სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონკრეტულ დაწესებულებებში "მწვანე პასპორტი“ შემოწმდება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს" - ამირან გამყრელიძე
"კონკრეტულ დაწესებულებებში "მწვანე პასპორტი“ შემოწმდება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, კონ­კრე­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ შე­მოწ­მდე­ბა, რა­საც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

"შრო­მის ინ­სპექ­ცია შერ­ჩე­ვი­თად გა­ა­კონ­ტრო­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის კონ­რო­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, ვინც თვი­თონ აკონ­ტრო­ლებს, მაგ­რამ შერ­ჩე­ვი­თად, შრო­მის ინ­სპექ­ცია გა­ა­კონ­ტრო­ლებს“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბიზ­ნე­სის ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტის და­წე­სე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

"ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნე­სი პი­რი­ქით, "მწვა­ნე პაპს­პორ­ტის“ შე­მო­ღე­ბას ძა­ლი­ან გა­გე­ბით და სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა იმი­ტომ, რომ ისი­ნი მე­ტად არი­ან და­ცუ­ლი. იცი­ან, რომ "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ სის­ტე­მა თუ იმუ­შა­ვებს, ბიზ­ნესს ჩა­კეტ­ვა აღარ ემუქ­რე­ბა. მათი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ბევ­რი ამას ძა­ლი­ან კარ­გი შეგ­ნე­ბით ხვდე­ბა. დამ­საქ­მებ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ყვე­ლა აც­რი­ლი ჰყავ­დეს“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, მო­მა­ვალ კვი­რა­ში სა­მი­ნის­ტო გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რო­გორ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი კო­ვიდ აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მას­ში ოთხი­ვე პრინ­ცი­პი ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა- ვირუ­სის გა­და­ტა­ნა, 72 სთ-იანი "პსრ“ ტეს­ტი, 24 სთ-იანი სწრა­ფი ტეს­ტი და ორ­ჯერ აცრა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeti
0

sanam mwvane pasports aamoqmedebt iqneb qalaqis dasuftavebistvis migeqciat kuradgeba chuchxs miaqvs qalaqi guchebi gadarecxet da dezinfeqcia gauketet quchebs skolebs da bagebs 

თბილისელი
4

მწვანე პასპორტი კი არა ტრანსპორტს მიხედეთ ტრანსპორტს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კონკრეტულ დაწესებულებებში "მწვანე პასპორტი“ შემოწმდება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს" - ამირან გამყრელიძე

"კონკრეტულ დაწესებულებებში "მწვანე პასპორტი“ შემოწმდება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, კონკრეტულ დაწესებულებებში "მწვანე პასპორტი“ შემოწმდება, რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს.

"შრომის ინსპექცია შერჩევითად გააკონტროლებს. თითოეული ადამიანის კონროლი ძალიან რთულია. ეს დამოკიდებულია იმ დაწესებულების პასუხისმგებლობაზე, ვინც თვითონ აკონტროლებს, მაგრამ შერჩევითად, შრომის ინსპექცია გააკონტროლებს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ე.წ. მწვანე პასპორტის დაწესებას მხარი დაუჭირა.

"ზოგიერთი ბიზნესი პირიქით, "მწვანე პაპსპორტის“ შემოღებას ძალიან გაგებით და სიხარულით შეხვდა იმიტომ, რომ ისინი მეტად არიან დაცული. იციან, რომ "მწვანე პასპორტის“ სისტემა თუ იმუშავებს, ბიზნესს ჩაკეტვა აღარ ემუქრება. მათი დასაქმებულები დასაქმებულები იქნებიან. ბევრი ამას ძალიან კარგი შეგნებით ხვდება. დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა, ყველა აცრილი ჰყავდეს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მომავალ კვირაში სამინისტო გააკეთებს განცხადებას, როგორ იქნება შესაძლებელი კოვიდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მასში ოთხივე პრინციპი ასახული იქნება- ვირუსის გადატანა, 72 სთ-იანი "პსრ“ ტესტი, 24 სთ-იანი სწრაფი ტესტი და ორჯერ აცრა.