ავტორი:

პაბლო პიკასოს ცხოვრებისა და შემოქმედების 10 საინტერესო ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე

პაბლო პიკასოს ცხოვრებისა და შემოქმედების 10 საინტერესო ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე

წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და წარმოუდგენელ ფაქტებს ლეგენდარულ მხატვარზე.

პიკასოს დაბადება

უცნაურობები პიკასოს დაბადებიდანვე დაჰყვა. ის 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთის საპორტო ქალაქ მალაგაში დაიბადა. ექიმებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ჩვილი მკვდარი დაიბადა. მომავალი გენიოსის ბიძამ პიკასო სრულიად მოულოდნელი მეთოდით გადაარჩინა. მან უძრავად მყოფ ახალშობილს სიგარის კვამლი პირდაპირ სახეში შეაბოლა. ჩვილი მომენტალურად ატირდა.

პიკასოს სრული სახელი

მხატვრის სრული სახელი 23 სიტყვისგან შედგება: პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრიციო რუის პიკასო.

პიკასოს ფერწერის სტილი

პაბლო პიკასო იყო კუბიზმის ფუძემდებელი. მან უდიდესი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის ვიზუალური ხელოვნების განვითარებაზე და უამრავი ოსტატი „დააინფიცირა“ თავისი შემოქმედებითი იდეოლოგიით.

პაბლო პიკასო „გერნიკა“

1937 წელს, ნაცისტური გერმანიის საჰაერო ძალებმა ჰაერიდან შეუტიეს ესპანეთის ქალაქ გერნიკას. 3 საათის განმავლობაში რამდენიმე ათასი ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ქალაქი პრაქტიკულად განადგურდა. პიკასო შოკირებული იყო მომხდარით და თავისი ემოციები ტილოზე გადაიტანა. სულ რაღაც ერთ თვეში შეიქმნა ცნობილი ნახატი „გერნიკა“.

ერთხელ, ნაცისტმა ოფიცერმა ნახა ამ ნახატის ფოტო და მხატვარს ჰკითხა, მან გააკეთა თუ არა ეს, რაზეც პიკასომ უპასუხა: „არა, ეს შენ გააკეთე!“

არა მხოლოდ მხატვარი

...პიკასოს კიდევ ერთი განცხადება საკუთარი თავის შესახებ: „ჯარში რომ წავსულიყავი, გენერალი გავხდებოდი, მაგრამ მე გავხდი მხატვარი და გავხდი პიკასო“. ბევრმა არ იცის, რომ პაბლო მხოლოდ მხატვარი არ იყო. ის სხვა პროფესიებშიც წარმატებული იყო: მოქანდაკე, დეკორატორი, დიზაინერი, დრამატურგი, მწერალი და პოეტი.

პიკასოს სიყვარული

პიკასო ცნობილი მექალთანე იყო. მისი პირველი ქორწინება 1917 წელს, რუს ბალერინა - ოლგა ხოხლოვასთან შედგა. მათ ერთად 18 წელი იცხოვრეს და ვაჟი შეეძინათ. 1927 წლიდან პიკასის ურთიერთობა ჰქონდა მარი-ტერეზა ვალტერთან, რომელმაც ქალიშვილი გაუჩინა. 1943 წლიდან ცხოვრობდა ფრანსუაზა ჟილოსთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინა. თითოეულ ქალთან ათ წელზე მეტხანს იცხოვრა. ჟაკლინ როკი პაბლო პიკასოს უკანასკნელი სიყვარული და მეორე ოფიციალური ცოლი გახდა. ისინი 1953 წელს შეხვდნენ, როდესაც ჟაკლინი 26 წლის იყო, პაბლო კი 72 წლის. პიკასო ყოველდღე თითო ვარდს ჩუქნიდა საყვარელ ქალს. ჟაკლინი ნახევარი წლის შემდეგ დათანხმდა მასთან შეხვედრას. წყვილმა პიკასოს პირველი მეუღლის, ოლგა ხოხლოვას გარდაცვალებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ იქორწინა. პიკასომ ჟაკლინთან ერთად უკანასკნელი 20 ბედნიერი წელი გაატარა.

რამდენი ნახატი შექმნა პიკასომ?

1998 წელს პიკასო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ნაყოფიერი მხატვარი მსოფლიოში. მისი შემოქმედებითი კარიერის 78 წლის განმავლობაში შეიქმნა 13 500-ზე მეტი ნახატი, 100 000 პრინტი, 34 000 წიგნის ილუსტრაცია, 300 სკულპტურული და კერამიკული ნამუშევარი - ჯამში, დაახლოებით 150 000 ხელოვნების ნიმუში.

რა ღირს პიკასოს ნახატები?

პიკასო მსოფლიოში „ყველაზე ძვირადღირებულ“ მხატვრადაა აღიარებული. მისი ერთ-ერთი ნახატი „გაშიშვლებული, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“ 106,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. „ალჟირელი ქალები“ კი - 179,4 მლნ. დოლარად.

პიკასომ ხანგრძლივი, ენერგიული და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა. ის 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ჩემი სიკვდილი გემის ჩაძირვა იქნება. როდესაც დიდი გემი იღუპება, ყველაფერს, რაც მის გარშემოა, მორევში ითრევს.

ალბომი პიკასოს შემოქმედებაზე

15 ნოემბრიდან გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად სერია „დიდი მხატვრების“ ალბომი - „პიკასო“ გამოვა!

ნახატები წიგნში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრის ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ. ალბომის სპეციალური ფასი 15,00 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 17,00 ლარი. მისი შეძენა კი ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებშია შესაძლებელი. ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ პალიტრა L-ის საიტიდან და ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით.