პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში დეპრესიაა და გაუსაძლისია ცხოვრება, მაგრამ მაინც ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან სააკაშვილი გვყავს ციხეში... ეს ატმოსფერო შექმნა ხელისუფლებამ " - გედევან ფოფხაძე
"ყველა ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში დეპრესიაა და გაუსაძლისია ცხოვრება, მაგრამ  მაინც ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან სააკაშვილი გვყავს ციხეში... ეს ატმოსფერო შექმნა ხელისუფლებამ " - გედევან ფოფხაძე

"სა­ა­კაშ­ვი­ლის უკან დგას ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის 30% და მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა­თუ ცი­ხე­ში არ უნდა იჯ­დეს, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა იყოს," - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა წევ­რმა, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუ­მის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ფო­ფხა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ცი­ხე­ში უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ხაზს ვუს­ვამ, რომ ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი. მო­ი­ნა­ნია თუ არა, ჩემ­თვის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს არის პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვას­თან და უკა­ნო­ნო­ბას­თან, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა იგი­ვე.

რა­საც სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­კაშ­ვილს უკე­თებს, ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­დავს თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის საფრ­თხეს და სა­ა­კაშ­ვილს სწო­რედ ასე­თად გა­ნი­ხი­ლავს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, მე თუ თქვენ. არ მო­ე­წო­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი - რო­გორც სა­ა­კაშ­ვილს ექ­ცე­ვი­ან, ისე მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ჩვენც. არა­ვინ იმ­სა­ხუ­რებს უკა­ნო­ნო და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ.

რო­გორც ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა თქვა, მან გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იცის, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე შე­იც­ვლე­ბა.

"ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისევ გა­უჩ­ნდე­ბა იმის გან­ცდა, რომ თუ ამათ დროს შე­იძ­ლე­ბო­და ასე მომ­ქცე­ოდ­ნენ, მე რა­ტომ არ უნდა მო­ვექ­ცე ასე - ეს არ დამ­თავ­რდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი.

სა­პატ­რი­არ­ქო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც თა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბით ნათ­ლად უნდა იაზ­რებ­დნენ და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა ხე­დავ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით რო­გორც მო­იქ­ცე­ვა სა­ხელ­მწი­ფო, ამას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს. ამას სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბიც უყუ­რე­ბენ და ჩვენც ვაკ­ვირ­დე­ბით, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ მოგ­ვწონს, მაგ­რამ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფოს არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ტეს­ტი ამ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. მე უკვე ვიცი, რომ არ ვცხოვ­რობ სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არ მგო­ნია, რომ მათ ვინ­მეს დას­ჯის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა არა კა­ნონს და ხალ­ხს, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ.

მან 2012 წლის სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ის მა­გა­ლი­თიც ახ­სე­ნა.

„რო­დე­საც ჩვენ 2012-ში ამ­ნის­ტია მი­ვი­ღეთ, ჩვენ არ დაგ­ვი­წყია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და მო­რა­ლის შე­ფა­სე­ბა. ჩვენ 14 000 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვუშ­ვით ცი­ხი­დან, რად­გან ჩავ­თვა­ლეთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ებ­ში ამ ადა­მი­ა­ნებს არას­წო­რად ექ­ცე­ოდ­ნენ. თუ დღეს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს მო­ექ­ცე­ვა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად, ხალ­ხი ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის ვალ­დე­ბუ­ლი და­ა­ყე­ნოს მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი. პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში ან იხ­დის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ სას­ჯელს, ან თუ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა რა­ღაც ისე­თი, რაც კა­ნო­ნით არ გან­სა­ზღვრუ­ლა და მას აზი­ა­ნებს, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ასე­თი პა­ტი­მა­რი მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­ვარ­თვათ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვის მთა­ვარ დამ­სა­ხუ­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­და „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ გაშ­ვე­ბა და ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ჭე­რა. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე და­ხურ­დავ­და, რომ თურ­მე ჩვენ ბედ­ნი­ე­რი უნდა ვი­ყოთ ამით. ვი­ღაც თა­ვის ოჯა­ხის წევ­რს საჭ­მელს რომ ვერ მი­უ­ტანს სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორს რომ ჩარ­თავს, ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი ხომ ზის და ამით უნდა იყოს ბედ­ნი­ე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არის უმუ­შევ­რო­ბა, ხალ­ხი უცხო­ეთ­ში მი­დის სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად, ყვე­ლა ვგრძნობთ რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დეპ­რე­სი­აა და გა­უ­საძ­ლი­სია ცხოვ­რე­ბა, მა­ინც ბედ­ნი­ე­რი უნდა ვი­ყოთ, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი გვყავს ცი­ხე­ში და თუ იმას იქ და­ჩაგ­რა­ვენ და სა­ერ­თოდ გა­ლა­ხა­ვენ და მოკ­ლა­ვენ, კი­დევ უფრო ბედ­ნი­ე­რი უნდა ვი­ყოთ. ეს ატ­მოს­ფე­რო შექ­მნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და მთე­ლი თა­ვი­სი არსი, მი­ზა­ნი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრა იმით, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ა­ნად­გუ­როს“, - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
0

გედევან ჩემო, ქვეყანაში არსებულ დეპრესიას ვითომ შენი პოზიცია შველის? მგონი უფრო აღრმავებს. 

tngh
0

ღრმად პატივცემული ბ-ნი გედეონ ფოფხაძე, "სიბრძნის" ეტალონია მთელს საქართველოში... და მის საზღვრებს გარეთაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ყველა ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში დეპრესიაა და გაუსაძლისია ცხოვრება, მაგრამ მაინც ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან სააკაშვილი გვყავს ციხეში... ეს ატმოსფერო შექმნა ხელისუფლებამ " - გედევან ფოფხაძე

"ყველა ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში დეპრესიაა და გაუსაძლისია ცხოვრება, მაგრამ  მაინც ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან სააკაშვილი გვყავს ციხეში... ეს ატმოსფერო შექმნა ხელისუფლებამ " - გედევან ფოფხაძე

"სააკაშვილის უკან დგას ქართველი ამომრჩევლის 30% და მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი არათუ ციხეში არ უნდა იჯდეს, არამედ ხელისუფლებაში უნდა იყოს," - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ ციხეში უკანონო მოპყრობა ხორციელდება.

„ხაზს ვუსვამ, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი. მოინანია თუ არა, ჩემთვის მისი პოლიტიკური საქმიანობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის პირდაპირ დაკავშირებული ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან და უკანონობასთან, მაგრამ მეორე მხრივ, მის მიმართ ხორციელდება იგივე.

რასაც სახელმწიფო სააკაშვილს უკეთებს, ეს არის შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტზე. ხელისუფლება ხედავს თავისი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს და სააკაშვილს სწორედ ასეთად განიხილავს. არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი იქნება, მე თუ თქვენ. არ მოეწონება ხელისუფლებას ჩვენი არასწორი შეხედულებები - როგორც სააკაშვილს ექცევიან, ისე მოგვექცევიან ჩვენც. არავინ იმსახურებს უკანონო და არაადამიანურ მოპყრობას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც ყოფილმა დეპუტატმა თქვა, მან გარანტირებულად იცის, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება.

"ახალ ხელისუფლებას ისევ გაუჩნდება იმის განცდა, რომ თუ ამათ დროს შეიძლებოდა ასე მომქცეოდნენ, მე რატომ არ უნდა მოვექცე ასე - ეს არ დამთავრდება. ეს იქნება საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტი.

საპატრიარქო, ხელისუფლება და პოლიტიკოსებიც თავის პასუხისმგებლობას ამ პროცესთან მიმართებით ნათლად უნდა იაზრებდნენ და მნიშვნელოვნად უნდა ხედავდნენ, რომ სააკაშვილთან მიმართებით როგორც მოიქცევა სახელმწიფო, ამას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. ამას სააკაშვილის მომხრეებიც უყურებენ და ჩვენც ვაკვირდებით, ვისაც შეიძლება სააკაშვილის პოლიტიკური შეხედულებები არ მოგვწონს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მის მიმართ სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება არის ტესტი ამ სახელმწიფოს მხრიდან. მე უკვე ვიცი, რომ არ ვცხოვრობ სამართლებრივ სახელმწიფოში. შესაბამისად, არ მგონია, რომ მათ ვინმეს დასჯის უფლება ჰქონდეთ, რადგან საქართველოში არსებული ყველა ინსტიტუტი ემსახურება არა კანონს და ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მან 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის მაგალითიც ახსენა.

„როდესაც ჩვენ 2012-ში ამნისტია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვიწყია იმ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების და მორალის შეფასება. ჩვენ 14 000 ადამიანი გამოვუშვით ციხიდან, რადგან ჩავთვალეთ, რომ სააკაშვილის ციხეებში ამ ადამიანებს არასწორად ექცეოდნენ. თუ დღეს ეს ხელისუფლება სააკაშვილს მოექცევა არაადამიანურად, ხალხი ამ ქვეყნის ღირსებიდან გამომდინარე არის ვალდებული დააყენოს მისი გათავისუფლების საკითხი. პატიმარი ციხეში ან იხდის კანონით დადგენილ სასჯელს, ან თუ მის მიმართ ხორციელდება რაღაც ისეთი, რაც კანონით არ განსაზღვრულა და მას აზიანებს, ვალდებული ვართ, რომ ასეთი პატიმარი მოძალადე ხელისუფლებას წავართვათ.

ხელისუფლებამ თავის მთავარ დამსახურებად გამოაცხადა „ნაციონალების“ გაშვება და ახლა სააკაშვილის დაჭერა. ყველაფერი იმაზე დახურდავდა, რომ თურმე ჩვენ ბედნიერი უნდა ვიყოთ ამით. ვიღაც თავის ოჯახის წევრს საჭმელს რომ ვერ მიუტანს სახლში, ტელევიზორს რომ ჩართავს, ბედნიერი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილი ხომ ზის და ამით უნდა იყოს ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ არის უმუშევრობა, ხალხი უცხოეთში მიდის სამუშაოს საძებნელად, ყველა ვგრძნობთ რომ ამ ქვეყანაში დეპრესიაა და გაუსაძლისია ცხოვრება, მაინც ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან სააკაშვილი გვყავს ციხეში და თუ იმას იქ დაჩაგრავენ და საერთოდ გალახავენ და მოკლავენ, კიდევ უფრო ბედნიერი უნდა ვიყოთ. ეს ატმოსფერო შექმნა ხელისუფლებამ და მთელი თავისი არსი, მიზანი და დანიშნულება განსაზღვრა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი გაანადგუროს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.