მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეწყვეტს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობას - რას ამბობს პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ?
შეწყვეტს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობას - რას ამბობს პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ?

სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო, მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რა თქმა უნდა, შიმ­ში­ლო­ბას არ ვწყვეტ, - ამის შე­სა­ხებ „დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტა­ვად, გა­სა­ღე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­შია.

ხოშ­ტა­რი­ამ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ვნო, რომ ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გო­ნივ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მან თქვა და რაც ჩვენ ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, ყვე­ლა გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იბ­რძვის ქუ­ჩა­ში. დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­მო­ქა­ლაო და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის. აწყობს პირ­და­პირ ღია პრო­ვო­კა­ცი­ებს და ჩვე­ნი ყვე­ლას ამო­ცა­ნაა, რომ არ წა­მო­ვე­გოთ ამას, რად­გან ეს არის ის, რა­საც ვებ­რძვით. არა­ნა­ირ ძა­ლა­დობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ უნდა გავ­ყვეთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას.“

რაც შე­ე­ხე­ბა სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, ესეც ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მისი მხრი­დან, რომ ის ემორ­ჩი­ლე­ბა სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს შან­სი გა­მო­ი­ყე­ნა, გა­დად­გა ნა­ბი­ჯი და მან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ძა­ლი­ან მკა­ფიო პო­ზი­ცია, ის წყვეტს შიმ­ში­ლო­ბას ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რი და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დათ­ქმით.

ასე­ვე მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ბა­ტონ მი­ხე­ილს, ჩემს მი­მართ მო­მარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. მეს­მის და ალ­ბათ, მეც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შიმ­ში­ლი, ეს არის მძი­მე სა­ნა­ხა­ვი, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი. ამას­თან, მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­მი­ღია არა­ვის მი­თი­თე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა არ იყოს საფრ­თხის ქვეშ. დღეს კი­დევ ერთხელ, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით, სტრას­ბურ­გის მო­თხვნით და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კომ­პრო­მი­სით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­შია უკვე, სა­ბო­ლო გა­სა­ღე­ბი ამ კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის. სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი სა­მო­ქა­ლაო მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რა თქმა უნდა, შიმ­ში­ლო­ბას არ ვწყვეტ“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „დრო­ას“ ლი­დერს, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­უ­წო­დებს, შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

კარგია წონაში დაიკლებს

ვაჟა
0

მამაშენმა რომ გაყიდა პირველი პრეხიდენტი და დღეს მიშა რომ არის ისეთ ფუფუნებაში რომ ამყოფებდა ზვიად გამსახურდიასეც მაშინ შიმშილისთვის ძალიან პატარა იყავი ხომ. უნამოსოების მასკარადია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეწყვეტს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობას - რას ამბობს პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ?

შეწყვეტს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობას - რას ამბობს პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ?

სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია.

ხოშტარიამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

"მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. პირველ რიგში, მინდა აღვნიშვნო, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული განცხადება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან თქვა და რაც ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა გაბრაზებულ ადამიანს, რომელიც იბრძვის ქუჩაში. დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაო დაპირისპირებისთვის. აწყობს პირდაპირ ღია პროვოკაციებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, რადგან ეს არის ის, რასაც ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში არ უნდა გავყვეთ „ქართულ ოცნებას.“

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ესეც ჩემი აზრით, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, გადადგა ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით.

ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს, ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მესმის და ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, არასასიამოვნო პროცესი. ამასთან, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის მოთხვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით, „ქართული ოცნების“ ხელშია უკვე, საბოლო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.