ისედაც პოლარიზებული გარემო საქართველოში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებისა და მის გარშემო განვითარებული პროცესების შედეგად უფრო კრიზისული ხდება. ერთი შეხედვით, ხელისუფლების მოქმედება სულ უფრო ემსგავსება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რის თაობაზეც უკვე ლაპარაკობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მაგალითად, "ამნესტი ინტერნეიშენალის" გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური რევანში.
მას მერე, რაც ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაღებული კადრების გავრცელება დაიწყო, დასავლელი ექსპერტების თუ პოლიტიკოსების ტონი გაცილებით კრიტიკული გახდა. მაგალითად, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ან - ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაციაო. "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს", - ეს კი ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ტვიტერზე" დაწერა. მისივე თქმით, საჭიროა საქართველოსთან დაკავშირებით ფინანსური რეაგირებაც.
"არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის ბევრი დაპირების და საკუთარი მოქალაქეების მიმართ დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მას მერე, რაც საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსული ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, სავარაუდოდ, დასავლეთიდან კრიტიკა გაძლიერდება, ექსპერტთა ნაწილი საქართველოსა და კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:
- ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, მეტიც, ვუახლოვდებით იმ კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც პროცესების შემობრუნება ძნელი, თითქმის შეუძლებელიც კი იქნება. უკვე ისეთია დაპირისპირება, ისე უკან არის გადაწეული სახელმწიფოს ინტერესები და ისეთ არაადეკვატურ საქციელს ვხედავთ, შეიძლება პროცესებმა ძალიან მძიმე ხასიათი მიიღოს, რადგან საქართველოში ვნებათაღელვის მაღალი მუხტი სერიოზულ რისკს აჩენს. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე პროცესებით ქვეყანა უკვე დაზიანდა. სამწუხაროდ, თუ არ მოხდა დროულად დეესკალაცია, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ. ამ ყველაფერში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, ქვეყანაში შექმნას სტაბილური გარემო და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაძაბულობა კი არ გაიზარდოს, არამედ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს. ვითარება არჩევნების წინაც კრიტიკული იყო, მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოებაში ასეთი აგრესიაა და ხშირად ვითარების დამშვიდების ნაცვლად, პირიქით, რადიკალიზაციის მცდელობას, აგრესიულ განცხადებებს, მოწინააღმდეგის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ვხედავთ, ძალიან რთული სავარაუდოა, რა შეიძლება მოხდეს.
განსაკუთრებით აუხსნელია ხელისუფლების ამგვარი სიჯიუტე. ის უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა მთელი ქვეყნის, მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების წინაშე. გვინახავს ამგვარი პროცესების მძიმე შედეგები ჩვენი ისტორიის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და კარგად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაკისრია. ამ პროცესების შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს გაცილებით მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. გააგრძელეთ კითხვა
ისტორიის ქარტეხილში ბევრი დიდი თუ პატარა ქვეყანა გამქრალა ამ სამყაროში.
ჩვენი პატარა, სუსტი და ღარიბი ქვეყანა საბოლოო განადგურებას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებმა ერეკლე II და სოლომონ II თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება ეთხოვათ რუსეთისათვის მფარველობა.
თუ იყო სხვა გამოსავალიც? იყო, თუ ჩვენ გავხდებოდით სპარსეთისა და ოსმალეთის შემადგენელი ნაწილები!
ჩემი მოკრძალებული აზრით ჩვენი ბრძენი მეფეების წყალობით დღეს, 3 საუკუნის გასვლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფო, ენა და მართმადიდებელი სარწმუნოება! სხვადასხვა დამპყრობელებისაგან თითქმის გაწყვეტილი ერი დღეს ვარსებობთ!....
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს მაშინდელ ტფილისში: „საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.“
დღეს ქვეყანა ესწრაფვის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო.
დავუშვათ გავხდით ნატოს წევრი ქვეყანა, მერე რა ხდება? დაკარგულ ტერიტორიებს ვიბრუნებთ თუ რას ვაკეთებთ? თუ ომს ვუცხადებთ რუსეთს? და ამ ომში ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ერთვებიან ნატოს წევრი ქვეყნები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა. შ.)! ჩვენ ცოტა ხომ არ გავაფრინეთ?
გამოსავალი რა არის? რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი თავი - საქართველოსათვის არავინ ომს არ დაიწყებს.
მაშინ რა უნდა ვქნათ? გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და მივაღწიოთ განვითარების ისეთ დონეს და სიუხვეს, რომ აფხაზებსა და ოსებს გაუჩნდეთ ინტერესი ჩვენთან ყოფნისა. ძალით არაფერი არ გამოვა!!!!!
მოკლედ რამდენი ექსპერტი ყავს ამ ქვეყანას,რამდენი მცოდნე და მამაცი გული...
ომი რო დაიწყება კი მოხევთ აქედან და შეგვატოვებთ ისევ მართლა ქვეყნის მოსიყვარულე ხალხს მტერთან პირისპირ...
ერთი კითხვა მაქ!!!
ვთანხმდებით ყველანი,რომ რუსეთი მტერია და ოკუპანტი? კიბატონო ვთანხმდებით.
არის ამოცანა მოვუგოთ რუსეთს? კიბატონო არის!
როგორ უნდა მოვუგოთ? ევროპა და ამერიკა არ იომებენ გამორიცხულია! რა ვქნათ???
იქნებ ჭკუით მოვუგოთ??? ხერხი ჯობია ღონესაო არ გაგიგიათ???
თუ ჭკუით მოგება გვინდა,მაშინ ეს გაფანატებული ნაცსექტაა მოსასორებელი და ოპლა სასწაული! გასაგები ხდება თუ რატო აკერიათ ნაცებს გამუდმებით პუტინი და რუსეთი პირზე!!! თუ ჩვენ ხერხით დავიწყებთ რუსებთან მიდგომას,მაშინ ნაცფანატიკოსები აღარ გვჭირდება! ანუ გამოდის,რომ რუსებს ყველაზე მეტად აწყობთ მიშა და მისი ფანატიკოსების გუნდი :) მარტივი ლოგიკა :)