მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეოთხე დღეა ველოდები როდის მივიღებ საბუთებს მიშას სანახავად, რამდენი ხანი უნდა ვიცადო და რატომ უნდა ვიცადო?" - ლიზა იასკო
"მეოთხე დღეა ველოდები როდის მივიღებ საბუთებს მიშას სანახავად, რამდენი ხანი უნდა ვიცადო და რატომ უნდა ვიცადო?" - ლიზა იასკო

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­იგ­ზავ­ნოს ჩვე­უ­ლებ­რივ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც არ აქვს არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა?! - ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია," - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ გლ­და­ნის #18 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის უკვე მე­ო­თხე დღეა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას ელის, თუმ­ცა მას პა­სუ­ხო­ბენ, რომ ნე­ბარ­თვის შემ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან სა­პა­ტიმ­რო­ში უნდა გა­იგ­ზავ­ნოს, და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მას სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან ცხა­დია, ეს იყო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. რა თქმა უნდა, მას სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­იგ­ზავ­ნოს ჩვე­უ­ლებ­რივ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც არ აქვს არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა?! ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სტან­დარ­ტებს.

ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მე აქ ვარ უკვე მე­ო­თხე დღეა და ვე­ლო­დე­ბი რო­დის მი­ვი­ღებ სა­ბუ­თებს იმის­თვის, რომ მი­შას ნახ­ვა შევ­ძლო და ისი­ნი ჯერ კი­დევ მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო, ვფიქ­რობ ეს, ასე­ვე, ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა, მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა. რამ­დე­ნი ხანი უნდა ვი­ცა­დო ? და რა­ტომ უნდა ვი­ცა­დო ? რა­ტომ არ იყო ეს აქამ­დე პრობ­ლე­მა და ახლა პრობ­ლე­მა გახ­და?“- გა­ნა­ცხა­და ლიზა იას­კომ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
3

ჩვენ ცივილიზაციამდე ჯერ ბევრი გვიკლია

ნია
0

ლიზა შენც გაშიფრული ხარ.ვიცით რომ აგენტი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მეოთხე დღეა ველოდები როდის მივიღებ საბუთებს მიშას სანახავად, რამდენი ხანი უნდა ვიცადო და რატომ უნდა ვიცადო?" - ლიზა იასკო

"მეოთხე დღეა ველოდები როდის მივიღებ საბუთებს მიშას სანახავად, რამდენი ხანი უნდა ვიცადო და რატომ უნდა ვიცადო?" - ლიზა იასკო

"მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! - ეს შეუძლებელია," - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის უკვე მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას ელის, თუმცა მას პასუხობენ, რომ ნებართვის შემცველი დოკუმენტები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროდან საპატიმროში უნდა გაიგზავნოს, დამუშავების პროცესშია.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ, პირველ რიგში, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება. ეს ძალიან ცხადია, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! ეს შეუძლებელია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე აქ ვარ უკვე მეოთხე დღეა და ველოდები როდის მივიღებ საბუთებს იმისთვის, რომ მიშას ნახვა შევძლო და ისინი ჯერ კიდევ მეუბნებიან, რომ პროცესი მიმდინარეობს. მე არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობ ეს, ასევე, ჩემი უფლებების დარღვევაა, მისი უფლებების დარღვევაა. რამდენი ხანი უნდა ვიცადო ? და რატომ უნდა ვიცადო ? რატომ არ იყო ეს აქამდე პრობლემა და ახლა პრობლემა გახდა?“- განაცხადა ლიზა იასკომ.