მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის ჰი­პერ­მარ­კეტ „აგ­რო­ჰაბს“ შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტუ­დენ­ტებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­საქმდნენ „აგ­რო­ჰაბ­ში“ და და­საქ­მე­ბუ­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხელ­ფა­სის გარ­და, და­მა­ტე­ბით 600 ლა­რამ­დე აგ­რო­ჰა­ბის სას­წავ­ლო გრან­ტი მი­ი­ღონ.

აღ­ნიშ­ნულ მე­მო­რან­დუმს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხელი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ და ჰი­პერ­მარ­კეტ „აგ­რო­ჰა­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ლაშა გო­ცი­რი­ძემ მო­ა­წე­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე და­ეს­წრო აგ­რო­ჰა­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბა­ტო­ნი აკა­კი ახვლე­დი­ა­ნი, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­კა­ნე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, და­საქ­მე­ბა და სა­კუ­თა­რი სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენტს შე­ეძ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მისი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა. სას­წავ­ლო გრან­ტი წე­ლი­წად­ში 600 ლა­რამ­დეა, რაც ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტის­თვის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის 90%-ს შე­ად­გენს.

„აგ­რო­ჰა­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა, რო­გორც აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ისე ინ­ფორ­მა­ტი­კო­სე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი, ტექ­ნო­ლო­გე­ბი, სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი და სხვა. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ეს პრო­ექ­ტი მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან აგ­რო­ჰა­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მათ აქვთ შან­სი და­საქმდნენ ამ დიდ ბიზ­ნეს ქსელ­ში, მი­ი­ღონ გა­მოც­დი­ლე­ბა და და­ი­ფი­ნან­სონ სა­კუ­თა­რი სწავ­ლა.“ - გა­ნა­ცხა­და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სტუ­დენ­ტი გრანტს „აგ­რო­ჰაბ­ში“ მუ­შა­ო­ბის სრუ­ლი სამი თვის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­პო­ვებს, რო­მე­ლიც თა­ნა­ბარ ნა­წი­ლე­ბად, წე­ლი­წად­ში ოთხჯერ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დად­გე­ნი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ვა­დე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით გა­ი­ცე­მა.

ამას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და „აგ­რო­ჰა­ბი“ სტუ­დენ­ტებს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით შე­უ­წყო­ბენ ხელს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, ჩა­ტარ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ტრე­ი­ნინ­გე­ბი.

„აგ­რო­ჰა­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლაშა გო­ცი­რი­ძემ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა. მისი თქმით: „ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიაა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, იქ­ნე­ბა ეს წარ­მო­ე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი ჩვენს მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში. თუ კი სტუ­დენ­ტე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, ჩვენ მზად ვართ ისი­ნი გა­ვა­ტა­როთ ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბა­ზე, შემ­დგომ­ში და­ვა­საქ­მოთ და გავ­ცეთ სას­წავ­ლო გრან­ტე­ბი.“

„აგ­რო­ჰა­ბის“ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, გათ­ვლი­ლია იმ სტუ­დენ­ტებ­ზე, ვის­თვი­საც გარ­და და­საქ­მე­ბი­სა, პრი­ო­რი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა. ეს არის უდი­დე­სი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სტუ­დენ­ტი ჩა­ერ­თვე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სტუ­დენ­ტის და­საქ­მე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ „აგროჰაბში“ და დასაქმებულისათვის გათვალისწინებული ხელფასის გარდა, დამატებით 600 ლარამდე აგროჰაბის სასწავლო გრანტი მიიღონ.

აღნიშნულ მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ლაშა გოცირიძემ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე დაესწრო აგროჰაბის დამფუძნებელი, ბატონი აკაკი ახვლედიანი, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები.

მემორანდუმის ფარგლებში, დასაქმება და საკუთარი სწავლის დაფინანსება, ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს შეეძლება, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობისა. სასწავლო გრანტი წელიწადში 600 ლარამდეა, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დარჩენილი თანხის 90%-ს შეადგენს.

„აგროჰაბი ჩვენს ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ბიზნესი, რომელსაც სჭირდება, როგორც აგრარული მიმართულების სპეციალისტები, ისე ინფორმატიკოსები, მშენებლები, ტექნოლოგები, სამართლის სპეციალისტები, ეკონომისტები და სხვა. სტუდენტებისთვის ეს პროექტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რადგან აგროჰაბის დამფუძნებლის ინიციატივით, მათ აქვთ შანსი დასაქმდნენ ამ დიდ ბიზნეს ქსელში, მიიღონ გამოცდილება და დაიფინანსონ საკუთარი სწავლა.“ - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუდენტი გრანტს „აგროჰაბში“ მუშაობის სრული სამი თვის შემთხვევაში მოიპოვებს, რომელიც თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ოთხჯერ, უნივერსიტეტში დადგენილი სასწავლო პროცესის ვადების გათვალიწინებით გაიცემა.

ამასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და „აგროჰაბი“ სტუდენტებს ერთობლივი ძალისხმევით შეუწყობენ ხელს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები და ტრეინინგები.

„აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ პროექტის ფარგლებში, დასაქმების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით: „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ღიაა სტუდენტებისთვის, იქნება ეს წარმოება, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულება, თუ სამუშაო ადგილები ჩვენს მაღაზიათა ქსელებში. თუ კი სტუდენტების უნარ-ჩვევები იქნება საკმარისი, ჩვენ მზად ვართ ისინი გავატაროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, შემდგომში დავასაქმოთ და გავცეთ სასწავლო გრანტები.“

„აგროჰაბის“ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ბიზნესისა და უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, გათვლილია იმ სტუდენტებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი განათლება და განვითარებაა. ეს არის უდიდესი პროექტი, რომელშიც რამდენიმე ასეული სტუდენტი ჩაერთვება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტის დასაქმება.

NS