მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს
გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს

ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გელა ჩარ­კვი­ა­ნი სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, მე­უღ­ლის და შვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

ჩარ­კვი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ტა­შით გა­მო­ას­ვე­ნეს. პა­ნაშ­ვი­დი ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტის სახ­ლში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი.

ოჯახს ასე­ვე მი­უ­სამ­ძიმ­რეს მე­გობ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, დიპ­ლო­მა­ტებ­მა, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი 82 წლის ასაკ­ში 9 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. გელა ჩარ­კვი­ა­ნის კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან იწყე­ბა, სა­დაც 1976 წლი­დან 1994 წლამ­დე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. 1984 წლი­დან 1992 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ურ­თერ­თო­ბა­თა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო.

1980-იანი წლებ­ში და 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გელა ჩარ­კვი­ან­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აშშ-ის, ჯორ­ჯი­ის შტა­ტის მთავ­რო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის ახლო კავ­ში­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

1992 წლი­დან 2003 წლამ­დე ჩარ­კვი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის მრჩე­ვე­ლი იყო. ჩარ­კვი­ა­ნი 2005 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ირ­ლან­დი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო 2006 წლი­დან ელჩი იყო. მან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­წყვი­ტა.

2001 წელს მისი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის CD გა­მო­ი­ცა, ხოლო ჩარ­კვი­ა­ნის ად­რე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი - 2006 წელს.

ჩარ­კვი­ან­მა შექ­სპი­რის „მეფე ლირი” თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა. 2008 წლის ზა­ფხულ­ში ჩარ­კვი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის თერ­თმეტ წლი­ა­ნი ეპი­ზო­დის (1997 წლი­დან 2008 წლამ­დე) სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის ნა­წი­ლი წიგ­ნად გა­მო­ი­ცა (ინ­გლი­სურ ენა­ზე).

გელა ჩარ­კვი­ა­ნი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­თა, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი­თა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

დღევანდელმა ხელისუფლებამ , საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და თვით ჭორვილელმა ციცერონმა ძალიან,ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს(რბილად რომ ვთქვათ!) , რომ არ მივიდნენ სამძიმრით ბატონი გელა ჩარკვიანის დასაფლავებაზე....

გიორგი
9

მაშინ, როცა გელა ჩარკვიანის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ბევრი მართლა ღირსეული ქართველი ადამიანები, განა რა ხაზგასასმელია, რომ ვინმე გიული ალასანია იმყოფებოდა პანაშვიდზე? გელა ჩარკვიანი კი გაანათლოს უფალმა ღმერთმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს

გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს.

ჩარკვიანი საცხოვრებელი სახლიდან ტაშით გამოასვენეს. პანაშვიდი ქართველი დიპლომატის სახლში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს მეგობრებმა, ახლობლებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, დიპლომატებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა.

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა. გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

2001 წელს მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს.

ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. 2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე).

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.