მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს 30 ტურა დაესხა თავს, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს" - ლევან ხაბეიშვილი
"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს 30 ტურა დაესხა თავს, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს" - ლევან ხაბეიშვილი

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 40 დღეა ეს ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 30 ტურა და­ეს­ხა თავს ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ვხე­დავთ, რო­გორ ვაჟ­კა­ცუ­რად ცდი­ლობს რე­ჟიმს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს," - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აცხა­დებს.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა სა­დიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

"ეს არის სა­დიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვად­ვე გა­ავ­რცე­ლა "რუ­სულ­მა ოც­ნე­ბამ“. ცხა­დია, ჰქონ­დათ შიში, რომ ეს კად­რე­ბი ისე­დაც გა­სა­ჯა­როვ­დე­ბო­და, ან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის მო­უ­წევ­დათ გა­და­ცე­მა. ვი­ხი­ლეთ და­ჩე­ხი­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე. ჯერ გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ თა­ვის ნე­ბით გა­მოგ­ვყვაო და გვაჩ­ვე­ნეს კად­რე­ბი, ახლა გა­ავ­რცე­ლეს, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შე­ათ­რი­ეს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი იქ, სა­დაც მას ეს არ სურ­და. არა მარ­ტო მას, ექი­მე­ბის კონ­სი­ლი­უ­მიც ამ­ბობ­და, რომ ის იქ არ უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ და უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ჩვენ ვნა­ხეთ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი და მათ შო­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მინ­და გა­ვამ­ხნეო მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 40 დღეა ეს ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 30 ტურა და­ეს­ხა თავს ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ვხე­დავთ, რო­გორ ვაჟ­კა­ცუ­რად ცდი­ლობს რე­ჟიმს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის მი­მართ, სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ და კი­დევ ერთი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თეს რუ­სულ არ­ხებს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან“ ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გლ­და­ნის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რებს ასა­ჯა­რო­ებს.

კად­რებ­ში ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს აცხა­დებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა­ზე, რის შემ­დე­გაც ის რე­ა­ნი­მო­ბი­ლი­დან იძუ­ლე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს. კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ში ჰკი­დე­ბენ ხელს და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნი­დან ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ლა­ტამ­დე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაჰ­ყავთ. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტანსზე­მოთ შიშ­ვე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პა­ლა­ტა­ში შეყ­ვა­ნის შემ­დეგ არ­სე­ბულ სუ­რათს, კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ჯერ სი­ტყვი­ერ აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავს, შემ­დეგ კი ად­გი­ლი აქვს ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­საც. გარ­და ამი­სა, ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხელი ჰკრა და ძირს გა­და­აგ­დო ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

ხაბე შე ნაძვის ხის სათამაშოვ

Z
0

ეს პოლიტ წიწილა რა დღეშია ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს 30 ტურა დაესხა თავს, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს" - ლევან ხაბეიშვილი

"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს 30 ტურა დაესხა თავს, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს" - ლევან ხაბეიშვილი

"მიუხედავად იმისა, რომ 40 დღეა ეს ადამიანი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ 30 ტურა დაესხა თავს ფორმაში გამოწყობილი, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების შეფასებისას აცხადებს.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედება სადიზმის გამოვლინებაა.

"ეს არის სადიზმის გამოვლინება, დანაშაულებრივი კადრები, რომელიც თავადვე გაავრცელა "რუსულმა ოცნებამ“. ცხადია, ჰქონდათ შიში, რომ ეს კადრები ისედაც გასაჯაროვდებოდა, ან სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ გადაცემა. ვიხილეთ დაჩეხილი კადრები, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტი მიხეილ სააკაშვილზე. ჯერ გვიყვებოდნენ, რომ თავის ნებით გამოგვყვაო და გვაჩვენეს კადრები, ახლა გაავრცელეს, თუ როგორ ძალადობრივი გზით შეათრიეს მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც მას ეს არ სურდა. არა მარტო მას, ექიმების კონსილიუმიც ამბობდა, რომ ის იქ არ უნდა გადაეყვანათ და უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. მინდა გავამხნეო მესამე პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ 40 დღეა ეს ადამიანი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ 30 ტურა დაესხა თავს ფორმაში გამოწყობილი, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ და კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს რუსულ არხებს, ტელეკომპანია "იმედთან“ ერთად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს.

კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

რაც შეეხება უშუალოდ პალატაში შეყვანის შემდეგ არსებულ სურათს, კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლების მისამართით ჯერ სიტყვიერ აგრესიას გამოხატავს, შემდეგ კი ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილმა ხელი ჰკრა და ძირს გადააგდო ერთ-ერთი სამედიცინო აპარატურა.