პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე და რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები?
"პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე და რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები?

"თუკი ხე­ლოვ­ნუ­რად ხდე­ბა გზის გა­დაკ­ვეტ­ვა და გან­ზრახ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გზის ჩა­ხერგვის­თვის, პო­ლი­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის პირ­და­პირ კა­ნონ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2011 წელს არის მი­ღე­ბუ­ლი" - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალე­ქა­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბით და­ი­ნა­ხეს, რომ ისი­ნი ხე­ლოვ­ნუ­რად გეგ­მა­ვენ გზის გა­და­კეტ­ვას.

"ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად გეგ­მა­ვენ გზის გა­და­კეტ­ვას და გან­ზრახ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნას ტრან­სპორ­ტის­თვის. თუკი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ­ღვე­ვენ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს, პო­ლი­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სწო­რედ ამის თა­ო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, როცა შსს- მ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ და­არ­ღვევს კა­ნონს და არ გას­ცდე­ბა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დაშ­ვე­ბულ იმ ფარ­გლებს, რაც არის გან­სა­ზღვრუ­ლი კა­ნო­ნით, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა პირს, აქვთ უფ­ლე­ბა შეკ­რე­ბა­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის. კა­ნონ­ში პირ­და­პირ ჩა­წე­რი­ლია, რომ თუკი ხე­ლოვ­ნუ­რად ხდე­ბა გზის გა­დაკ­ვეტ­ვა და გან­ზრახ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გზის ჩა­ხერგვის­თვის, პო­ლი­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის პირ­და­პირ კა­ნონ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2011 წელს არის მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსვლე­ლო­ბას მარ­თა­ვენ, ავ­ტო­ბუ­სე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი და წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

რი­ყის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 10-მდე ე.წ. ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ად­გილ­დე­ბა, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი გა­დაჰ­ყავს. ად­გილ­ზეა ასე­ვე წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბიც.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მსვლე­ლო­ბა მეტ­რო "ავ­ლაბ­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე!
0

 ქუჩის ხულიგნები, თავზე აზის ხალხს და პოლიციას, ეგრეთ წოდებული, დემოკრატიის სახელით. ქუჩის ავტო და მოტო ხულიგნები, ვერ აღუკვეთიათ. კანონი უნდა კანონობდეს. ამისთვის მიშიკო არ უნდა იყვვეს აუცილებელი. მორჩა კინო.

საქო
0

იმიტომ, რომ ამათ სხვა არაფერი შეუძლიათ.

ავტორი:

"პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე და რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები?

"პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე და რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები?

"თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული" - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექასანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით დაინახეს, რომ ისინი ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას.

"ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას და განზრახ დაბრკოლებების შექმნას ტრანსპორტისთვის. თუკი მონაწილეები არღვევენ კანონის მოთხოვნებს, პოლიციას აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი მექანიზმები და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს- მ გაავრცელა განცხადება. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ დაარღვევს კანონს და არ გასცდება შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ იმ ფარგლებს, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული", - განაცხადა დარახველიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

რიყის პარკის ტერიტორიაზე 10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდება, რომელსაც სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.