მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან? - იუსტიციის მინისტრის განმარტება
რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან? - იუსტიციის მინისტრის განმარტება

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შეს­ვლა და არ არის ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა" - ასე უპა­სუ­ხა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არ მოხ­და უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეშ­ვე­ბა.

ამას­თან, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან არ­შეშ­ვე­ბის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დაც­ვაა.

"რაც შე­ე­ხე­ბა არ­შეს­ვლის მი­ზეზს, ჩვენ გან­ვმარ­ტეთ და კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შეს­ვლა და არ არის ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც პა­ტი­მა­რი იმ­ყო­ფე­ბა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი და რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, სწო­რედ ამ მო­ტი­ვე­ბით ქალ­ბა­ტო­ნი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ იქნა შეშ­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე, შე­მო­სუ­ლია წე­რი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მეშ­ვე­ო­ბით და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუ­ნებთ პა­სუხს. წინა შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც დე­ნი­სო­ვა იმ­ყო­ფე­ბო­და და გა­ა­კე­თა ცალ­მხრი­ვი გან­ცხა­დე­ბა, ალ­ბათ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მა­შინ შევ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით, რომ მო­ეს­მი­ნა ჩვე­ნი პო­ზი­ცია და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ყო ორი­ვე მხა­რის პო­ზი­ცია იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ის ბრძან­დე­ბო­და მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და გა­მო­ვი­და, გა­ა­კე­თა მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვი გან­ცხა­დე­ბა და არ შეგ­ვე­კი­თხა, კი­თხვაც კი არ და­უს­ვამს ჩვენ­თვის იმის შე­სა­ხებ, სი­მარ­თლეს თუ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მას მი­ა­წო­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამთა
2

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. იქნებ, ნელა, მაგრამ მაინც გამოვიდეთ იმ აზროვნებიდან, რომ "უცხოელს" ყოველთვის და ყველგან წითელი ფარდები არ დავუგოთ და ველაქუცოთ. ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ სტატუსს შეშვენის და არა ისე, როგორც ზოგიერთი მოქმედებს და საქართველოს ისტორიაში უდიდეს მტერს მხარს უჭერს!

ნელი
1

მიშამ რო რუსული არხები აკრძალა, მაშინ უნდა გვეფოქრა მაგაზე. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან? - იუსტიციის მინისტრის განმარტება

რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან? - იუსტიციის მინისტრის განმარტება

"საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება" - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან შეშვება.

ამასთან, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლუდმილა დენისოვას პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვაა.

"რაც შეეხება არშესვლის მიზეზს, ჩვენ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს. წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებულიყო ორივე მხარის პოზიცია იმიტომ, რომ პირველად, როდესაც ის ბრძანდებოდა მე-12 დაწესებულებაში და გამოვიდა, გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის იმის შესახებ, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს”, - განაცხადა ბრეგაძემ.