საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა ხელისუფლების დროს ჩემი ძმაც იჯდა ციხეში და სიცილის გამო ხალხს ცუდ დღეში აგდებდნენ, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ შემაძრწუნებელია" - გიორგი სუხიტაშვილი
"წინა ხელისუფლების დროს ჩემი ძმაც იჯდა ციხეში და სიცილის გამო ხალხს ცუდ დღეში აგდებდნენ, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ შემაძრწუნებელია" - გიორგი სუხიტაშვილი

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია.

ის მი­იჩ­ნევს, რომ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა იყო.

"გუ­შინ რაც ვნა­ხეთ, არა­ფერ­ში არ წე­რია. ვინ­მეს თუ ილუ­ზია შერ­ჩა იმის, რომ ცი­ხე­ში ახლა უკე­თე­სი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რამე, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ხდე­ბო­და, არას­წო­რია.

ვიცი რაც ხდე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც იქ. ჩემი ძმაც იჯდა და ვიცი მისი მო­ნა­ყო­ლით, სი­ცი­ლის გამო შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ჩა­ეგ­დე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­დე­საც იცი­ან, რომ იქ კა­მე­რა არ არის, რას გი­ზა­მენ. ვინ­მე ამას და­ხუ­რუ­ლი სივ­რცი­დან გა­მო­ი­ტანს? ვინც უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს, გა­მო­ი­ტა­ნა და ვნა­ხეთ 30-ჯერ გაჭ­რი­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კად­რე­ბი და ესეც კი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი იყო. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ იქ­ნე­ბო­და იქ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თუ სხვა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იქ ვინ არის და რაზე ზის.

პირ­ველ რიგ­ში ეს ჩვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფაა. ვის მო­ფხა­ნეს გული გუ­შინ­დე­ლი კად­რე­ბით? ვის გა­უს­წო­რეს? სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არა­ვის გა­უს­წორ­და, "ქო­ცებ­საც" კი. პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო აგ­რე­სია და ეს იყო მი­ზა­ნი ალ­ბათ, რომ აგ­რე­სია გა­მო­ეწ­ვი­ათ ხალ­ხის. ისე­დაც მა­ღა­ლია ქვე­ყა­ნა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა და ამ დროს დებ ამას და რას ელო­დე­ბი? უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კო­სებს მეტი "სენ­სო­რე­ბი" აღ­მო­აჩ­ნდათ, იგ­რძნეს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი საფრ­თხე და გან­მუხ­ტეს სი­ტუ­ა­ცია.

შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზეც თქვან ახლა, რომ ესეც სექ­ტან­ტი­აო. არა, ჩვენ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვიყ­ვარს. გა­ვიხ­სე­ნოთ რო­გორ მო­ვე­დით აქამ­დე - 2003 წელს ინ­გო­როყ­ვა­ზე სტუ­დია იყო და იქი­დან ჩა­მოვ­დი­ო­დით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი და მახ­სოვს უშნო შარ­ფი მე­კე­თა, დამ­ხვდნენ ჩემი ტოლი ტი­პე­ბი და მა­დე­ბენ ია­რაღს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე ხდე­ბო­და. მახ­სოვს ხალ­ხი მოც­ვივ­და და ესე­ნი გა­იქ­ცნენ. ვთქვათ ეს­რო­ლათ, დავმთავ­რდე­ბო­დი მე და ასე დას­რულ­და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

2004 წელს ჩემს რე­გი­ონ­ში პატ­რულ­მა რომ გა­ი­ა­რა, ტი­რი­ლი და­ვი­წყეთ, იმე­დი მოგ­ვე­ცა. 2007 წლის აქ­ცი­ა­ზეც ვი­ყა­ვი, თე­ატ­რში გა­ზის­გან გა­გუ­დუ­ლი ია­ტაკ­ზე ვი­წე­ქი.... 2010 წელს მე და ჩემი ძმა დაგ­ვი­ჭი­რეს. კი­დევ რამ­დე­ნი რამ... ახლა 2021 წე­ლია და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, პრე­ზი­დენტს "კო­რი­დო­რებ­ში" და­ათ­რე­ვენ ნა­ხევ­რად შიშ­ველს, ეს ერის სირ­ცხვი­ლია! ჩვენს ნერ­ვებ­ზე თა­მა­შო­ბენ", - ამ­ბობს გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

დედა, რავა ყველას გულჩვილობა დასჩემდა ამ ბოლო დროს?! მაინც რა იყო იმ კადრებში შემაძრწუნებელი?! მოკიდეს კიდურებში ხელი და ისე წააბრძანეს როგორც ნანადირევი ტახი! თუ მაგ ტუტუც კაცს თავმოყვარეობა არ აქვს ვისი რა ბრალია? და თუ რატომ გასაჯაროვდა ეს კადრები, შეგიძლია მაგ პრეტენზიით გრიგოლიას და გვარამიას მიადგე! ასე რომ გეყოთ რა! 

nina
3

ეჰ, რა მალე გავიწყდებათ სხვისი კი არა, თქვენი ტკივილიც. კაცს თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონია, ვერ ნახე როგორ ელაპარაკებოდა ციხის თანამშრომლებს? გვარებს იმახსოვრებდა და რისთვის, რომ ეხვეწებოდნენ მანქანიდან გადმობრძანდითო? გადასულიყო და არც შიშველს მოუწევდა წაფორთხიალება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"წინა ხელისუფლების დროს ჩემი ძმაც იჯდა ციხეში და სიცილის გამო ხალხს ცუდ დღეში აგდებდნენ, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ შემაძრწუნებელია" - გიორგი სუხიტაშვილი

"წინა ხელისუფლების დროს ჩემი ძმაც იჯდა ციხეში და სიცილის გამო ხალხს ცუდ დღეში აგდებდნენ, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ შემაძრწუნებელია" - გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული კადრები შემაძრწუნებელია.

ის მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიზანი საზოგადოების გაღიზიანება და დაპირისპირების პროვოცირება იყო.

"გუშინ რაც ვნახეთ, არაფერში არ წერია. ვინმეს თუ ილუზია შერჩა იმის, რომ ციხეში ახლა უკეთესი შეიძლება მოხდეს რამე, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, არასწორია.

ვიცი რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც იქ. ჩემი ძმაც იჯდა და ვიცი მისი მონაყოლით, სიცილის გამო შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩაეგდე. წარმოიდგინეთ, როდესაც იციან, რომ იქ კამერა არ არის, რას გიზამენ. ვინმე ამას დახურული სივრციდან გამოიტანს? ვინც უნდა გამოიტანოს, გამოიტანა და ვნახეთ 30-ჯერ გაჭრილი და დამონტაჟებული კადრები და ესეც კი შემაძრწუნებელი იყო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა იქ, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი თუ სხვა. არ აქვს მნიშვნელობა, იქ ვინ არის და რაზე ზის.

პირველ რიგში ეს ჩვენი შეურაცხყოფაა. ვის მოფხანეს გული გუშინდელი კადრებით? ვის გაუსწორეს? საქართველოში ეს არავის გაუსწორდა, "ქოცებსაც" კი. პირველი რეაქცია იყო აგრესია და ეს იყო მიზანი ალბათ, რომ აგრესია გამოეწვიათ ხალხის. ისედაც მაღალია ქვეყანაში ტემპერატურა და ამ დროს დებ ამას და რას ელოდები? უბრალოდ, პოლიტიკოსებს მეტი "სენსორები" აღმოაჩნდათ, იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და განმუხტეს სიტუაცია.

შეიძლება ჩემზეც თქვან ახლა, რომ ესეც სექტანტიაო. არა, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. გავიხსენოთ როგორ მოვედით აქამდე - 2003 წელს ინგოროყვაზე სტუდია იყო და იქიდან ჩამოვდიოდით მე და ჩემი მეგობარი და მახსოვს უშნო შარფი მეკეთა, დამხვდნენ ჩემი ტოლი ტიპები და მადებენ იარაღს. ეს ყველაფერი დღე ხდებოდა. მახსოვს ხალხი მოცვივდა და ესენი გაიქცნენ. ვთქვათ ესროლათ, დავმთავრდებოდი მე და ასე დასრულდა რამდენი ადამიანის სიცოცხლე.

2004 წელს ჩემს რეგიონში პატრულმა რომ გაიარა, ტირილი დავიწყეთ, იმედი მოგვეცა. 2007 წლის აქციაზეც ვიყავი, თეატრში გაზისგან გაგუდული იატაკზე ვიწექი.... 2010 წელს მე და ჩემი ძმა დაგვიჭირეს. კიდევ რამდენი რამ... ახლა 2021 წელია და ჩვენს ქვეყანაში, პრეზიდენტს "კორიდორებში" დაათრევენ ნახევრად შიშველს, ეს ერის სირცხვილია! ჩვენს ნერვებზე თამაშობენ", - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი "მთავარი არხის" ეთერში.