საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციის შემოთავაზება იყო, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, მეორე დღეს კი ითქვა, თითქოს იქ გადაყვანას და შემდეგ ოსებისთვის გადაცემას ვაპირებდით" - კახა კუჭავა
"ოპოზიციის შემოთავაზება იყო, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, მეორე დღეს კი ითქვა, თითქოს იქ გადაყვანას და შემდეგ ოსებისთვის გადაცემას ვაპირებდით" - კახა კუჭავა

"უშუ­ა­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა თუნ­დაც გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, ხოლო მე­ო­რე დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნას და ოსებ­ზე გა­და­ცე­მას აპი­რებ­და" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვამ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც კუ­ჭა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ის, რაც ნამ­დვი­ლად ადარ­დებს, არის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც კი­დევ 9 დე­პუ­ტა­ტი და­ე­მა­ტა. კუ­ჭა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია და მო­შიმ­ში­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბი ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბით იქ­ნე­ბი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

"პირ­ველ რიგ­ში, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ჭი­რო­ებს სწორ ანა­ლიზ­სა და სწორ პა­სუ­ხებს. სამ­წუ­ხა­როა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ბოლო დღე­ებ­ში, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გვეს­მის: - ერთი დღე იყო ძა­ლი­ან მძი­მედ, ცუ­დად, ვერ და­დი­ო­და, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კარ­გად გახ­და, რად­გან სა­სა­მარ­თლო­ზე უნ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა... სად არის სი­მარ­თლე ვე­ღარ გა­ვი­გე! ეს არის რე­ა­ლუ­რი ტრა­გე­დია. ტრა­გე­დი­აა, რომ ხდე­ბა ფაქ­ტე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა! სა­ერ­თოდ და­კარ­გუ­ლია გულ­წრფე­ლო­ბა. ჩემ­თან მო­დი­ან, დახ­მა­რე­ბას მთხო­ვენ. როცა მო­სუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მთხო­ვეს გა­დაყ­ვა­ნა­ზე პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან მე­შუ­ამ­დგომ­ლა - თა­ნახ­მა იყ­ვნენ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ზეც. მე­ო­რე დღეს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ გორ­ში აპი­რე­ბენ გა­დაყ­ვა­ნას და ოსებ­ზე გა­და­ცე­მა­სო. თან პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­თვის ვი­თომ გზებს გვთა­ვა­ზო­ბენ და ამა­ვე დროს, ამა­ვე სა­კი­თხე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კუ­ჭა­ვამ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შე­ფა­სე­ბით, არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, არა­მედ ექი­მე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე და­ნაკ­ლი­სი გლ­და­ნის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
0

მეგონა სალომე მოწესრიგებული ქალი იქნებოდა, შევცდი. ქალბატონო სქაომე, ისეთი საუბარი ვიცი დილიდან საღამომდე ჭავლი არ მომეკიდება ენაზე, ლაპარაკს რა უნდა თუ ცოტა ნაკითხი ხარ და ცოტა ხეირიანი მწერალი გაქვს წაკითხული, მაგალითად ჭილაძე. აი ის გასწავლის ადამიანობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორს არ აქვს წაკითხული, ეგენი მარტო მიწებს იზომავენ , მიწებს ყიდულობენ, გონიათ ეს უშველით რამეს, საქმე გააკეთეთ, საქმეს მიხედეთ. რა უბედურებაა სიმდიდრეზე ფიქრი, გგონიათ სულ იცოცხლებთ?, მაინც მოკვდებით. ხალხს ეცით პატივი. ყველა მიწას ყიდულობს, ღმერთო შენ გვიშველე, ღმერთო დაგვიფარე.

იოსებ ნონეშვილი.
7

ნაცებს ისე აქვთ ტარაბუა არეული უკვე თითონ არ იციან რა უნდათ. აბა მიშა რომ ხის ჯვარს დაიკიდებდა და თანაც მაგოტენასაა ვის ეგონა. თან ჯვარი ჰკიდია და თან იწყევლება და გაჰყვირის ბოლო ხმაზე.

ავტორი:

"ოპოზიციის შემოთავაზება იყო, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, მეორე დღეს კი ითქვა, თითქოს იქ გადაყვანას და შემდეგ ოსებისთვის გადაცემას ვაპირებდით" - კახა კუჭავა

"ოპოზიციის შემოთავაზება იყო, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, მეორე დღეს კი ითქვა, თითქოს იქ გადაყვანას და შემდეგ ოსებისთვის გადაცემას ვაპირებდით" - კახა კუჭავა

"უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, გადაგვეყვანა თუნდაც გორის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა" - აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ის, რაც ნამდვილად ადარდებს, არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კიდევ 9 დეპუტატი დაემატა. კუჭავას ინფორმაციით, პარლამენტის აპარატი გაფრთხილებულია და მოშიმშილე დეპუტატები ყველა საჭიროებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

"პირველ რიგში, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს სწორ ანალიზსა და სწორ პასუხებს. სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის: - ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში კარგად გახდა, რადგან სასამართლოზე უნდოდა მონაწილეობის მიღება... სად არის სიმართლე ვეღარ გავიგე! ეს არის რეალური ტრაგედია. ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება! საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა. ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა პოლიტიკოსების, არამედ ექიმების შესაფასებელია, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით არსებობს თუ არა რაიმე დანაკლისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და შესაბამისად, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება.