საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი არის ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი და ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ამა­ზე მო­ვახ­დი­ნოთ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა," - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის მე­თა­ურს რამ­დე­ნი­მე დღის წინ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ გა­აც­ნო, დღეს ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლეს.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყო კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც ან­გა­რი­შის ძი­რი­თად დას­კვნებ­ზე ისა­უბ­რა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღალ ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის დრო­უ­ლად გა­და­საჭ­რე­ლად, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში უნდა გა­და­იდ­გას.

“უკვე წლე­ბია, ასე გან­ვი­თარ­და ეს პრო­ცე­სი და სა­ჭი­რო­ებს სწო­რად ჩა­რე­ვას ჩვე­ნი მხრი­დან. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ისე, რო­გორც არის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ახალს არა­ფერს არ ვი­გო­ნებთ, ეს სა­კი­თხი უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან აწუ­ხებს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი არის ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი და ჩვენ ვართ ვალ­დე­ბუ­ლი, ამა­ზე მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა, თა­ნაც დრო­უ­ლი. მინ­და, ამ ფორ­მატ­ში ვიმ­სჯე­ლოთ და და­ვი­წყოთ რე­ა­გი­რე­ბა და ქმე­დე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

 ფოტო რა მაგარი შეურჩევიათ ევროპის ტრიბუნიდან წამლებზე გვებაზრება😃

ვახო
0

რეგვენი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს.

საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

“უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.