სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია" - რას წერს კობა დავითაშვილის ვაჟი
"დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია" - რას წერს კობა დავითაშვილის ვაჟი

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ვაჟი თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ცი­ხე­ში ყოფ­ნის სა­კითხს და წერს, რომ სურ­ვი­ლი აქვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი მხრი­დან გა­სამ­რთლდეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თორ­ნი­კეს ნათ­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ წარ­სულ­ში მე­გო­ბარ პო­ლი­ტი­კო­სებს ნა­თელ-მირ­ნო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მათი გზე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­ი­ყა­რა.

თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვი­ლი:

"ჩემი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ:

1. დამ­ნა­შა­ვე უნდა გა­სა­მარ­თლდეს, მაგ­რამ...

2. უნდა გა­სა­მარ­თლდეს სა­მარ­თლი­ა­ნად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

3. ხალ­ხის სა­ჭო­რაო ნამ­დვი­ლად არაა შიმ­ში­ლის დე­ფი­ნი­ცა, მაგ­რამ...

4. ასე­ვე მხო­ლოდ ექი­მე­ბი უნდა აფა­სებ­დნენ, არის თუ არა ადა­მი­ა­ნის სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კუ­ლი. ციხე იმის ცი­ხეა, რომ პი­რა­დი სურ­ვი­ლე­ბი მგო­ნი შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს, არა? შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ ითხოვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დას­ვლას, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას.

5. მინ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ნე­იტ­რა­ლუ­რი მხა­რის­გან გა­სა­მარ­თლდეს. მო­იწ­ვი­ეთ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მოს­მარ­თლე­ე­ბი, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამო­ვი­სუნ­თქოთ და გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა. თუ გა­ა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, ხომ კარ­გი, თუ არა­და, მე პი­რა­დად და­ვი­ღა­ლე ამ ცირ­კით. რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის უკა­ნა ფლანგზეა და ყვე­ლა იმას შევ­ყუ­რებთ, მიშა რას ჭამს თუ ბო­დი­ში და რას ჯვ...

6. მე პი­რა­დად ყვე­ლა­ზე ირო­ნი­უ­ლად ვგრძნობ თავს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნათ­ლი­ათ­ქვენს და მის სის­ტე­მას მა­მათ­ქვე­ნის მოკ­ვლის 3 თუ 4 მცდე­ლო­ბა არ ჰქო­ნია. მა­ინც, შუ­რის­ძი­ე­ბას კარ­გი არას­დროს და არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია, და მოდი გა­და­ვა­გო­როთ რა ეს უბე­დუ­რი თავი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. სჯობს, ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბით და გაძ­ლი­ე­რე­ბით დავ­კავ­დეთ, ვიდ­რე ჭო­რა­ო­ბით.

კარგ სა­ღა­მოს გი­სურ­ვებთ!“ - წერს თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თორ­ნი­კეს მი­მარ­თვა, დე­ი­დამ ხა­თუ­ნა ბი­წა­ძემ შე­ა­ფა­სა და წერს, რომ ნათ­ლუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენტს მხო­ლოდ ორ­ჯერ ჰყავს ნა­ნა­ხი.

ხა­თუ­ნა ბი­წა­ძე:

"მი­შას ნათ­ლუ­ლია, ორად ორ­ჯერ ნახა ნათ­ლი­ა­მი­სი, ნათ­ლო­ბი­სას ჩვი­ლო­ბა­ში და ბე­შუმ­ში. არც ერთი ახ­სოვს ცხა­დია, მაგ­რამ იც­ნობს კარ­გად! არ მინ­და შუ­რის­ძი­ე­ბაო, ცუ­დად ვარ მაგ­რამ მა­ინც არაო, შუ­რის­ძი­ე­ბას კარ­გი არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნა­იო... არ და­ი­წყოს ახლა ვინ­მემ აქ სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მიო... მარ­ტი­ვად იმოქ­მე­დე­თო..."

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 2020 წლის 2 დე­კემ­ბერს 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ვი­თაშ­ვი­ლი ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გახ­ლდათ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და. 2021 წლის 7 ნო­ემ­ბერს, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კო­სი ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
60 იანი
3

უცრემლოდ ვერ წავიკითხე, როდემდე უნდა იტიროს დედებმა?

მანანა
1

ბედნიერია დედას რომელმაც ასეთი გაწონასწორებული შვილები აღზარდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია" - რას წერს კობა დავითაშვილის ვაჟი

"დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია" - რას წერს კობა დავითაშვილის ვაჟი

კობა დავითაშვილი ვაჟი თორნიკე დავითაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეხმაურება ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნის საკითხს და წერს, რომ სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილი ნეიტრალური მხრიდან გასამრთლდეს. მიხეილ სააკაშვილი თორნიკეს ნათლია. ცნობილია, რომ წარსულში მეგობარ პოლიტიკოსებს ნათელ-მირნობა აკავშირებდათ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი გზები სამუდამოდ გაიყარა.

თორნიკე დავითაშვილი:

"ჩემი საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ:

1. დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ...

2. უნდა გასამართლდეს სამართლიანად და კანონის ფარგლებში.

3. ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცა, მაგრამ...

4. ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

5. მინდა, რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსმართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გააასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ...

6. მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით.

კარგ საღამოს გისურვებთ!“ - წერს თორნიკე დავითაშვილი.

მოგვიანებით თორნიკეს მიმართვა, დეიდამ ხათუნა ბიწაძემ შეაფასა და წერს, რომ ნათლული ექსპრეზიდენტს მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი.

ხათუნა ბიწაძე:

"მიშას ნათლულია, ორად ორჯერ ნახა ნათლიამისი, ნათლობისას ჩვილობაში და ბეშუმში. არც ერთი ახსოვს ცხადია, მაგრამ იცნობს კარგად! არ მინდა შურისძიებაო, ცუდად ვარ მაგრამ მაინც არაო, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანაიო... არ დაიწყოს ახლა ვინმემ აქ სტოკჰოლმის სინდრომიო... მარტივად იმოქმედეთო..."

კობა დავითაშვილი 2020 წლის 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავითაშვილი ათი დღის განმავლობაში ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე გახლდათ. გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა. 2021 წლის 7 ნოემბერს, სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსი ღირსების მედლით დააჯილდოვა.