ავსტრიაში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, დღეიდან "ლოქდაუნი“ წესდება.
”ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი არაა, მაგრამ აუცილებელია,” - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა.
"ლოქდაუნის“ ფარგლებში არავაქცინირებულ პირებს გადაადგილება ეზღუდებათ და საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვთ, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოზე ან პირველადი საჭიროების პროდუქციის შესაძენად მიდიან.
ავსტრიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 65%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.
ერთი რამე არ მესმის, მე როგორც არავაქცინირებულს ვაქცინირებულებისგან რომ გადამედოს ვირუსი, ამაზე ვინ აგებს პასუხს?..
გამყრელიძე პასუხს აგებს?..
ამ სტატიის არსი და აზრი ვერ გავიგე, ჩვენ არ მეგონა ავსტრიის გუბერნია თუ ვიყავით...ასეთ სტატიებს სჯობს ყველას ერთი სახელი მოუძებნოთ და დაარქვათ "ცეცხლთან თამაში", ვაქცინა არის ნებაყოფლობითი და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია არის დანაშუალი და ყველა პასუხს აგებს, გახსოვდეთ!!!