პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა... " - ირაკლი ღარიბაშვილი
"პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა... " - ირაკლი ღარიბაშვილი

"პა­ტი­მარ­სა და პა­ტიმ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი და­ვას­რუ­ლე," - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გა­ა­კე­თებს.

"ჩვენ გა­ვე­ცა­ნით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გა­ა­კე­თებს ამ თე­მა­ზე ბრი­ფინგს უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და ვრცლად გან­მარ­ტავს. მე არ მსურს ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. ეს არ არის ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა. პა­ტი­მარ­სა და პა­ტიმ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი და­ვას­რუ­ლე. ქვე­ყა­ნა­ში არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და მხო­ლოდ ამ თე­მა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, სტრას­ბურ­გი­დან მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე აყ­ვა­ნი­ლია პრი­ო­რი­ტეტ­ზე და მო­თხოვ­ნა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

გვა­რა­მი­ას თქმით, სა­სა­მარ­თლომ და­ა­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ აც­ნო­ბოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გლ­და­ნის #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ტარ­და. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე მათ და­ა­ვა­ლა ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ჯერ­დე­ბა და 24 ნო­ემ­ბერს სა­სა­მარ­თლო კვლავ იმ­სჯე­ლებს სა­კი­თხზე.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვა­რი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მოს­თხო­ვა შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
9

ჩვენ კარგი პრემიერი გვყავს, დავაფასოთ მეგობრებო, ერთად ვაკეთოთ ქვეყნის საქმე! ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, ბატონო პრემიერო!

nini
0

კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ამ ვიდეოების გამოქვეყნებით რას შვებით, ხარაკირს იტარებთ, მანდამაინც უნდა შეაცოდოთ ხალხს მიშა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა... " - ირაკლი ღარიბაშვილი

"პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა... " - ირაკლი ღარიბაშვილი

"პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.

"ჩვენ გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს. მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა. ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.