მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევა გახდება საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - რატი ბრეგაძე
"თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევა გახდება საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - რატი ბრეგაძე

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სი­ლი­უ­მი იყოს მოწ­ვე­უ­ლი, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ იყო და და­მა­ტე­ბი­თი მო­საზ­რე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

"კონ­სი­ლი­უ­მი შე­იქ­მნა ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რო­დე­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ, მა­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. დღეს, რო­დე­საც ის იმ­ყო­ფე­ბა მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ის არის ექი­მე­ბის უფრო მჭიდ­რო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. მას­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ზრუ­ნავს, რო­მელ­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. თუ და­მა­ტე­ბით გახ­დე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვი­ღოთ, ბუ­ნებ­რი­ვია, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

მისი თქმით, გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის სამ­კურ­ნა­ლო, სა­დაც ექი­მე­ბი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

"მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ იყო და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო იყო კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი მო­საზ­რე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა. მრა­ვალ­გზის გა­და­ვუ­ხა­დეთ მად­ლო­ბა კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებს იმ ღი­რე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ მოგ­ვცეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბა, ჩვენ მათ თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ და მო­ვიწ­ვევთ იმის­თვის, რომ მათ­გან კი­დევ მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევა გახდება საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - რატი ბრეგაძე

"თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევა გახდება საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ დამატებითი საჭიროება იქნება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმი იყოს მოწვეული, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება სამკურნალო დაწესებულება არ იყო და დამატებითი მოსაზრებების მოძიება გახდა საჭირო.

"კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა. დღეს, როდესაც ის იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. თუ დამატებით გახდება საჭიროება, რომ რეკომენდაციები მივიღოთ, ბუნებრივია, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულება არის სამკურნალო, სადაც ექიმები პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

"მე-12 დაწესებულება სამკურნალო დაწესებულება არ იყო და შესაბამისად, საჭირო იყო კიდევ დამატებითი მოსაზრებების მოძიება. მრავალგზის გადავუხადეთ მადლობა კონსილიუმის წევრებს იმ ღირებული რჩევებისთვის, რომელიც მათ მოგვცეს. ამ შემთხვევაში, თუ იქნება დამატებითი საჭიროება, ჩვენ მათ თხოვნით მივმართავთ და მოვიწვევთ იმისთვის, რომ მათგან კიდევ მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები“, - განაცხადა ბრეგაძემ.