მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში" - "ევროპის სახალხო პარტიის" მიმართვა საქართველოს მთავრობას
"სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში" - "ევროპის სახალხო პარტიის" მიმართვა საქართველოს მთავრობას

“ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია“ (EPP) მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვილ კლი­ნი­კა­ში.

"ჩვენ კვლავ სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბით, ისე­ვე რო­გორც მისი, რო­გორც პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სა და ღირ­სე­ბის და რო­გორც პი­რის, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას უნდა ჩა­უ­ტარ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვილ კლი­ნი­კა­ში“, - აცხა­დებს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, EPP-ის ჯგუ­ფის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სპი­კე­რი, მა­იკლ გა­ლე­რი.

მა­იკლ გა­ლე­რი ასე­ვე მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­ას­რუ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრუ­ლად.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­სულ თვე­ში შექ­მნა სა­მე­დი­ცი­ნო საბ­ჭო - სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც მო­ნი­ტო­რინგს უწევს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. თუმ­ცა მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრუ­ლად არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ისი­ნი სრუ­ლად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ“, - აღ­ნიშ­ნა გა­ლერ­მა.

"ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ ვებგ­ვე­დის თა­ნახ­მად, მა­იკლ გა­ლე­რის გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა მე­დი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმე­ნის­გან მომ­დი­ნა­რე შე­მაშ­ფო­თე­ბელ ცნო­ბებს, არა­სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ასე­ვე ცი­ხე­ში მყო­ფი სხვა პა­ტიმ­რე­ბის მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის შე­სა­ხებ.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი 1 ოქ­ტომ­ბრი­დან, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ შიმ­ში­ლობს. მას 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც 2018 წელს და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლეს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ის ოთხშა­ბათს სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს უნდა დას­წრე­ბო­და, თუმ­ცა მას არ მის­ცეს ამის უფ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გამო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია EPP-ის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოლი თიკანი
4

ევროპის სახალხო პარტიას შეუძლია მიმართოს შალვა ნათელაშვილის პარტიას და მას მოუწოდოს ნებისმიერი რამ.

ხვიჩა
4

ოოოო შემოგაკლდათ ხომ მიშასგან ფულები.ერთი იკითხეთ საიდან გაძლევდათ მიშა ფულს,როცა ქვეყანა დააქცია და გაიტანა.როგორაწამებდა ხალხს და როგორ ართმევდნენ ქონებას.ოქრუაშვილმა საპროცესო გარიგება რომ ოფიციალურ რეკეტეთ დააკანონა.აი მასეთ ფულს გაძლევდათ მიშა.კიდევ ატკატები,თქვენგან ვალი გვედებოდა,თქვენთან კი სუფთა მაყუთი მოდიოდა ქეშად.ერთი დაინტერესდით რააა,თუ შფოთავთ მარტო და გმობის მეტი არაფერი იცით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში" - "ევროპის სახალხო პარტიის" მიმართვა საქართველოს მთავრობას

"სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში" - "ევროპის სახალხო პარტიის" მიმართვა საქართველოს მთავრობას

“ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც პირის, რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი, EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი, მაიკლ გალერი.

მაიკლ გალერი ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას შეასრულოს სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები სრულად.

"საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა გალერმა.

"ევროპის სახალხო პარტიის“ ვებგვედის თანახმად, მაიკლ გალერის განცხადება მოჰყვა მედიისა და საქართველოს ომბუდსმენისგან მომდინარე შემაშფოთებელ ცნობებს, არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მიერ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის შესახებ.

"სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, დაკავების შემდეგ შიმშილობს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას შემდეგ, რაც 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს საპრეზიდენტო ვადის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ის ოთხშაბათს სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა, თუმცა მას არ მისცეს ამის უფლება უსაფრთხოების საკითხების გამო“, - აღნიშნულია EPP-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.