Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:29-ზე – რეკომენდებულია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. კარგი დღეა ოფიციალური ქორწინებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის. მოერიდეთ ხორცის კერძებს. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი არის ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი და ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ამა­ზე მო­ვახ­დი­ნოთ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა," - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის მე­თა­ურს რამ­დე­ნი­მე დღის წინ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ გა­აც­ნო, დღეს ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლეს.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყო კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც ან­გა­რი­შის ძი­რი­თად დას­კვნებ­ზე ისა­უბ­რა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღალ ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის დრო­უ­ლად გა­და­საჭ­რე­ლად, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში უნდა გა­და­იდ­გას.

“უკვე წლე­ბია, ასე გან­ვი­თარ­და ეს პრო­ცე­სი და სა­ჭი­რო­ებს სწო­რად ჩა­რე­ვას ჩვე­ნი მხრი­დან. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ისე, რო­გორც არის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ახალს არა­ფერს არ ვი­გო­ნებთ, ეს სა­კი­თხი უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან აწუ­ხებს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი არის ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი და ჩვენ ვართ ვალ­დე­ბუ­ლი, ამა­ზე მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა, თა­ნაც დრო­უ­ლი. მინ­და, ამ ფორ­მატ­ში ვიმ­სჯე­ლოთ და და­ვი­წყოთ რე­ა­გი­რე­ბა და ქმე­დე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

მედიკამენტების ფასების და კიდევ სხვა ყველაფრის, ელემენტარულად შეიძლება დარეგულირება. ეს მთავრობას არ აწყობს. რა უკვირს, ეხლა გაიგო? სალაპარაკოდ, კი ბატონო! რახან ახსენა კანონიერად უნდა დაარეგულიროს. ხომ გვპირდება დარეგულირებას, თუ ცალყბად, ყოველ შემთხვევაში ახსენა? ეგ არავის არ უნდა, პატიოსანი ხალხის გარდა.

ზოოპარკი
4

კაი,მართლა????:))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაღუპულია 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - უმძიმეს ავარიას ავღანეთში ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი:

"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი... ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს.

საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

“უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.