სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას " - სააკაშვილის საქმის მოსამართლე
"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას " - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

"ამას აქვე და­ვუს­ვამ წერ­ტილს, სა­სა­მარ­თლო არ გეგ­მავს პრო­ცე­სე­ბის ცი­ხე­ში გაგ­რძე­ლე­ბას, ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის მო­სა­მარ­თლემ ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ცი­ხე­ში მა­საც ჩა­უ­ტა­რე­ბია, თუმ­ცა, ამის­თვის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს.

"დაც­ვის მხა­რის მო­ლო­დი­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის პე­ნი­ტენ­ცი­ურ­ში ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებს, რომ თით­ქოს, ფარსში მო­ნა­წი­ლე­ობს, ამას აქვე და­ვუს­ვამ წერ­ტილს - სა­სა­მარ­თლო არ გეგ­მავს პრო­ცე­სე­ბის ცი­ხე­ში გაგ­რძე­ლე­ბას და ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს!

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­შიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს პრო­ცე­სე­ბი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, მეც მქო­ნია სხდო­მა ცი­ხე­ში, მაგ­რამ ამის­თვის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი უნდა იყოს და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. რო­გორც წესი, ეს ბრალ­დე­ბუ­ლის იმგვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც ეტა­პი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, მაგ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლი ითხოვს ამას. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით არის მძი­მე, მაგ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლი არ ითხოვს ამას. ბუ­ნებ­რი­ვია, მის გა­რე­შე ვერ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა დის­ტან­ცი­ურ ფორ­მას, დაც­ვის მხა­რის მხრი­დან არ მო­მის­მე­ნია ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, თუ მოგ­ვაწ­ვდით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი",- გა­ნა­ცხა­და კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

"ბა­ტო­ნო ბად­რი, რაც თქვენ გა­აჟ­ღე­რეთ, ერ­თად აღე­ბუ­ლი, ან ცალ-ცალ­კე თქვე­ნი უპი­რო­ბო აცი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია და ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ვა­ყე­ნებ. თქვენ რომ ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მსა­ჯუ­ლი არ ხართ, აქამ­დეც ვი­ცო­დით, ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი გვაქვს და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც. მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ­დეც მკა­ფიო აზრი გვქონ­და ამა­ზე",- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰა?
5

ეს მოსამართლე გადაცმული ბერა ხო არაა? 

zaaza
12

ეს ბიძსო შვილია? როგორ გვანან ბიძოს შვილები ამას)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას " - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას " - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

"ამას აქვე დავუსვამ წერტილს, სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სასამართლო პროცესები ციხეში მასაც ჩაუტარებია, თუმცა, ამისთვის საკმარისი საფუძველი და აუცილებლობა უნდა არსებობდეს.

"დაცვის მხარის მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესების პენიტენციურში ჩატარებას აპირებს, რომ თითქოს, ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მდგომარეობა, გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას მოხარული ვიქნები",- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

"ბატონო ბადრი, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთად აღებული, ან ცალ-ცალკე თქვენი უპირობო აცილების საფუძველია და ამ შუამდგომლობას ვაყენებ. თქვენ რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ, აქამდეც ვიცოდით, ამაზე სერიოზული ეჭვები გვაქვს და დადასტურებული ფაქტებიც. მიხეილ სააკშვილის ჩამოსვლამდეც მკაფიო აზრი გვქონდა ამაზე",- განაცხადა ბასილაიამ.