ავტორი:

ენით აღუწერელი სილამაზე - დათოვლილი ტობავარჩხილი

ენით აღუწერელი სილამაზე - დათოვლილი ტობავარჩხილი

ტობავარჩხილის ტბის დათოვლილ, ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი.

"ენით აუწერელი სილამაზე ვიხილე და გადავიღე დღეს" , - წერს ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.