მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“ - რას ამბობს ნიკა გვარამია სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე
"არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“ - რას ამბობს ნიკა გვარამია სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არის უმ­ძი­მე­სად წამ­გე­ბი­ა­ნი კად­რე­ბი და მიზ­ნად ისა­ხავს არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდილს, არა­მედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ამ ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას და დას­რუ­ლე­ბას, ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლას ყვე­ლამ რომ გა­ვიღ­ვი­ძოთ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბით სავ­სე თბი­ლის­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი შიმ­ში­ლო­ბით ეს სა­ხელ­მწი­ფო კვლავ გა­აღ­ვი­ძა.

"ჩვენ რაც დღეს ვნა­ხეთ, ზუს­ტი მტი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმის, რა­საც ჩვენ ვამ­ტკი­ცებთ. თუმ­ცა, ეს არ არის უწყვე­ტი კად­რე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არის ამოჭ­რი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, ამის აღ­წე­რა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ფრა­ზით შე­იძ­ლე­ბა: "არ­წი­ვი ვნა­ხე დაჭ­რი­ლი ყვავ-ყორ­ნებს ეო­მე­ბო­და“. ზუს­ტად ასე იყო. ეს პა­რა­დიგ­მა მხო­ლოდ ჩვენს თავ­ში კი არ გა­ცო­ცხლდა, ყვე­ლას თავ­ში გა­ცო­ცხლდა, მათ შო­რის თქვენს მომ­ხრე­ებ­შიც, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მივ­მარ­თავ. ქარ­თვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ვსწავ­ლობთ ამ პა­რა­დიგ­მას და ყვე­ლა­ნი არ­წი­ვის მხა­რეს ვართ, გა­ნურ­ჩევ­ლად. არ­წი­ვი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. პირ­ვე­ლად ვი­ტყვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ჩემს პო­ზი­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ ვფიქ­რობ ამ ყვე­ლაფ­რის გაგ­რძე­ლე­ბას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ამ სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი შიმ­ში­ლო­ბით ეს სა­ხელ­მწი­ფო კვლავ გა­აღ­ვი­ძა. ეს კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, უნდა ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ მიზ­ნად ისა­ხავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდილს. იმი­ტომ, რომ რო­გორც კი ვი­წყებთ სა­უ­ბარს სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­სა და მისი გა­დარ­ჩე­ნის გზებ­ზე, იწყე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ჭამს. მერე აქ­ვეყ­ნე­ბენ კად­რებს, სა­დაც, თით­ქოს, ფა­ფას კი არა უკვე მწვა­დებს ჭამს და რა თქმა უნდა, უკუ­რე­აქ­ცია აქვს ყო­ველ­თვის მძე­ვალს, მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილს. კი­დევ უფრო მძიმ­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მშვე­ნივ­რად იცის, რომ სტრას­ბურ­გის მო­წო­დე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­წო­დე­ბის შემ­დეგ ვი­ხი­ლავთ ვა­რი­ან­ტებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ ღირ­სე­უ­ლად და პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ. ამი­ტო­მაც არის ეს კად­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ეს კად­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არის უმ­ძი­მე­სად წამ­გე­ბი­ა­ნი კად­რე­ბი და ეს კად­რე­ბი უკვე მიზ­ნად ისა­ხავს არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდილს, არა­მედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ამ ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას და დას­რუ­ლე­ბას, ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლას ყვე­ლამ რომ გა­ვიღ­ვი­ძოთ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბით სავ­სე თბი­ლის­ში. მგო­ნია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­გორც ამ სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, კვლავ უნდა და­ა­ფუძნოს ეს სა­ხელ­მწი­ფო და გა­და­არ­ჩი­ნოს რუ­სე­თის და­პყრო­ბის­გან. ეს არის ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია. შიმ­ში­ლო­ბა იყო ინ­სტრუ­მენ­ტი. როცა ეს ინ­სტრუ­მენ­ტი, ბრძო­ლის ეს ფორ­მა მუ­შა­ობს, ის მუ­შა­ობს, მაგ­რამ თუ ბრძო­ლის ეს ფორ­მა მი­შა­სა და ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმუ­შა­ვებს, ვფიქ­რობ, რომ დროა და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა ამ ინ­სტურ­მენ­ტის გა­და­ხედ­ვა­სა და ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცა­და გვა­რა­მი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tamari
8

ნაცემიაოოოო ნაბეგვიაოოოოო და გაჩვენეს კადრები რომ დარწმუნდეთ, თვითონ იხოხიალა და გატიტვლდა, წესიერად რომ შესულიყო არაფერი არ იქნებოდა

ნოე
2

არწივი ადა და მე უფრო ხმელეთზე დარჩენის წყლის ბაყაყის ფორთხვა ვნახე სააკაშვილში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“ - რას ამბობს ნიკა გვარამია სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე

"არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“ - რას ამბობს ნიკა გვარამია სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე

გავრცელებული ვიდეოკადრები ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები და მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას, ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა.

"ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ. თუმცა, ეს არ არის უწყვეტი კადრები, ძალადობის მთავარი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა ყველასთვის ცნობილი ფრაზით შეიძლება: "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ზუსტად ასე იყო. ეს პარადიგმა მხოლოდ ჩვენს თავში კი არ გაცოცხლდა, ყველას თავში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, "ქართულ ოცნებას“ მივმართავ. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყველანი არწივის მხარეს ვართ, განურჩევლად. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი. პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, როგორ ვფიქრობ ამ ყველაფრის გაგრძელებას. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა. ეს კადრები, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. იმიტომ, რომ როგორც კი ვიწყებთ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციასა და მისი გადარჩენის გზებზე, იწყება დეზინფორმაცია, რომ ის ჭამს. მერე აქვეყნებენ კადრებს, სადაც, თითქოს, ფაფას კი არა უკვე მწვადებს ჭამს და რა თქმა უნდა, უკურეაქცია აქვს ყოველთვის მძევალს, მიხელ სააკაშვილს. კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა.

ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ ვიხილავთ ვარიანტებს, როგორ შეიძლება ამ ვითარებიდან გამოვიდეთ ღირსეულად და პირველ რიგში, ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვეყნებული, ეს კადრები ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები და ეს კადრები უკვე მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას, ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა, კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის დაპყრობისგან. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. შიმშილობა იყო ინსტრუმენტი. როცა ეს ინსტრუმენტი, ბრძოლის ეს ფორმა მუშაობს, ის მუშაობს, მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა მიშასა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ვფიქრობ, რომ დროა დავიწყოთ მუშაობა ამ ინსტურმენტის გადახედვასა და ჩანაცვლებაზე“, - განაცადა გვარამიამ.