. ასევე, ვამზადებდი სხვადასხვა ტიპის რბილ ავეჯს. არასდროს ვუშინდებოდი იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც ვდგებოდი.

https://www.facebook.com/nanikokavtara/

-მეორე მხრივ, სირთულეების გადალახვა ადამიანს უფრო მეტ ძალასა და გამოცდილებას აძლევს. თქვენ რა მოგცათ ამ ყველაფერმა?

-მე სწორედ ამან გადამარჩინა. არა თუ კონკურენტებმა ჩამძირეს, არამედ უფრო მეტად გავძლიერდი. ახლა ისეთ შეკვეთებს ვასრულებ და იმდენი კლიენტი მყავს, რომ როგორც არ უნდა შემიშალონ ხელი, მე მაინც თამაშში ვიქნები. დღეს ძალიან მყარად ვდგავარ. იმდენად, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსაც კი ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით.

-მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა. დღეს უკვე საკუთარი საწარმო გაქვთ, თუმცა კომპანიის მართვის გარდა, არც იმ ფიზიკურ სამუშაოზე ამბობთ უარს, რითიც ერთ დროს ყველაფერი დაიწყო. როგორც ვიცით, ავეჯის დამზადების პროცესში უშუალოდ ხართ ჩართული...

-რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვმუშაობ იმ შეკვეთაზე, რომლის მოსასწრებადაც ჩემს გუნდს დამატებითი ძალა სჭირდება. უპასუხისმგებლობა არ მიყვარს, ამიტომ თუ ადამიანს შევპირდები, რომ მისი შეკვეთა მზად იქნება, ღამის გათენებაც რომ მომიწიოს, ჩემი ხელით მივიყვან საქმეს ბოლომდე. ამის გამო, მომხმარებლები პატივისცემით მეპყრობიან. ალბათ, ამ ხასიათმაც შემინარჩუნა ძალიან ბევრი კლიენტი.

-დღეის მდგომარეობით, რამდენი ადამიანი ხართ კომპანიაში და სად მდებარეობს თქვენი საწარმო?

-ახლა 13 ადამიანი ვართ. საწარმო ფეიქრებზე მაქვს, რომელიც სესხით ვიყიდე. დიდი ხანია, მიშენება მინდა, რათა გავფართოვდე და დივნებისა და სავარძლების წარმოებაც დავიწყო, თუმცა ნებართვას არ მაძლევენ. ირგვლივ ყველას აქვს მიშენება. 60 კვ.მ. მიწა მაქვს და მინდა, ეს ადგილი გამოვიყენო. გარდა იმისა, რომ ეს ტერიტორია უფრო მოვლილი და ლამაზი იქნება, გაფართოების შემთხვევაში, სხვა ადამიანებსაც ხომ დავასაქმებ... 3 წელია, ვითხოვ ამის უფლებას დედაქალაქის მერიისგან.

საწარმოს გარდა, საკუთარი მაღაზია მაქვს სავაჭრო ცენტრ „საბაში“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და როგორც საცალოდ, ასევე, საბითუმოდ იყიდოს ჩვენი პროდუქცია.

-ვინც ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს, გაქვთ თუ არა მათთვის მიტანის სერვისი ან სხვა დამატებითი მომსახურება?

-დიახ, მიტანის სერვისი გვაქვს, მაგრამ, ამასთან ერთად, მომხმარებელს უკვე ერთ განსხვავებულ და საჭირო მომსახურებასაც ვთავაზობთ. ახლახან ავიყვანეთ ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ადამიანებს ეხმარება, ზუსტად აირჩიონ ისეთი ავეჯი, რომელიც მათ სახლს მოუხდება. ხშირად მათ არ იციან, თუ რა ფერის, სტილისა და ზომის ავეჯი იქნება მათ შემთხვევაში უკეთესი და ჩვენ გვთხოვენ დახმარებას.

-რა მასალებს იყენებთ მუშაობისას?

-ვცდილობთ, ყოველთვის მაღალი ხარისხის და შესაბამისად, შედარებით მაღალფასიანი მასალა გამოვიყენოთ, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, დაბალფასიანი არჩევანიც გვაქვს. ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.

-რამდენად საინტერესოა ის საქმე, რომელსაც აკეთებთ?

-სიმართლე გითხრათ, ეს საქმე ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ყოველდღიურ თვითგანვითარებაზე მუშაობას გულისხმობს. ადამიანები გამუდმებით სიახლეს ითხოვენ და თავიდან გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი. ჯერ კონსტრუქცია უნდა მოიფიქრო, შემდეგ დარბილებაზე იმუშაო და ტყავი ისე გადაჭიმო, რომ ზუსტად კლიენტისთვის სასურველი შედეგი მიიღო.

-დივნებისა და სავარძლების დამზადების კუთხით, საწარმოს გაფართოების გარდა, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

-ახალხან დავიწყე ნატურალურ ტყავზე მუშაობა და ვცდილობ, ეს საქმე კარგად შევისწავლო. ვაპირებ, ტყავის აქსესუარების აქტიური წარმოებაც დავიწყო და ჩემი კომპანია ამ მიმართულებითაც გავაფართოო.

NS