კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი 61 წლის დედა... ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა" - მარიამ მეტრეველი
"კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი 61 წლის დედა... ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა" - მარიამ მეტრეველი

"ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ მეტ­რე­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მძი­მე ეპიდ­ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"76 გარ­დაც­ვლი­ლი, 78 გარ­დაც­ვლი­ლი, 80 გარ­დაც­ვლი­ლი, რა­მეს გე­უბ­ნე­ბათ ეს რი­ცხვე­ბი?

64 დღის წინ, ჩემი ორი­ვე მშო­ბე­ლი, უძ­ვირ­ფა­სე­სი დედა და მამა ერ­თად მი­ვა­ბა­რე მი­წას, თან ჩემი გული და სული გა­ვა­ტა­ნე... ეს ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი მთე­ლი სამ­ყა­რო იყო, მა­შინ­დე­ლი სტა­ტის­ტი­კის ნა­წი­ლად მი­ით­ვა­ლა და უბ­რა­ლოდ და­ი­წე­რა რომ იმ დღეს 82 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კო­ვიდ19-ით. რო­გორც წესი, ცხოვ­რე­ბა კვლავ ჩვე­ულ რიტ­მში გაგ­რძელ­და, მაგ­რამ ჩემ­თვის დრო გა­ჩერ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ყი­ნა და სი­ცო­ცხლე გა­უ­ფე­რულ­და...

მე ერთ დღეს დავ­კარ­გე ოჯა­ხი, დედ-მა­მას ვერც კი გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე, ვერ ჩა­ვე­ხუ­ტე, ვერ ვუ­თხა­რი რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა ყო­ფი­ლი­ყო და უნდა ებ­რძო­ლათ, იმი­ტომ რომ ამის უფ­ლე­ბა არა­ვინ მომ­ცა... ჩემი ტრა­გე­დია ბევ­რის­თვის ზღა­პა­რია... და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი...

დიახ, ზღა­პა­რია, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გორ­საც ბავ­შვო­ბა­ში გვი­კი­თხავ­დნენ, ჩემი გა­უ­გო­ნა­რი უბე­დუ­რე­ბით დას­რულ­და და ყო­ვე­ლი წუთი იმ ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც ჩემ და­უ­კი­თხა­ვად გაგ­რძელ­და, და­უს­რუ­ლე­ბელ ჯო­ჯო­ხეთს გავს, რად­გან მე ვე­რა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბო­და მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი... ჩვენ ვმსჯე­ლობთ უნდა ავიც­რათ თუ არა, ვერ გა­დაგ­ვი­წყვე­ტია პირ­ბა­დე უნდა გვე­კე­თოს თუ არა, ვკი­ცხავთ მას, ვინც სიკ­ვდილს აცრა ამ­ჯო­ბი­ნა, ვლან­ძღავთ იმას, ვინც ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას ვერ მო­ერ­გო, იმა­საც ვინც, რა­მით შეგვზღუ­და... ამა­სო­ბა­ში კი ჩემ­ნა­ირ, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა თავ­ზე ჩა­მო­ექ­ცათ და იმ სტა­ტის­ტი­კის მიღ­მა გა­ნუ­ზო­მე­ლი ტკი­ვი­ლით აგ­რძე­ლე­ბენ, ან კი­დევ ვერ... ეს ვირუ­სი გა­ნა­ჩე­ნია, ამ ვირუსს მო­აქვს სიკ­ვდი­ლი, კო­ვი­დი კლავს!

კო­ვიდ­მა მოკ­ლა ჩემი 65 წლის მამა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ კი ჩემი 61 წლის დედა... მა­შინ და­ვობ­ლდი, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად შემ­წევ­და უნა­რი ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის ბედ­ნი­ე­რი სი­ბე­რე მე­ჩუ­ქე­ბი­ნა... ვინც კი მიც­ნობთ, ასე თუ ისე ყვე­ლამ იცო­დით რომ მშობ­ლე­ბი ჩემ­თვის იყ­ვნენ მთე­ლი ჩემი სამ­ყა­რო, მათ­თვის ვცხოვ­რობ­დი, ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო... ვერ მო­ას­წრეს და­ბე­რე­ბა... ვერ ავუხ­სე­ნი, რომ აცრა იყო უბ­რა­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა, გა­ურ­კვე­ვე­ლი, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა...

ბოლო დროა უმე­ტე­სად ჩუ­მად ვარ, ვცდი­ლობ ცხოვ­რე­ბას­თან ვა­დაპ­ტირ­დე, თა­ვი­დან ვსწავ­ლობ სი­ა­რულს, მაგ­რამ ვერ ვი­კა­ვებ თავს, რომ არ ვთქვა, არ გი­თხრათ, რომ ეს ვირუ­სი კლავს! 9 სექ­ტემ­ბერს მეც მოვ­კვდი, დღემ­დე ასეა და ასე იქ­ნე­ბა სულ, რად­გან ჩემი არ­სე­ბო­ბის ეს გან­საც­დე­ლი სა­მუ­და­მოა, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი და სა­ზა­რე­ლი... დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბა არ მი­ხა­რია, და­ღა­მე­ბას ვე­ლო­დე­ბი, რომ დრო მალე გა­ვი­დეს... ის მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბი, რო­მე­ლიც არ ვიცი რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა, ტკი­ვილს მგვრის... ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებ... დავ­დი­ვარ ასე უსუ­ლოდ და მე­ქა­ნი­კუ­რად ვი­ღი­მი.. ისიც კი არ ვიცი სად­მე, ოდეს­მე დედ-მა­მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბას თუ შევ­ძლებ... ოდეს­მე ისევ თუ გა­მი­ხარ­დე­ბა მზის ამოს­ვლა..."

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაკო
0

1 თვე ერთად იბრძოდნენ ჩემი მშობლები სიცოცხლისათვის. 1 თვის შემდეგ მამა დანებდა. ისე დავკრძალე, დედას არ გაუგია მისი ამბავი. დაკრძალვის დღეს ყვავილებიანი კაბით მივედი საავადმყოფოს იმ სარკმელთან, საიდანაც დედას გადმოხედვა შეეძლო. კიდევ 1 თვის შემდეგ გაიგო, რაც მოხდა. იმ დღეს მეორედ მომიკვდა მამა.

ია
2

ნურც იაპონიას ნუ შევედრებით და ნურც სხვა ქვეყნებს ჩვენ საქართველო ვართ, და ჩვენი პირობებიდან გამომდინარე უნდა მივიდეს ხალხის შეგნებამდე რომ ავიცრათ, თორემ ძალიან მძმეა ეს დაავადება და მისით გამოწვეული ოჯახის წევრის დაკარგვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი 61 წლის დედა... ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა" - მარიამ მეტრეველი

"კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი 61 წლის დედა... ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა" - მარიამ მეტრეველი

"ფეისბუქის" მომხმარებელი მარიამ მეტრეველი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და წერს:

"76 გარდაცვლილი, 78 გარდაცვლილი, 80 გარდაცვლილი, რამეს გეუბნებათ ეს რიცხვები?

64 დღის წინ, ჩემი ორივე მშობელი, უძვირფასესი დედა და მამა ერთად მივაბარე მიწას, თან ჩემი გული და სული გავატანე... ეს ორი ადამიანი, რომელიც ჩემი მთელი სამყარო იყო, მაშინდელი სტატისტიკის ნაწილად მიითვალა და უბრალოდ დაიწერა რომ იმ დღეს 82 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ით. როგორც წესი, ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის დრო გაჩერდა, ყველაფერი გაიყინა და სიცოცხლე გაუფერულდა...

მე ერთ დღეს დავკარგე ოჯახი, დედ-მამას ვერც კი გამოვემშვიდობე, ვერ ჩავეხუტე, ვერ ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და უნდა ებრძოლათ, იმიტომ რომ ამის უფლება არავინ მომცა... ჩემი ტრაგედია ბევრისთვის ზღაპარია... დაუჯერებელი, გამოგონილი ამბავი...

დიახ, ზღაპარია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბავშვობაში გვიკითხავდნენ, ჩემი გაუგონარი უბედურებით დასრულდა და ყოველი წუთი იმ ცხოვრებისა, რომელიც ჩემ დაუკითხავად გაგრძელდა, დაუსრულებელ ჯოჯოხეთს გავს, რადგან მე ვერაფერი დამემართებოდა მეტად მტკივნეული... ჩვენ ვმსჯელობთ უნდა ავიცრათ თუ არა, ვერ გადაგვიწყვეტია პირბადე უნდა გვეკეთოს თუ არა, ვკიცხავთ მას, ვინც სიკვდილს აცრა ამჯობინა, ვლანძღავთ იმას, ვინც ჩვენს შეხედულებას ვერ მოერგო, იმასაც ვინც, რამით შეგვზღუდა... ამასობაში კი ჩემნაირ, უბრალო ადამიანებს ცხოვრება თავზე ჩამოექცათ და იმ სტატისტიკის მიღმა განუზომელი ტკივილით აგრძელებენ, ან კიდევ ვერ... ეს ვირუსი განაჩენია, ამ ვირუსს მოაქვს სიკვდილი, კოვიდი კლავს!

კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩემი 61 წლის დედა... მაშინ დავობლდი, როცა ყველაზე მეტად შემწევდა უნარი ჩემი მშობლებისთვის ბედნიერი სიბერე მეჩუქებინა... ვინც კი მიცნობთ, ასე თუ ისე ყველამ იცოდით რომ მშობლები ჩემთვის იყვნენ მთელი ჩემი სამყარო, მათთვის ვცხოვრობდი, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო... ვერ მოასწრეს დაბერება... ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა, გაურკვეველი, მაგრამ გადარჩენა...

ბოლო დროა უმეტესად ჩუმად ვარ, ვცდილობ ცხოვრებასთან ვადაპტირდე, თავიდან ვსწავლობ სიარულს, მაგრამ ვერ ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა, არ გითხრათ, რომ ეს ვირუსი კლავს! 9 სექტემბერს მეც მოვკვდი, დღემდე ასეა და ასე იქნება სულ, რადგან ჩემი არსებობის ეს განსაცდელი სამუდამოა, გამოუსწორებელი და საზარელი... დილით გაღვიძება არ მიხარია, დაღამებას ველოდები, რომ დრო მალე გავიდეს... ის მომავალი დღეები, რომელიც არ ვიცი რამდენი იქნება, ტკივილს მგვრის... ვერაფერს ვახერხებ... დავდივარ ასე უსულოდ და მექანიკურად ვიღიმი.. ისიც კი არ ვიცი სადმე, ოდესმე დედ-მამასთან ჩახუტებას თუ შევძლებ... ოდესმე ისევ თუ გამიხარდება მზის ამოსვლა..."