სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი
Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

ბა­თუ­მი მსოფ­ლიო რუ­კა­ზე კი­დევ ერთხელ მო­ი­ნიშ­ნა. ამ­ჯე­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი მსოფ­ლი­ოს ავ­ტო­მოყ­ვა­რულ­თა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. 26 ოქ­ტომ­ბერს Jaguar Land Rover-მა Range Rover-ის ახა­ლი მო­დე­ლი წა­რად­გი­ნა. ბრი­ტა­ნუ­ლი ავ­ტო­გი­გან­ტის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლი ახლა უფრო მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია. რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ფერს შო­რის ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფერს დი­ზა­ი­ნე­რებ­მა Batumi Gold უწო­დეს.

ფე­რებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, შემ­ქმნე­ლე­ბის ინ­სპი­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი, ბა­თუ­მიც გახ­და. სწო­რედ ბა­თუ­მის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბის გავ­ლე­ნით შე­იქ­მნა Batumi Gold. ამ ქა­ლა­ქის მზის ჩას­ვლით მო­ხიბ­ლულ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ეს ფერი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი Range Rover-ის­თვის შექ­მნეს.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­თუ­მის სი­ლა­მა­ზის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლომ ყუ­რა­დღე­ბა ოფი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­თაც მი­იქ­ცია. Jaguar Land Rover-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­გი­ონ­ში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს და ტოპ ხუთ ქვე­ყა­ნა­ში შე­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია წარ­მა­ტე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის კუ­თხი­თაც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით Jaguar Land Rover-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი რე­გი­ო­ნის პირ­ველ სა­მე­ულ­ში მოხ­ვდა.

ახა­ლი Range Rover-ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას მსოფ­ლიო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ავ­ტო­მო­ბი­ლია. ამის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შემ­ქმნე­ლებ­მა ავ­ტო­მო­ბილს არა­ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი და ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მა და­უ­მა­ტეს. მისი ძი­რი­თა­დი კლა­სი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა დი­ზა­ი­ნი უფრო მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი Range Rover-ი ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და მდიდ­რუ­ლია.

ავ­ტო­მო­ბი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა ფაქ­ტობ­რი­ვად იმა­ვე ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი სმარ­ტფო­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მო­დე­ლის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვის­თვის 125 ახა­ლი პა­ტენ­ტი შე­იქ­მნა. Range Rover-ში დაგ­ხვდე­ბათ სმარ­ტფო­ნის Wireless დამ­ტე­ნი, რო­მელ­შიც სიგ­ნა­ლის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ავ­ტო­მო­ბილს აქვს ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლად ანად­გუ­რებს ბაქ­ტე­რი­ებ­სა და ვირუ­სებს. კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა ხმის იდე­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცი­აც, რო­მელ­საც, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვარ­ძლის ზედა ნა­წი­ლებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს - წინა მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ახა­ლი Range Rover 12%-ით უფრო აე­რო­დი­ნა­მი­კუ­ლი, 24%-ით ნაკ­ლე­ბად ხმა­უ­რი­ა­ნი და 50%-ით გამ­ძლეა. ნო­ვა­ცი­აა ისიც, რომ სა­ჭის დატ­რი­ა­ლე­ბი­სას, ავ­ტო­მო­ბი­ლის ოთხი­ვე თვა­ლი მოძ­რა­ობს და Range Rover მარ­ტი­ვად მა­ნევ­რი­რებს ქა­ლაქ­ში, პარ­კინგსა და ვიწ­რო გზებ­ზეც.

Range Rover-ის ახა­ლი მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან იქ­ნე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
0

მაგარი მანქანა გამოუვიდა რეინჯ როვერს. თან ულტრა თანამედროვე და თან ეტყობა რომ ტრადიციებიც შეინარჩუნეს.

 

ახალი დეფენდერი ზედმეტად დააშორეს ორიგინალს. ეს კი კარგად გამოუვიდათ!

ტაშიიი!!!
15

რა „ბათუმი გოლდი“ დაგვცინით?!.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

ბათუმი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. ამჯერად, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი მსოფლიოს ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 26 ოქტომბერს Jaguar Land Rover-მა Range Rover-ის ახალი მოდელი წარადგინა. ბრიტანული ავტოგიგანტის ყველაზე სასურველი მოდელი ახლა უფრო მოდერნიზებული, დახვეწილი და მინიმალისტურია. რამდენიმე სხვადასხვა ფერს შორის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფერს დიზაინერებმა Batumi Gold უწოდეს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGTMotorsLandRoverGeorgia%2Fvideos%2F422193729526270%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ფერებზე მუშაობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, შემქმნელების ინსპირაცია საქართველოს ზღვისპირა ქალაქი, ბათუმიც გახდა. სწორედ ბათუმის შთამბეჭდავი ხედების გავლენით შეიქმნა Batumi Gold. ამ ქალაქის მზის ჩასვლით მოხიბლულმა დიზაინერებმა ეს ფერი სპეციალურად განახლებული Range Rover-ისთვის შექმნეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სილამაზის გარდა, საქართველომ ყურადღება ოფისის წარმატებული მუშაობითაც მიიქცია. Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.

ახალი Range Rover-ის პრეზენტაციას მსოფლიო რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ამის უზრუნველსაყოფად შემქმნელებმა ავტომობილს არაერთი დამატებითი და ინოვაციური სისტემა დაუმატეს. მისი ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შენარჩუნებულია, თუმცა დიზაინი უფრო მინიმალისტურია. შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული Range Rover-ი ყველაზე კომფორტული და მდიდრულია.

ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ჰაერის გამწმენდი სისტემა, რომელიც სრულად ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. კიდევ ერთი სიახლეა ხმის იდეალური იზოლაციაც, რომელსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ავტომობილის სავარძლის ზედა ნაწილებში დამონტაჟებული დინამიკებიც უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს - წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა. ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს და Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.

Range Rover-ის ახალი მოდელი საქართველოში ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGTMotorsLandRoverGeorgia%2Fvideos%2F206141254930381%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R