სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.
დაშავდა აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.
"ვერ გატეხავ ლილუაშვილო მართალ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას სახით! ვერ გატეხავ თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ მართლები ვართ! ტყვიაც კი არ მოგვკლავს, იმდენად მართლები ვართ!" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები ხელისუფლებას ანგრევს.
„წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას აქვს მიხეილ სააკაშვილისადმი ადგილი, მაგრამ ხომ დარწმუნდით ლილუაშვილო, რომ მართალ ადამიანს ვერ ტეხავ. ვერ გატეხავ მართალ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის სახით! ვერ გატეხავ მართალ ადამიანს ელენე ხოშტარიას სახით! ვერ გატეხავთ თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ მართლები ვართ! ტყვიაც კი არ მოგვკლავს, იმდენად მართლები ვართ! ამას უნდა მიხვდეთ და მთავარი, რაც გაშინებთ, არ დაგიმალავთ, ძალიან მსიამოვნებს, რომ ზუსტად იქ გაჭერთ წიხლს, სადაც ყველაზე მეტად გტკივათ. ჩვენი მშვიდობიანი და უკიდურესად მაღალი ემოციური საპროტესტო აქციებით განგრევთ. ეს ისაა, რასაც არ ელოდით“,- განაცხადა მელიამ.
რა აქციაა? სოფლებიდა ნჩამოთრეული 30ლარიანი პენსიონერები და რა საზიზღრობა სანახაობაა
მელია რომ გაიძახის მართლები ვართო, საიდან მოიტანა ან ვინ დააბრალა? რატომ ხართ მართლები ბარემ ესეც თქვით. მაგრამ სათქმელიც არაფერი გაქვთ. ხელისუფლებაში გინდათ მოსვლა თქვენი კეთილდღეობისათვის. მოგენატრათ კარგი ცხოვრება არა?
რადიკალური ოპოზიცია იყენებს რა ქვეყანაში შექმნილ ძალიან მძიმე მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია რთული ეპიდსიტუაციით და შედეგად დამძიმებული ეკონომიური ვითარებით, ზემოქმედებას ახდენენ გულუბრიყვო ადამიანებზე.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თურმე ააყვავებენ საქართველოს, გადაარჩენენ ქვეყანას გაქრობისაგან და ა.შ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და მისი სატელიტები ხელისუფლებაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების გზით ვერ ბრუნდება და მომავალშიც ვერ დაბრუნდება, რადგან ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს.