მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, მკაფიო დათქმით... " - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, მკაფიო დათქმით... " - ადვოკატი

"ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ექი­მე­ბის ვი­ზიტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, გახ­ლავთ დე­ზინ­ფორ­მა­ცია,"- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბის ვი­ზი­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან უნდა მოხ­დეს შე­ფერ­ხე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რე­ი­ე­რე­ბის გა­რე­შე და ახლა სწო­რედ კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებს ელო­დე­ბი­ან.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცხა­დია, ითხოვს პა­რი­ტე­ტუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ფორ­მი­რე­ბას და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შეს­ვლას ცი­ხე­ში, თუმ­ცა ის არც ერთი წუ­თით არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის ვი­ზიტს, მზად არის შეხ­ვდეს, რო­გორც მთლი­ა­ნი კონ­სი­ლი­უ­მის შე­მად­გენ­ლო­ბას, ასე­ვე მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ასე­ვე, ვფიქ­რობთ და მო­ვი­თხოვთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კონ­სი­ლი­უ­მის ვი­ზი­ტი, ვიდ­რე, პარტნი­ო­რი კონ­სი­ლი­უ­მი შე­იქ­მნე­ბა, უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­ფერ­ხე­ბი­სა და ყო­ველ­გვა­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის გა­რე­შე, ისე, რომ ექი­მებს, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ევა­ლე­ბათ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სი­ცო­ცხლი­სა დ ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ვი­ზი­ტი და მისი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა მო­ა­ხერ­ხონ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა კი­თხვას რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ამ­ჟა­მად მოქ­მედ კონ­სი­ლი­უმ­თან არის უკვე პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლი“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ითხოვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის შექ­მნას.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის ამ­ჟა­მად მოქ­მედ კონ­სი­ლი­უმს შეხ­ვდეს, ცხა­დია, იმ მკა­ფიო დათ­ქმით, რომ ითხოვს ძა­ლი­ან სწრა­ფად პა­რი­ტე­ტულ სა­წყი­სებ­ზე, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის შექ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რო­გორც შოთა თუთ­ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, კონ­სი­ლი­უმს უკვე ელო­დე­ბი­ან.

"ჩვენ უკვე ვე­ლო­დე­ბით კონ­სი­ლი­უმს, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი აქ მო­ვიდ­ნენ და შეხ­ვდნენ პრე­ზი­დენტს“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
0

პრეზიდენტს კიარა, პატიმარს,, იგივე უცხო ქვეყნის მოქალაქეს! რომელმაც თავისი სურვილით უარყო, ქართველობა! რაც შეეხება იმას, რომ ყოფილი პრეზიდენტი იყო: მესამე პრეზიდენტად, კი არუნდა მოიხსენიებოდეს, არამედ ქართველების შეცდომად და საქართველოს სირცხვილად!!!ეს იქნება სწორი აბბააა, ამ, ერთი კაცის გამო მსოფლიო დაგვცინის! ზოგი მომენტით სარგებლობს და ყურს გვიწევს! ყოველივე ამის მიზეზი კი სწორედ ეს ყოფილია.

სოლომონი
0

გირჩევთ თავიდან ფსიქიატრი შეუშვათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, მკაფიო დათქმით... " - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, მკაფიო დათქმით... " - ადვოკატი

"ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ექიმების ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა, გახლავთ დეზინფორმაცია,"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამჟამად მოქმედი კონსილიუმის წევრების ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან უნდა მოხდეს შეფერხების და ხელოვნური ბარეიერების გარეშე და ახლა სწორედ კონსილიუმის წევრებს ელოდებიან.

"მიხეილ სააკაშვილი ცხადია, ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა ის არც ერთი წუთით არ ეწინააღმდეგება ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს, მზად არის შეხვდეს, როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ასევე მათ ინდივიდუალურად.

ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად მოქმედი კონსილიუმის ვიზიტი, ვიდრე, პარტნიორი კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს შეფერხებისა და ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე, ისე, რომ ექიმებს, ადამიანებს, რომელთაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა დ ჯანმრთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება საკუთარი შეხედულებისამებრ, საჭიროებისამებრ, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი და მისი სამედიცინო შემოწმება მოახერხონ. ვფიქრობ, ყველა კითხვას რა დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად მოქმედ კონსილიუმთან არის უკვე პასუხგაცემული“, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას.

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, ცხადია, იმ მკაფიო დათქმით, რომ ითხოვს ძალიან სწრაფად პარიტეტულ საწყისებზე, ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც შოთა თუთბერიძემ განაცხადა, კონსილიუმს უკვე ელოდებიან.

"ჩვენ უკვე ველოდებით კონსილიუმს, ნებისმიერ დროს შეიძლება კონსილიუმის წევრები აქ მოვიდნენ და შეხვდნენ პრეზიდენტს“, - განაცხადა ადვოკატმა.