სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას­თან აქ­ცია გა­მარ­თეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ად­გილ­ზე ბა­ნე­რე­ბი, წარ­წე­რით: “დაგ­ვეხ­მა­რეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ში”, “თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს”, “სი­ცო­ცხლე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს” ჰქონ­დათ მი­ტა­ნი­ლი. აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, პრო­ფე­სორ­მა ვილი პა­ჭ­კო­რი­ამ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნანს თხოვ­ნით მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ “სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­დე­ბა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, კონ­გრეს­მე­ნე­ბი, აშშ-ის ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ცენ­ტრი და ამე­რი­კის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა”.

“სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე 42-ე დღეა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლობს სა­პყრო­ბი­ლე­ში. პა­ტივს ვცემთ მის ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის, მაგ­რამ ყოვ­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პა­სუ­ხობს შიმ­შილს, ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე. მე­ტა­ბო­ლიზ­მის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს მთე­ლი რიგი სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ე­ბის მოშ­ლას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ვი­თარ­დეს იშე­მი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის და ორ­გა­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩნდე­ბა რის­კი შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, რომ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მარ­თვაც სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში შე­სა­ბა­მი­სი პრაქ­ტი­კის ადა­მი­ა­ნუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა ცი­ხის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კლი­ნი­კი­სათ­ვის სა­ჭი­რო არც ად­გი­ლობ­რივ და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ტე­რი­უ­მებს. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან აშ­კა­რად ირ­ღვე­ვა პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი, რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ექ­მნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს და მის ფი­ზი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას, ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, სა­ნამ მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­დე­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, კონ­გრეს­მე­ნე­ბი, აშშ-ის ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ცენ­ტრი, ამე­რი­კის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და მი­მარ­თვი­სას სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, პრო­ფე­სორ­მა ვილი პა­ჭ­კო­რი­ამ

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფაფა
4

ჰიპოკრატე ამათი შემხედვარე საფლავში ტრიალებს

თსსუ_ელი
0

ვილი, გინდა შენი კატა შევჭამო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოს შენობასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები, წარწერით: “დაგვეხმარეთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში”, “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, “სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილს” ჰქონდათ მიტანილი. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ “სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, პრობლემის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ის ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება”.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 42-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების მოშლას, მოგვიანებით შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რომლის სრულფასოვანი მართვაც საქართველოს პირობებში შესაბამისი პრაქტიკის ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნა ციხის ამბულატორიის ტიპის დაწესებულებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს კლინიკისათვის საჭირო არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო კრიტერიუმებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან აშკარად ირღვევა პაციენტის უფლებები, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და მის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ის ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოება”, - განაცხადა მიმართვისას საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ