ავტორი:

"ქართული ოცნების" ჯიუტი ახირება, მიხეილ სააკაშვილის საოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, ემსაგავსება მკვლელობის მცდელობას" - ლევან ბეჟაშვილი

"ქართული ოცნების" ჯიუტი ახირება, მიხეილ სააკაშვილის საოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, ემსაგავსება მკვლელობის მცდელობას" - ლევან ბეჟაშვილი

"ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ - ჯიუტი ახირება, რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნებისგან", ემსგავსება მკვლელობის მცდელობას" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელმაც პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყო.

ლევან ბეჟაშვილი და კიდევ 9 დეპუტატი პარლამენტში სხდომათა დარბაზთან შიმშილობს.

"ერთადერთი მოთხოვნა, ელემენტარული მოთხოვნა, რომელიც არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს, ვისთვისაც ჰუმანურობა და სამართლიანობა ღირებულია, არის ის, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მან შეწყვიტოს შიმშილობა და სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რის საშუალებაც ციხის საავადმყოფოში არ არის. ამაზე არაერთი დასკვნა გაკეთდა და არაერთი განცხადება ექიმებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჯიუტი ახირება, რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნებისგან" ემსაგავსება მკვლელობის მცდელობას,"-განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს არიან: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.