საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი" - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით
"ამ სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი" - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი, ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გუ­რუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნე­ბენ, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა­ვენ. გან­ცხა­დე­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის იმ რის­კებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ­ლის წი­ნა­შეც ექი­მე­ბის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა იმ­ყო­ფე­ბა.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს!

თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მი­უ­თი­თოთ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს, რომ პა­ტი­მა­რი პა­ცი­ენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი არა, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ამ­ჟა­მად და ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის მახ­ლობ­ლად კი არ უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი, არა­მედ კარ­გად აღ­ჭურ­ვილ, გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ტე­ლე­მეტ­რი­უ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბა რიგი სე­რი­ო­ზუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­მაც ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო, ლე­ტა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ვი­ზი­ტად მყო­ფი მე­გობ­რის გად­მო­ცე­მით, მას დღეს აღე­ნიშ­ნა გუ­ლის­რე­ვა მო­ყა­ვის­ფრო შიგ­თავ­სით. სა­ვა­რა­უ­დოდ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ყა­ვის ნა­ლე­ქის ტი­პის ღე­ბი­ნე­ბა (vomiting of blood or coffee-ground-like material). ეს არის კუჭ-ნაწ­ლა­ვის ზედა ტრაქ­ტი­დან სის­ხლდე­ნის პა­თოგ­ნო­მუ­რი კლი­ნი­კუ­რი ნი­შა­ნი. ასე­თი სის­ხლდე­ნა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ერო­ზი­უ­ლი უბ­ნი­დან ან წყლუ­ლო­ვა­ნი ზე­და­პი­რი­დან.სის­ხლდე­ნა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან წარ­მო­ად­გენს გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მას.

ასე­თი პა­ცი­ენ­ტი სას­წრა­ფოდ უნდა იქ­ნეს მო­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და არას­ტა­ბი­ლუ­რი ჰე­მო­დი­ნა­მი­კის შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პირ პა­ლა­ტა­ში­ვე უნდა ჩა­ტარ­დეს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ზედა ტრაქ­ტის ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა შე­სა­ბა­მი­სი რა­დი­კა­ლუ­რი ჩა­რე­ვით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შე­საძ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბაც.კლი­ნი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტის ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ზუს­ტი და მუდ­მი­ვი გან­სა­ზღვრა.

კერ­ძოდ, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში უნდა ისა­ზღვრე­ბო­დეს წნე­ვა, გუ­ლის­ცე­მა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, სუნ­თქვის სიხ­ში­რე და ა.შ.და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უზუს­ტე­სი კვლე­ვა და პა­ცი­ენ­ტის მომ­ზა­დე­ბა სის­ხლის შე­საძ­ლო გა­დას­ხმის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რად სა­მარ­თა­ვად შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს მა­სი­უ­რი ჰე­მოტ­რანსფუ­ზია, სპე­ცი­ფი­კუ­რი ენ­დოს­კო­პი­უ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი, კომ­პლექ­სუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხოვს ამ პრო­ცე­დუ­რებ­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბულ, გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნდს, რაც უპი­რო­ბოდ უნდა ჩა­ტარ­დეს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.მო­შიმ­ში­ლე პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი გარ­თუ­ლე­ბა თუ პრო­ცე­დუ­რა ბევ­რად უფრო სა­რის­კო და ძნე­ლად სა­მარ­თა­ვი ხდე­ბა.

პრო­ცე­დუ­რი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ანეს­თე­ზი­ის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს. ასე­თი პა­ცი­ენ­ტის ანეს­თე­ზი­ას აუ­ცი­ლებ­ლად წინ უნდა უძღო­დეს ელექტრო­ლი­ტე­ბის ბა­ლან­სის აღ­დგე­ნა.გარ­და ამი­სა, დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბა ტრე­მო­რი, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი კუნ­თო­ვა­ნი სი­სუს­ტე და მეხ­სი­ე­რე­ბის ხან­მოკ­ლე ჩა­ვარ­დნე­ბი.

ეს სიმპტო­მე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით მი­უ­თი­თებს უაღ­რე­სად სა­ში­ში ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის, ვერ­ნი­კე-კორ­სა­კო­ვის სინ­დრო­მის სა­წყი­სი ეტა­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მო­ად­გენს კი­დევ ერთ გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო კა­ტას­ტრო­ფას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს კრუნ­ჩხვე­ბი­თა და კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, პრო­ფე­სი­ულ სინ­დის­სა და ჩვენს ოფი­ცი­ა­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ეთერ­ში სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით, უპი­რო­ბოდ იმ­ყო­ფე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი სიკ­ვდი­ლის რის­კის ქვეშ.

სა­ჭი­რო­ებს სას­წრა­ფო გა­მოკ­ვლე­ვებს და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, ინ­ვა­ზი­ურ ჩა­რე­ვებ­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, კარ­დი­ო­ლო­გი, ჰე­მა­ტო­ლო­გი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი და ნუტ­რი­ცი­ო­ნის­ტი.

ასე­ვე, პა­ცი­ენტს უნდა უვ­ლი­დეს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექთა­ნი რო­მელ­საც შე­უძ­ლია სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ჰე­მო­დი­ნა­მი­უ­რი ძვრე­ბის მო­ნი­ტორ­ზე მყი­სი­ე­რი ამოც­ნო­ბა.გაფრ­თხი­ლებთ, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის და­ყოვ­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი", - ნათ­ქვა­მია ნანა გე­გეჭ­კო­რი­სა და ზუ­რაბ გუ­რუ­ლის ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

ტოტო შენ გვიშველი, გცოდნია ყვლაფერი 1 კურსელზე მეტი. და შენ და ის მაგარი პეციალისტი ნადირაძე ერთად საამაყოები იქნებით ქართული მედიცინისათვის. გურული და გეგეჩკორი პოლიტიზირებულები არიანო ცუდია!! ააა და მთელი ქართული მედ პერსონალი რომ დაშინებული რას ბლუყუნებს კარგია! ვინც ობიექტურია ნამდვილად პროფესიონალია და ფულზე არ იყიდება.

ლევანი
1

ესენი სხვა და სხვა სპეციალობების უმაღლეს დონეზე მცოდნეობის გარდა ტელეპატებიც არიან თან ისეთი რენდგენს ტომოგრაფიას საერთოდ არ ხმარობენ, ადამიანის ფოტოს რომ დახედავენ ეგრევე გრძნობენ მის მდგომარეობას მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საპნის ბუშტები არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ამ სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი" - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

"ამ სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი" - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომლითაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. განცხადებაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის იმ რისკებზეა საუბარი, რომლის წინაშეც ექიმების თქმით, სააკაშვილი ახლა იმყოფება.

"ჯანდაცვის სამინისტროს!

თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ.

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება რიგი სერიოზული ობიექტური სიმპტომები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შექმნას სიცოცხლისათვის სახიფათო, ლეტალური გართულება.

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტად მყოფი მეგობრის გადმოცემით, მას დღეს აღენიშნა გულისრევა მოყავისფრო შიგთავსით. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ყავის ნალექის ტიპის ღებინება (vomiting of blood or coffee-ground-like material). ეს არის კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან სისხლდენის პათოგნომური კლინიკური ნიშანი. ასეთი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული უბნიდან ან წყლულოვანი ზედაპირიდან.სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო პრობლემას.

ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში პირდაპირ პალატაშივე უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევა შესაბამისი რადიკალური ჩარევით. გასათვალისწინებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესაძლო საჭიროებაც.კლინიკურად მნიშვნელოვანია პაციენტის ჰემოდინამიკური მდგომარეობის სტაბილურობის ზუსტი და მუდმივი განსაზღვრა.

კერძოდ, მუდმივ რეჟიმში უნდა ისაზღვრებოდეს წნევა, გულისცემა, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ა.შ.დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების უზუსტესი კვლევა და პაციენტის მომზადება სისხლის შესაძლო გადასხმისთვის. აღნიშნული სიტუაციის ადეკვატურად სამართავად შესაძლოა საჭირო გახდეს მასიური ჰემოტრანსფუზია, სპეციფიკური ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევები, კომპლექსური ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც მოითხოვს ამ პროცედურებში დახელოვნებულ, გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, რაც უპირობოდ უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილი გართულება თუ პროცედურა ბევრად უფრო სარისკო და ძნელად სამართავი ხდება.

პროცედურისათვის აუცილებელი ანესთეზიისთვის საჭირო მედიკამენტების გამოყენებაც კი შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ასეთი პაციენტის ანესთეზიას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტრემორი, მკვეთრად გამოხატული კუნთოვანი სისუსტე და მეხსიერების ხანმოკლე ჩავარდნები.

ეს სიმპტომები დიდი ალბათობით მიუთითებს უაღრესად საშიში ნევროლოგიური გართულების, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის საწყისი ეტაპის განვითარებაზე, რაც თავისთავად, დამოუკიდებლად წარმოადგენს კიდევ ერთ გადაუდებელ სამედიცინო კატასტროფას, რომელიც შეიძლება დასრულდეს კრუნჩხვებითა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით.

სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ.

საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში. პაციენტის მართვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ: რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ინვაზიურ ჩარევებში დახელოვნებული გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, ჰემატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ნუტრიციონისტი.

ასევე, პაციენტს უნდა უვლიდეს მაღალკვალიფიციური ექთანი რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ჰემოდინამიური ძვრების მონიტორზე მყისიერი ამოცნობა.გაფრთხილებთ, ზემოაღნიშნული სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი", - ნათქვამია ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის ერთობლივ მიმართვაში.