ავტორი:

"ვითხოვთ ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს" - პარლამენტთან მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ვითხოვთ ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს" - პარლამენტთან მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების ჩანიშვნა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძის განცხადებით, დღევანდელი აქციაზე სპიკერები იქნებიან ახალგაზრდები, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც ეცდებიან ხელისუფლებას მიაწვდინონ სამოქალაქო პროტესტის ხმა და აიძულონ წავიდნენ დათმობებზე.

"დღევანდელი აქციით სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ვითხოვთ ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს. ამ არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული რესურსის, სუს-ისა და ყველა მექანიზმის გამოყენებით მოახდინა გავლენა მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე. ეს არჩევნები ვერანაირად ჩაითვლება თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებად, ამიტომ ეს არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საუკეთესო საშუალება.

მეორე მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალქო კლინიკაში, ის ვითარება, რომელიც ამ ადამიანის გარშემო ვითარდება კარგად წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეთა სიცოცხლე”, - აღნიშნა ნოდარ რუხაძემ.